"უშენო დღეებმა დამღალეს" - განო მელითაურის ემოციური ლექსი დაღუპულ კოტე თოლორდავას
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კოტე თოლორდავა გარდაცვლილი მოსკოვში, სასტუმროს ნომერში იპოვეს. მას სამი შვილი ჰყავდა და მეოთხეს ელოდებოდა, ხოლო ქორწინებაში იყო განო მელითაურთან, რომელმაც საყვარელ ქმარს ლექსი მიუძღვნა და „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა:
“დღეები დღეებს გაუნაპირდნენ
მიზნებმა საწადელს რომ ვერ მიაღწიეს,
აზრებით დატენილ ზარბაზნებს დასცილდნენ
დღე დღეს განაპირებული მისდევდა
დათმობა მიწევდა...
უკვე მეორე, მესამე...
მეოთხე დღეს
სამოთხე მესიზმრა,
მერე გათენდა
დღეებმა იმედი ისევ გამიცრუეს
დღეების ნეტა რა ბრალია,
ხელებით ვიშორებ უმზეო ამინდებს
გარეთ ზამთარია
- შენ ვერ დაინახე, შენ ვერ დააფასე.
ყველა მართალია
დღეებმა დღეებით დამიწყეს ვაჭრობა
მზის დარტყმა მივიღე, დამწვრობა
დღეებმა მასხრად აიგდეს ბავშვობა
ზაფხულის მომიხდა დათმობა
გავიწელე
დღეებმა მასწავლეს მოთმენა
შემმატეს მხნეობა,
ვისწავლე საკუთარი სისუსტეების მოსმენა
ცოტა გავიზარდე
მერე
დღემ დღე შვა მასზე უფრო გრძელი, სანდო აზრიანი
დღე მის წინამორბედს აღარ დაემონა
გულზე სევდის ბურთი დამეკონა
გავხდი ბრაზიანი
მერე ისევ ახალი წრე
ახალი დღე
დღეებმა დღეები გაცვალეს
დღეებმა მოწყენა მაცალეს
უშენო დღეებმა დამღალეს
უშენო დღეებმა გამლახეს
ვეღარ გავილაღე
ისე დვიღალე,
მეც დღედ ვიქეცი
და საკუთარ თავს გავუნაპირდი
მიპოვნე რა...''
მწყინს როცა პატარა ბავშვის სურათზე ან ასეთი შინაარსის სტატიაზე ანლაიქს ვხედავ.