ორგანიზაციის- „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - ცნობით, მარტო მიმდინარე წელს ცხელ წერტილებში დაღუპული ჟურნალისტების რიცხვი უკვე 43-ს აღწევს. ბოლო წლების მანძილზე პრესის თანამშრომლებისთვის ყველაზე სახიფათო ადგილებად ითვლება ერაყი, ავღანეთი, ლიბია, სირია და, ახლა უკვე უკრაინაც.
წარმოგიდგენთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ბრძოლის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყნებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ფოტოკორესპონდენტებსა და მათ საუკეთესო ნამუშევრებს.
1. ანია ნიდრენჰაუსი, მოკლული იქნა 2014 წელს, ავღანეთში.
იგი მანქანაში იჯდა და თავის კოლეგას, Associated Press-ის თანამშრომელს, კეტი გენონს ესაუბრებოდა, როცა ავღანელმა პოლიციელმა ჩაცხრილა.
ესენი მისი საუკეთესო ნამუშევრებია:
- ფოტო, რომელიც გადაღებულია ქალის ავღანური ტანისამოსზე თვალებისთვის განკუთვნილი ჭუჭრუტანიდან: ქალები საყიდლებზე არიან ქაბულის ბაზარში. 11 აპრილი, 2013 წ.
- ლიბიელი ამბოხებული მოუწოდებს ხალხს გაიქცნენ, სანამ კადაფის ჯარები ლიბიის ქალაქ ბინ-ჯამაანში გადმოდიან. 29 მარტი, 2011 წ.
- ამერიკელი საზღვაო ქვეითები შობის ღამეს. 24 დეკემბერი, 2002 წ.
- ამერიკელი საზღვაო ქვეითი დასტირის დასავლეთ ერაყში დაღუპუ 31 ჯარისკაცს. 2 თებერვალი, 2005 წ.
- ავღანელი ბიჭი სათამაშო იარაღით ალ-ფირტის დღესასწაულზე. ქაბული, 20 სექტემბერი, 2005 წ.
2. კრის ჰონდროსი, მოკლული იქნა ლიბიაში, 2011 წელს.
კრის ჰონდროსი, რომელიც რედაქციის დავალებას ასრულებდა მისტარში, დაიღუპა რეაქტიული ჭურვის აფეთქების შედეგად.
ესენი მისი საუკეთესო ნამუშევრებია:
- მტირალი სამარ ჰასანი: მისი მშობლები მოკული იქნენ სროლის დროს ამერიკელი ჯარისკაცების მიერ. ერაყი, 18 იანვარი, 2005 წ.
- სასახლის ნანგრევებზე მდგარი დარულ ამანი. ქაბული, 20 ოქტომბერი, 2010 წ.
- ამერიკელი საზღვაო ქვეითი სადამ ჰუსეინის პორტრეტს აგდებს ამერიკელების მეირ დაკავებული ერაყული სკოლის ფანჯრიდან. 16 აპრილი, 2003 წ.
- გაეროს სამშვიდობო მისიის წარმომადგენლები ურუგვაიდან ეხმარებიან ორსულ ჰაიტელ ქალს, რომელმაც ჰაიტში მიწისძვრის შემდეგ საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ დარიგებული ბრინჯისათვის რიგში დგომის შედეგად გონება დაკარგა. 25 იანვარი, 2010 წ.
- ჯოზეფ დუო, ლიბერიელი საველე მეთაური, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას ემორჩილება, გახარებულია ამბოხებულების პოზიციების რეაქტიული ჭურვებით დაბომბვით. ლიბერია, 20 ივლისი, 2003 წ.
3. ტიმ ჰეტერიგტონი, მოკლული იქნა ლიბიაში, 2011 წელს.
ბრიტანელი ფოტოგრაფი, ტიმ ჰატერინგტონი დაიღუპა მისრათში 2011 წლის 20 აპრილს, ბომბდამშენის თავდასხმის დროს.
ესენი მისი საუკეთესო ნამუშევრებია:
- ბენღაზელი მამაკაცი უყურებს აჯანყებულებს, რომლებიც კადაფის ჯარების მიმართულებით რაკეტებს ისვრიან აღმოსავლეთ ლიბიაში.
- ლიბერიელი მებრძოლები კამერის წინ პოზიორობენ, 25 ივნისი, 2013 წელი.
- ჯარისკაცი დღის ბოლოს ისვენებს ბლოკპოსტზე, ავღანეთი, 2007 წ.
- ავღანელ გლეხს დაჭრილი ბავშვი გამოჰყავს სახლიდან, 2007 წ.
- ამერიკელი ჯარისკაცი გოლფის თამაშს სწავლობს ბაზაზე ავღანეთში, 2008 წ.
- ამერიკელ ჯარისკაცს, ლუკ ნავაროს სძინავს კორენგალის ხეობაში. ავღანეთი, ივნისი, 2008 წ.
4. მოლხემ ბარაკატი, მოკლული იქნა სირიაში, 2013 წელს.
სირიელი აქტივისტი და ფოტოგრაფი, მოლხემ ბარაკატი დაიღუპა 2013 წლის 20 დეკემბერს სირიელ ამბოხებულებსა და სახელისიფლებო შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკების გადაღებისას.
ესენი მისი საუკეთესო ნამუშევრებია:
- სირიელ ამბოხებულებს გააქვთ დაღუპულის გვამი სახელისუფლებო ძალები მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შემდეგ, 17 დეკემბერი, 2013 წ.
- ავიაიერიშის შედეგად დანგრეული ალ-შაარი, სირია, 17 დეკემბერი, 2013 წ.
- მუჰამედი, სირიის თავისუფალი არმიის 13 წლის მებრძოლი.
- სირიელი ამბოხებულები გარბიან, რათა თავი შეაფარინ სნაიპერის ტყვიებისგან. 21 სექტემბერი, 2013 წ.
- სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლი შხაპს იღებს ძველ ქალაქ ალეპოში. 1 სექტემბერი, 2013 წ.