x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137981
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511733
15 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა
რატომღაც მიღებულია აზრი ომის შესახებ, რომ კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, ნაკლებად ერთგულები არიან, რომ არ საჭიროებენ პატრონის მოფერებას და საერთოდ, ადამიანი მათთვის, მხოლოდ მომსახურე პერსონალია, რომელიც ვალდებულია აჭამოს, აბანავოს და ტუალეტში ქვიშა გამოუცვალოს. სინამდვილეში, კატები ძალიან ხშირად ხდებიან ადამიანების ყველაზე ერთგული მეგობრები - შეეკითხეთ ნებისმიერ “ფისომოყვარულს", და ის აუცილებლად დაგიდასტურებთ ამ ფაქტს. წინა სტატიაში (იხ. 10 მიზეზი იმასა, თუ რატომ უნდა იყოლიოთ სახლში კატა) უკვე იყო დასახელებული 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა. ამ სტატიაში გაგაცნობთ კიდევ 15 მიზეზს, თუ რატომ უნდა აიყვანოთ კატა, თუ ჯერ კიდევ არ აგიყვანიათ.


1. კატებთან ურთიერთობა, კარგი თერაპიაა

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები პატრონებს რთულ სიტუაციებში ეხმარებიან,

თუნდაც ისეთ რთულში, როგორიც უახლოესი ადამიანის დაკარგვაა. კატები ადამიანს ეხმარებიან რთული პერიოდის უფრო სწრაფად გადალახვაში და ათავისუფლებენ მას ფიზიკური ტკივილის ზოგიერთი სიმპტომისგან. ხანდახან სასარგებლოა საკუთარი

განცდების ისეთი ვინმესთვის გაზიარება, რომელიც მშვიდად მოგისმენთ და არ


გაგკიცხავთ და დარდიც შეგიმსუბუქდებად.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


2. კატები ამცირებენ ინფარქტის რისკს

მინისოტას უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები, 10 წლის მანძილზე აწარმოებდნენ

დაკვირვებას გულით დაავადებულ ადამიანებზე. კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ

კატები ამცირებენ სტრესის დონეს, რაც თავის მხრივ, იწვევს ინფარქტის რისკის

40%-ით შემცირება.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


3. კატები იდეალური კომპანიონები არიან

არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ კატები, ისეთი კარგი კომპანიონები არ არიან, როგორც ძაღლები. შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სახლში კატის

არსებობის შემთხვევაში, ისეთივე განწყობა იქმნება, როგორიც წარმოიქმნება

რომანტიკული ურთიერთობის დროს: კატა ცდილობს კონტაქტის ინიცირებას,

ისინი მისდამი გამოჩენილ სითბოს და სიყვარულს იმახსოვრებენ და შემდგ

უკან უბრუნებენ პატრონს.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


4. კატა, შეიძლება გახდეს, ბავშვის საუკეთესო მეგობარი

ერთ-ერთ გამოკითხვაში ისეთი ბავშვები მონაწილეობდნენ, რომლებიც კატებთან

ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ. გამოკითხულთა 81% თქვა, რომ ურჩევნიათ

თავიაანთი განცდების შესახებ კატებს მოუყვნენ, ვიდრე მშობლებს ან მეგობრებს.

ხოლო 87% -მა კი განაცხადა, რომ კატა “მათი საუკეთესო მეგობარია".


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


5. ბავშვები, რომლებიც კატებთან ერთად ცხოვრობენ, ნაკლებად აცდენენ სკოლას

ბავშვები, რომლებსაც სახლში კატა ჰყავთ, ნაკლებად ავადდებიან სხვადასხვა სახის

ინფექციური დაავადებებით, რადგან მათი იმუნური სისტემა უფრო მაღალია, ვიდრე

იმ ბავშვების, ვისაც კატა არა ჰყავს.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


6. კატები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში

კანადელმა მეცნიერებმა, ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ კატები

ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში. მაგრამ, თუ კატა გყავთ, ეს იმას არ

ნიშნავს, რომ თავადაც არ უნდა იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


7. კატები დეპრესიის კარგი მკურნალები არიან

კატის პატრონებისადმი სიყვარულმა, მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ამ

ცხოველებს შეუძლიათ, ადამიანის უმძიმესი დეპრესიიდან გამოყვანა. იმის ცოდნა რომ

ვიღაცას უყვარხარ, თუნდაც ეს კატა იყოს, სირთულეებთან ბრძოლას უფრო ეფექტურს

ხდის.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


8. კატები ეხმარებიან აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს

კვლევამ რომელიც კვისლენდის უნივერსიტეტში (ავსტრალია) ტარდებოდა აჩვენა, რომ

აუტიზმით დაავადებულ ბავშვები, რომლებსაც აქვთ კატებთან კონტაქტი, უფრო

ხშირად იღიმებიან და ლაპარაკობენ, ვიდრე ისინი, ვისაც ასეთი კონტაქტი არა აქვთ.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


9. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, კატას უნდა მოეფეროთ

როდესაც ადამიანი კატას ეფერება, მის ორგანიზმში ოქსიტოცინის ჰორმონის დონე მატულობს. ეს არის ჰორმონი, რომელიც შეხებით აქტივირდება და ადამიანებში ნდობის, ერთგულების, დიდსულოვნების, სინაზის და ბედნიერების შეგრძნებას აჩენს.



15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


10. კატის კრუტუნს სამკურნალო ეფექტი აქვს

კატები 20-დან 140 ჰერცის სიხშირის დიაპაზონში კრუტუნებენ, რაც დადებითად მოქმედებს ზოგიერთი დაავადების მკურნალობის დროს. კრუტუნი ამცირებს ორგანიზმში დაძაბულობას, ხელს უწყობს მოტეხილობის და ოპერაციის შემდგომ შეხორცების პროცესს და არეგულირებს არტერიულ წნევას.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


11. კატები ამცირებენ სტრესს

მისურის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კატა მნიშვნელოვნად

ამცირებს სტრესს. ექსპერიმენტში 240 ოჯახი მონაწილეობდა, ისინი ისეთ დავალებებს

იღებდნენ, რომლებიც მათ სტრესულ სიტუაციებში აგდებდთ. ის ოჯახები, რომლებიც

ექსპერიმენტში საკუთარი კატებით მონაწილეობდნენ, უფრო კარგად უმკლავდებოდნენ

დაძაბულ სიტუაციებს, ვიდრე ისინი, ვისაც კატა არა ჰყავდათ.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


12. კატები ამაღლებენ მამაკაცების მიმზიდველობას

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტოხელა მამაკაცების 90% ბევრად უფრო

მიმზიდველად გამოიყურებიან, ვიდრე ისინი, ვისაც კატები არ უყვართ.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


13. კატები ხელს უშლიან ასთმისა და ალერგიის განვითარებას ბავშვებში

ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან კატებთან ერთად იზრდებიან, იმუნიტეტი

გამოუმუშავდებათ ასთმის წინააღმდეგ. ეს პროცესი უკავშირდება ორგანიზმში ისეთი

ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში ასთნის განვითარებას,

არანაირ შანსს არ უტოვებენ.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


14. კატების მფლობელები უფრო ემპათიურები არიან

(ემპათია – ადამიანის უნარი უთანაგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა)

ბავშვები, რომლებიც კატებთან ერთად იზრდებიან, უფრო მგრძნობიარეები არიან.

მათ ყოველთვის აინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ სხვები მათ ქმედებაბზე, რაც

უადვილებთ სხვა ადამიანებთან კონტაქტში შესვლას და ურთიერთობას.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა


15. კატები ეხმარებიან ალცჰეიმერით დაავადებულ ადამიანებს

თუ ასეთი დაავადების მქონე ადამიანთან კატა ცხოვრობს, ისინი უფრო ნაკლებად ნერვიულები არიან. კატები ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის შესაფერის შინაურ

ცხოველად ითვლებიან კიდევ იმიტომ, რომ მათ ნაკლები მოვლა უნდათ, ვიდრე სხვა ცხოველებს.


15 მიზეზი იმისა,  თუ რატომ უნდა გყავდეთ სახლში კატა

7
2991
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2991
  
2015, 14 ივლისი, 16:38
მადლობა შეფასებისთვის. კატები კი ძალიან საყვარელი და ჭკვიანი არსებები არიან.
2015, 14 ივლისი, 16:14
ცუდია რომ კატები არ მიყვარს, თორემ ამ სტატიის შემდეგ აუცილებლად ვიყოლიებდი :) კარგი სტატია იყო !!
2015, 14 ივლისი, 11:36
საინტერესო სტატიაა
ძალიან მიყვარს ფისუნიები, ჩემმა კატამ "ივაჟკაცა" და "ცოლიც" მოიყვანა სახლში. :))
2015, 14 ივლისი, 10:48
მადლობა, :) აუცილებლად გადავცემ :)
2015, 14 ივლისი, 10:43
)))))))) კარგია,,მოკითხვა შენს ფისოს ჩემგან
2015, 14 ივლისი, 10:41
ჩემი ოჯახის წევრებისც წინააღმდეგები იყვნენ. მაგრამ, ერთხელ ეზოში ავადმყოფი კნუტი ვიპოვე და სახლში მივიყვანე. პირობა დავდე, რომ გამოვაჯანმრთელებდი და ვინმეს მივცემდი. ორი კვირის შემდეგ, ფისო უკვე კარგად იყო და ამ ხნის მანძილზე, ისე შეაყვარა თავი ყველას, რომ მგონია, ახლა ჩემზე მეტად, ოჯახის დანარჩენ წევრებს უყვართ.
2015, 14 ივლისი, 10:14
როგორ მიყვარს კატები..ყველაგან სადაც ვნახავ ყოველთვის ვეფერები..ოჯახის წევრები ვერაფრით დავითანმხე რომ სახლში მყავდეს
0 1 7