სისხლის სამართალი მამულიჩას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება! პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 2015, 19 ივლისი, 17:20 ![]() გუშინ, 18 ივლისს გამთენიისას ლელა წურწუმიას მეუღლე და პროდიუსერი, კახა მამულაშვილი იგივე მამულიჩა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლოს დღის ბოლომდე მიმართავენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 260 1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე. 262 1. საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. როგორც ირკვევა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კახა მამულაშვილს ექვსიდან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზუსტ სასჯელის ზომას კი მოსამართლე განსაზღვრავს შინაგანი რწმენი საფუძველზე. ![]() ![]() ![]() 1876 4-ს მოსწონს 1-ს არა
|