x
image
natia.a
რატომ დახვრიტეს ქართველი ტანკისტები უნგრეთში
image














1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალაქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს, -- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...


ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს... მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას "ვილისით" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით. ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...


ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....




ეს მოკლე ისტორია ფეისბუქის გვერდზე ვნახე გავრცელებული. უბრალოდ, მინდოდა ინტერმედიაშიც გამეზიარებინა...

8
15654
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
15654
  
2023, 8 მაისი, 17:12
რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცი იყო ადიგენის რაიონის სოფელ არლიდან, სტეფანე ანტონის ძე ზაზაშვილი, რომელიც დაკრძალულია უნგრეთში
2017, 13 მარტი, 6:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 4 იანვარი, 15:26
თან სამხედრო ტრიბუნალის გარეშე ვერცერთი გენერალი ტანკის ეკიპაჟს ვერ დახვრეტდა. :)
2017, 4 იანვარი, 15:25
ფეიკია, ასეთი რამე არ მომხდარა. არცერთი წყარო რაც ამას დაადასტურებდა ბუნებაში არ არსებობს, რამდენიმე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა კიდეც– სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებაო...
2016, 1 მარტი, 19:36
სამწუხაროდ მამაცჩემი ცოცხალი აგარაა მას ეცოდინებოდა ეს ისტორია ის უნგრეთის ომში მონაწილეობდა ტანკისტი იყო და მისი ტანკიდან მხოლოდ ის დარცჩა ცოცხალი. მეტი არაფერი ვიცი რატომგაც არასოდეს ქონია სურვილი მოეყოლა იმ საშინელების შესახებ რაც იქ ხდებოდა
2014, 20 ნოემბერი, 11:19
განავრცეთ ეგ თემა. დავინტერესდი. (რა შინაარსითაა უნგრეთის ისტორიაში ეგ აღნიშნული. იციან თუ არა რომ ესენი ქართველები იყვნენ)
2013, 11 ნოემბერი, 2:11
რუსები ყველა დროში ღორულად ცხოვრობდნენ და ახლაც ასე აგრძელებენ-ღორულად,იშვიათი გამონაკლისის გარდა :(
2013, 9 ოქტომბერი, 22:32
არაადამიანები! მომეშალა ნერვები :(
0 1 8