x
image
მანჩო 777
"ამაზრზენია, რომ არსებობენ ჟურნალისტები ან მავანნი და მავანნი, რომლებიც სპეკულირებენ ბაბუაჩემის გარდაცვალების თემით"- სოფო შევარდნაძე
რამოდენიმე დღის წინ ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სოფო შევარდნაძე ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ანდერძს ასაჯაროებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი, კახა თარგამაძე და ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში ჰყავს მოხსენიებული. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია.


image


სოფო შევარდნაძე დუმილს არღვევს და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც დიდ აღშფოთებას გამოთქვამს ამ ამბების გამო და ჟურნალისტებს სიცრუესა და ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს.

გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელი სახით:



"„ალბათ უნდა ითქვას, რომ ერთი წლის წინ, ზუსტად ბაბუაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაიდო ეს ინტერვიუ წერილთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მე დავწერე: აღშფოთებული და გაოგნებული ვარ იმ ცრუ ინფორმაციით, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ საიტზე. მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ არც ერთი სიტყვა არ შეესაბამება სიმართლეს; უფრო მეტიც, არანაირი კონტაქტი არ მქონია ამ სააგენტოსთან საერთოდ. ამაზრზენია, როდესაც ჩემი ოჯახისთვის უმძიმეს დღეებში, არსებობენ ჟურნალისტები ან მავანნი და მავანნი, რომლებიც სპეკულირებენ ბაბუაჩემის გარდაცვალების თემით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა ედუარდ შევარდნაძის დამოკიდებულება ამ პიროვნების მიმართ; ადრეც და შემდგომაც ის განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავდა და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდა მის საქმიანობას. განსაკუთრებული მადლიერი იყო მისი იმ გადამწყვეტი წვლილისთვის, რაც მას სამების ტაძრის მშენებლობაში მიუძღვის. ვთხოვ ჩემს ყველა კოლეგა ჟურნალისტს და საიტების რედაქტორებს, ჩემი ოჯახისთვის ამ მძიმე და რთულ დროს, თავი შეიკავონ ცრუ და თვითნებური ინფორმაციის გავრცელებისგან. გთხოვთ, ის ამაზრზენი, ე.წ. ინტერვიუ, რომელიც გავრცელდა ინტენეტის მეშვეობით, მოხსნათ თქვენი საიტებიდან. წინასწარ გიხდით მადლობას ჟურნალისტური სოლიდარობისთვის". მე მაშინ მივმართე კოლეგებს, მოეხსნათ ეს ამაზრზენი მასალა საიტებიდან. ახლაც ასეთი თხოვნით მივმართავ. თუ გაგრძელდება ამ ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება, არ დავიზარებ და მივმართავ სამართლებრივ გზებს", - წერია განცხადებაში.

3
1131
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1131
  
2015, 14 ივლისი, 19:10
მე "მავნეს" ვეძახი.
2015, 14 ივლისი, 17:06
"თეთრ მელას" ტყუილად კი არ უწოდებდნენ
2015, 14 ივლისი, 12:24
სტალინის მერე საქართველოს არ ჰყოლია და იმედია არც ეყოლება შევარდნაძის მსგავსი მტერი.
გაიძვერა, მედროვე, მლიქვნელი და დაუნდობელი აფთრის ხასიათით დაჯილდოებული პოლიტიკოსი.
რა ც ბაბუაა ის შვილიშვილია, პუტინის "ფანი".
0 1 3