სიახლეები 6 კომპანია, რომელთა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ და საშიშ დანამატებს შეიცავს 2015, 18 ივლისი, 11:16 საკვებ პროდუქტში გენმოდიფიცირებული და ჯანმრთელობისთვის საშიში ოგანიზმების არსებობა დღეს განსაკუთრებით პრობლემატური გახდა. სათანადო რეგულაციები ჯერ-ჯერობით არ არსებობს (თუმცა, მათი ამოქმედება უკვე იგეგმება), ამიტომ ბაზარზე წარმოდგენილი უამრავი პროდუქტიდან ძნელია ჯანსაღი საკვების არჩევა. ხშირ შემთხვევაში ერთადერთი დასაყრდენი არჩევანის გაკეთებაში ბრენდი ხდება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ცნობილი ბრენდებიც არ ამბობენ უარს საკუთარ პროდუქციაში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე. გთავაზობთ 6 ყველაზე ცნობილ კომპანიას, რომლებიც წარმოებაში გმო-სა ჯანმრთელობისთვის საშიშ დანამატებს იყენებს. 1. Kraft Foods ამ კომპანიის ბრენდებია: Milka, Toblerone, Alpen Gold, «Корона», Jacobs, Carte Noire, Maxcafe და Maxwell House, ყველი Philadelphia, Picnic, Dirol, Halls. შაქარი, ცხიმი, ნატრიუმის გლუტამატი გემოს გასაძლიერებლად - ამ პროდუქციის შემადგენლობაში შედის. Halls-ის კანფეტები შეიცავს საღებავს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ასთმა, კიბო, ალერგია. კომპანია აქტიურად იბრძვის იმისათვის, რომ დაშვებული იქნას პროდუქტის გამოშვება ეტიკეტზე პოტენციურად სახიფათო ინგრედიენტების მითითების გარეშე. 2. Heinz ბრენდები: Heinz, «Пикадор», «Моя семья», «Деревенское», Lea&Perrins. ტომატის კონცენტრატი, დისტილირებული ძმარი, ფრუქტოზის დიდი ოდენობით შემცველი სიროფი, სიმინდის სიროფი და კიდევ უამრავი არომატიზატორი შედის ამ საკმაოდ გემრიელ კეტჩუპებში. ამგვარი პროდუქტის მოხმარება ხელს უწყობს ღვიძლის, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევას. 3. Coca-Cola ბრენდები: Coca-Cola, Fanta, Sprite, Nestea, Burn, Gladiator, Rich. ტრადიციული სასმელი, რომელიც ასე უყვართ, როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს, 15 ქიმიურ დანამატს შეიცავს. დღეს უკვე ალბათ აღარ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცის კოკა-კოლას მავნებლობის შესახებ, მაგრამ მაინც ყველა განაგრძობს მის მოხმარებას. E950, ანუ კალიუმის აცესულფამი, რომელიც შაქარზე 200-ჯერ ტკბილია, იწვევს დამოკიდებულებას და აზიანებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას. E211, ანუ ნატრუმის ბენზონატი არის შენაერთი, რომელიც შლის ადამიანის დნმ-ს. E338, ანუ ორთოფოსფორული მჟავა იწვევს კანისა და თვალების გაღიზიანებას. და კიდევ უამრავი სხვა ამგვარი დანამატი... 4. Nestlé ბრენდები: Nestle, Fitness, Nescafe, Nesquik, Maggi, Nuts, KitKat. ეს კომპანია გმო-ს საბავშვო საკვებშიც იყენებს. 2008 წელს კომპანიის გარშემო სკანდალი ატყდა, რისი მიზეზიც იყო მომწმვლელი ნივთიერების, მელამინის აღმოჩენა საბავშვო საკვებში. 5. Kellogg’s ბრენდები: Coco Pops, Miel Pops. ამ მწარმოებლის ბურბუშელების შემადგენლობაში შედის გლიფოსატი, ტოქსინები და გენეტიკურად მოდიფიცირებული ნივთიერებები. ეს არის რაფინირებული, ხელოვნურად დამუშავებული პროდუქცია, რომელსაც არავითარი სასარგებლო თვისება არ გააჩნია. 6. PepsiCo ბრენდები: Pepsi, Mirinda, 7UP, Mountain Dew, Lipton Ice Tea, Adrenaline Rush, «Аква Минерале», Tropicana, Тонус, J7, «Я», «Любимый», «Домик в деревне», ХрусTeam, Cheetos, Lay’s, «Чудо», «Садочок», Sandora. ამ ცნობილი მწარმოებლის სასმელებში აღმოჩენილია 4-მეთილიმიდაზოლი - კარცეროგენი, რომელიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს. კომპანია საკვები პროდუქტების ეტიკეტზე გმო-მარკირების დატანის აქტიური მოწინააღმდეგეა. 605 11-ს მოსწონს
|