x
image
მოზამბიკელი
ცოცვით თბილისისკენ
image
















მას შემდეგ რაც, რუსეთმა ღია აგრესიით ტერიტორიების ოცი პროცენტი წაგვართვა,

ტაქტიკა შეცვალა და უკვე არა აგრესიით არამედ, ცოცვა-ხოხვით გვართმევს დარჩენილ
მიწის ნაგლეჯებს...
ხმის გამცემი არავინაა და ამათიც რა მიდის.


რუსი მოცოცავს, ჩვენ კი ამ დროს ფეხბურთის ბილეთებზე და სხვა პრიმიტიულ თემებზე ვდარდობთ.
გარკვეული ჯგუფები, მშვიდობიანი პროტესტით ცდილობენ მცოცავ ოკუპაციას დაუპირსირდნენ, სულ უქმად ჯდომას და აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების იმედზე
ყოფნას ჯობია...
მილსადენის მავთულხლართის იქით მოყოლაშიც ვერას ხედავენ საგანგაშოს ჩვენი

მთავრობის წევრები, კალაძე გვამშვიდებს, რომ თუ მილსადენს პრობლემა შეექმნება ალტერნატიულ პროექტს განახორცილებენ. კი მაგრამ როდემდე? სადღაც ხომ გამოგელევათ ეგ ალტერნატივები?
სანამ მართლა თბილისამდე არ ჩაიტანენ საზღვარს, მანამდე არ შეიბერტყავენ ყურს.
მერე კი დაფაცურდებიან, მაგრამ რაღა დროს?
ხანდახან მგონია, რომ მთავრობაც და საზოგადოების რაღაც ნაწილი, მოჯადოვებულ

წრეში არიან და წრის გარეთ რა ხდება ვერ ხედავენ.
საუბედუროდ არც არავინ გამოჩდა აქამდე, ისეთი ვინც ამ წრეს გაარღვევს და გემრიელ

სილას გააწნავს შიგნით მყოფებს, გამოსაფხიზლებლად!

რუსეთმა ასე თუ იცოცა, რამდენიმე წელიწადში(ჩემი გამოთვლით) საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ იარსებებს!


image













2
138
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
138
  
2015, 14 ივლისი, 19:30
რუსებს პუტინი ისე უყვართ, სულში იძვრენენ, მაგათგან იმის იმედი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს, რომ განუდგნენ მის იდეოლოგიას და სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის პატივისცემა ისწავლონ...
2015, 14 ივლისი, 12:33
მეთვრამეტე საუკუნის ჩრდილოეთ კავკასიის მცოცავი ანექსიის ანალოგიაა, პუტინი აგრძელებს ალექსანდრე პირველისა და ნიკოლოზ პირველის ველურ სისულელეს.
მაშინ რუსეთისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რამდენი ჯარისკაცი დაეღუპებოდა ბრძოლაში, ან რამდენი ადამიანი მოკვდებოდა მოწინაღმდეგე მხარეს,მთავარი, მთავარი იყო თუნდაც ერთი ნაბიჯით წაეწიათ წინ, დაეპყროთ თავისუფალი ხალხების მიწები. დღევანდელი გარემეობა,კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ, რუსეთი შუა საუკუნეების აზროვნების დონეზეა გაჩერებული, ეს არის რუსეთის, რუსული აზროვნეის კრახი, ამიტომ ვიმეორებ: "კართაგენი უნდა დაინგრეს"! ან დიდი რუსი ხალხი კისერს მოუგრეხს პუტინისნაირებს, ან
პუტინები და რასპუტინები დაღუპავენ მსოფლიოს თუ არა, რუსეთს მაინც.
0 1 2