x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ომარ ხაიამის ბრძნული გამონათქვამები,რომელიც აქტუალური არის და იქნება
imageუდიდესი სპარსელი პოეტის, მათემატიკოსის, ფილოსოფოსის და ასტროლოგის ომარ ხაიამის(1048-1131)ბრძნული გამონათქვამები აღფრთოვანებს მთელს მსოფლიოში მილიონობით მის თაყვანისცემელს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და აქტუალურია დღესაც და იქნება მომავალშიც.


სპარსული ლირიკა და კერძოდ ომარ ხაიამის გენიალურობა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ აღმოაჩინა.


პირველი ქართულ ენაზე რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ „კავკასიონში“) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი.



ომარ ხაიამის ბრძნული გამონათქვამები, რომელიც აქტუალურია და ბევრს ჩააფიქრებს:



1. სასაცილო არაა, მთელი საუკუნე კაპიკებით იყიდოთ, თუ სამუდამო ცხოვრება არ არსებობს.
ეს ცხოვრება ჩემო კარგებო, დროებით მოგეცათ და შეეცადეთ, რომ დრო უქმად არ დაკარგოთ.

2. საკუთარი თავის ჩუქება, არ ნიშნავს, რომ გაიყიდო.


6. რაც უფო ხშირად ვცდებით ცხოვრებაში, მით უფრო ხშირად ვკარგავთ იმ ადამიანებს, ვინც ძვირფასია. ვცდილობთ, უცხოებს მოვეწონოთ და ახლობლებს გავურბივართ.
ვინმეს გვერდით ძილი, არ ნიშნავს, რომ მასთან ღამე გაატარე.
სამაგიეროს არ გადახდა, არ ნიშნავს პატიებას.
გვერდით არყოფნა, არ ნიშნავს, რომ არ გიყვარს.


3. ადამიანი თითქოს დედამიწაა სარკეში ასახული. ის პატარაა
და ამავდროულად განუზომლად დიდი.


4. რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს.
ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.

5. ვინც ტიროდა, მას სიცილი შეუძლია,
ვინც კვდებოდა, მან იცის, რომ ცოცხლობს.

6. ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა.
ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა...


7. ერთი ვერ გაარკვევს რა სურნელი აქვს ვარდს,
ვიღაც მწარე ბალახებიდან მიიღებს თაფლს,
ვიღაცას ხურდას მისცემ და სამუდამოდ დაიმახსოვრებს,
ვიღაცას კი ცხოვრებას მისცემ და ვერ გაიგებს.


8. ვაღმერთებთ მათ ვინც ჩვენი ღირსები არ არიან და ყველაზე ერთგულებს კი ვღალატობთ. ვისაც ვუყვარვართ, გულს ვტკენთ და თავად ბოდიშს ველით.

9. ამ ქვეყნად საუკუნე ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ დაიჭირე ყოველი წამი, მას ვეღარასდროს დაიბრუნებ.

10. ნუ შეგშურდება იმის, ვინც მდიდარი და ძლიერია.
მზის ჩასვლას ყოველთვის მზის ამოსვლას მოჰყვება.

11. ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა ჯობია, ვიდრე ის, რომ ცალმხრივად გიყვარდეს.
სიყვარულს თუ მუდმივად უანგაროდ გასცემ, თუ შენს მეორე ნახევარს შეხვდები, ვეღარ შეიყვარებ.




image


რატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცხყოფაზე?



ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: -შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო!

საპასუხოდ, ხაიამმა მხოლოდ გაიღიმა.

უკანასკნელ მოდაზე, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილმა ახლაგაზრდამ, რომელიც ამ სცენას თვალ-ყურს ადევნებდა, ჰკითხა ხაიამს:

- როგორ შეგიძლია, მსგავსი დამცირებების მოთმენა? ნუთუ არ გწყინს?!

ომარ ხაიამმა კვლავ გაიღიმა და გაყოლა სთხოვა. ისინი საკუჭნაოში ჩავიდნენ. ხაიამმა სანთელი დაანთო და სკივრში ქექვას შეუდგა. ყოვლად გამოუსადეგარი, დაფლეთილი ხალათი ამოიღო და ელეგანტურად ჩაცმულს მოზომვა სთხოვა. ახალგაზრდამ დაათვალიერა ხალათი და აღშფოთდა: – ეს ბინძური ძონძები რაში მჭირდება?! აი შენ კი, მგონი, ჭკუიდან შეიშალე ! – და დაფლეთილი ხალათი უკან მიუგდო.

- აი ხომ ხედავ, - უთხრა ხაიამმა, – შენ არ ჩაიცვი ეს ძველმანი. სწორედ ასე არ მივიღე ბინძური სიტყვები, რომლებიც იმ კაცმა მითხრა. გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ.

image

2
3779
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3779
  
2015, 20 ივლისი, 10:08
მაგარიააააააა
2015, 20 ივლისი, 10:02
რაც უფრო დაბალი სულის ადამიანია, მით უფრო ზემოთ სწევს ცხვირს.
ცხვირით მიიწევს, სადამდეც სულით ვერ გაიზარდა.
0 1 2