კოლექციები ქალის ყველაზე სექსუალური და ძვირადღირებული საცვლები 2015, 17 ივლისი, 12:22 საიუველირო ნაკეთობა და საცვლები - ეს ორი რამ ქალს განსაკუთრებით სექსუალურსა და ელეგანტურს ხდის. დიზაინერების აზრით, ქალის გარდერობის ეს ორი ელემენტი მშვენივრად ეწყობა ერთმანეთს და ერთ ნივთადაც შეიძლება იქცეს. თუმცა ამგვარი ექსკლუზივისთვის არც თუ ისე ცოტა ფულის გადახდა იქნება საჭირო. გთავაზობთ ამგვარი ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ 7 ყველაზე სექსუალურ და ძვირადღირებულ საცვალს. 1. პლატინის ბიკინი, 30 000 აშშ დოლარი. დიზაინერმა სიუზან როზენმა ისრაელში არსებულ კომპანია Steinmetz Diamonds-თან თანამშრომლობით შექმნა ბიკინი, რომლის მასალად გამოყენებულია პლატინა სხვადასხვა ზომის ბრილიანტები. ყველაზე ინტიმურ ზონას ამშვენებს 30 კარატიანი ალმასი, ხოლო მკერდის ადგილებს ფარავს 15 კარატიანი ბრილიანტები. 2. სექსუალური კომპლექტი Victoria's Secret-სა და Mouawad-ისგან, 1 000 000 აშშ დოლარი. 2001 წლიდან კომპანია Victoria's Secret-ი თანამშრომლობს Mouawad-ის საიუველირო სახლთან. ამ თანამშრომლობის შედეგად მიღებულ ყველაზე ეფექტურ ნამუშევრად ითვლება Royal Fantasy, რომელშიც გამოყენებულია 18 კარატიანი ოქრო, ლალის თვლები, ბრილიანი, ლურჯი და ყვითელი საფირონი. 3. ბიუსტჰალტერი შავი ბრილიანტებით, 5 000 000 აშშ დოლარი. Victoria's Secret-ისა და იუველირ მარტინ კაცის (Martin Katz) თანაშრომლობის შედეგი - შავი და თეთრი ბრილიანტებითა და ლალის თვლებით დამშვენეული ბიუსტჰალტერი. 4. ოქროს ბიუსტჰალტერი ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით, 1 000 000 აშშ დოლარი. ამერიკელმა იუველირმა და მაღაზიების ქსელი მფლობელმა, ენტონი ობრიმ თავისი მეუღლისთვის შექმნა ბიუსტჰალტერი 18 კარატიანი ოქროსგან, რომელიც ყვითელი, ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით (სულ 500 ცალი) შეამკო. ძვირფასი საცვალი 750 გრამს იწონის. 5. საცურაო კოსტიუმი ალმასებით, ზურმუხტითა და ბრილიანტებით, 1 000 000 აშშ დოლარი. ეს ძვირადღირებული საცურაო კოსტიუმი შეიქმნა ექსკლუზიურად, 2013 წლის "მის მსოფლიოსთვის", გაბრიელა ისლერისთვის. იტალიელმა იუველირმა, ფლავიო დინაჩიმ (Flavio Dinacci) მის შესაქმნელად გამოიყენა ძვირფასი ქვები: ბრილიანტები, ზურმუხტები და ალმასები -, ჯამში 200 კარატი. 6. ბიუსტჰალტერი სვაროვსკის თვლებით, ფასი უცნობია. ელიტური საცვლების მწარმოებელმა კომპანია Gossard-მა შექმნა ბიუსტჰალტერი, რომელიც 6000 სვაროვსკის კრისტალითაა შემკული. ამ ჩანაფიქრის განხორციელება მოხდა დიზაინერული ფირმის, CrystalSkins-ის დახმარებით. მწარმოებელი ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს პროდუქტის შეფასებას. 7. ოქროს ნაქარგებიანი ბიუსტჰალტერი დედოფლებისთვის. კიდევ ერთმა VIP-კლასის საცვლების მწარმოებელმა Rococo Dessous-მ გამოუშვა ქალის საცვლების ხაზი სახელწოდებით Worth of Royalty, რომელიც მიძღვნილია ისეთი ისტორიული პიროვნებებისადმი, როგორებიცაა კლეოპატრა, დედოფალი ალექსანდრა, მარი-ანტუანეტა. ელეგანტური საცვლები მოქარგულია 24 კარატიანი თეთრი, ყვითელი და ვარდისფერი ოქროთი. ფოტოზე ასახული კომპლექტის ფასი მერყეობს 3000-დან 6000 დოლარამდე. 803 9-ს მოსწონს 1-ს არა
|