x
image
მანჩო 777
"მ. ჟვანიას სასაკლაოს უფროსი დავით ციბაძე !"- მაკა კუთხაშვილი
ქართულ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი და გამოხმაურება გამოიწვია ფეისბუკის ერთ-ერთი მომხმარებლის მაკა კუთხაშვილის მიერ გამოქვეყნებულმა საჯარო სტატუსმა, სადაც ის მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგს დავით ციბაძეს უსულგულობასა და პაციენტების მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაში ამხელს და მას საშინელ ბრალდებას უყენებს. უცვლელად გთავაზობთ კუთხაშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს:


image


"გაიცანით დათო ციბაძე !

არაადამიანი!
არაკაცი !
დღეს შემთხვევით ვნახე მისი ფოტო მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს გვერდზე.
მე, ის ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გავიცანი.რეანიმაციული განყოფილების უფროსად მუშაობდა.
იმ მოტივით, რომ ყოველდღიური სარჩო არ მოკლებოდა უკვე გამოჯანმრთელებულ ბავშვს აღარ მატანდა სახლში! კომაშიაო ამბობოდა!იმავე საავადმყოფოს აფთიაქში ყიდიდა ჩემს მიერ მიტანილ ძვირადღირებულ წამლებს და თქვენ წარმოიდგინეთ პამპერსებსაც კი ! მაშინ, როცა შვილი გამოვიტაცე პირველი ხარისხის დამწვრობა ქონდა მიყენებული, მხოლოდ იმიტომ, რომ დათო ექიმმა გაუყიდა პამპერსები!
მე ავხადე ფარდა მის უმსგავსობას !
დატოვა კიდეც სამსახური, მაგრამ თურმე ისევ ბუინობს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში!
ეს ის ექიმია, რომელმაც მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ფინანსური მახინაციები სააშკარაოზე გამოვიტანე და დავამტკიცე, რომ სრულიად ჯანმრთელ ბავშვს მხოლოდ ფინანსური მოგების გამო არ რთავდა აპარატიდან, შვილის გამოყვანისას ფანჯრიდან მომაძახა, ერთწელიწადში ვნახავ თუ შავებს არ ჩაიცმევო!
კაცი არაკაცი !
არაადამიანი !
მ.ჟვანიას სასაკლაოს უფროსი დავით ციბაძე !"



p.s. საინტერესოა, როგორ უპასუხებს ადრესატი მის მიმართ წაყენებულ ამ სასტიკ ბრალდებას.

2
563
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
563
  
2015, 24 ივლისი, 1:31
ჩემი დათო ნათლია

სოციალურ ქსელში ატეხილმა ხმაურმა ,,ექიმ ციბაძესთან“ დაკავშირებით, მთელი ოჯახი აგვაფორიაქა, ვნერვიუობდით, არ გვინდოდა ლაშას გაეგო, ძალიან ეტკინებოდა გული.მაინც გაიგონა ჩვენი საუბარი.,,ჩემი დათო ნათლია? ეგ ჩემი დათო არაა’’- თქვა და გავიდა.
მართალი თქვა, ჩვენი დათო ექიმი თბილი, ყურადღებიანი, თავდაუზოგავი, მოკრძალებული,ნიჭიერი, მშვიდი, იუმორით..უბრალოდ, კარგი ადამიანია.

დაბადებიდან მეხუთე დღეს ჩემი შვილი სამშობიაროდან იაშვილის კლინიკაში მოხვდა. სასწრაფო დახმარების მანქანას გადავყავდით,ხელში მეჭირა პატარა ურეაქციო, გატანჯული არსება. დიაგნოზი: მძიმე სამშობიარო ტრავმა, ქალას ძვლები შეცურებული,რეფლექსები დათრგუნული, სისხლჩაქცევები, მენინგიტი, ჰიდროცეფალია, სეფსისი...ორმხრივი პლევმონია, ორმხრივი პარეზი.. და რა ვიცი კიდევ..მიმძიმს დეტალებზე ლაპარაკი.
ოთხი თვე ,,ვცხოვრობდით’’ იაშვილის კლინიკაში. ერთი თვე რეანიმაციაში იყო, მერე დავითაიას განყოფილებაში. ახლა ლაშა 24 წლის,დიდი და კარგი კაცია. მე კი, ამდენი ხნის შემდეგ,მაშინ ჩვენ გადამრჩენ ექიმებს,ჩვენს ლია ექიმს,ია ექიმს, ჩვენს დათო ექიმს, დათო ციბაძეს კიდევ ერთხელ (და კიდევ მრავალგზის) ვუხდი მადლობას!!! მათთან ერთად სხვებსაც, არ ჩამოვთვლი. დღემდე, ვმეგობრობთ მათთან და რჩევას ვეკითხებით კრიტიკულ სიტუაციაში.
რეანიმაციაში ლაშა ჟანგბადის კარავში იწვა, მის მდგომარეობაზე ძალიან მძიმეაო გვეუბნებოდნენ, გადარჩენას არ გვპირდებოდნენ. მე და მამა რეანიმაციის კარს ვერ ვშორდებოდით. ყოველ წუთს ცუდ აბავს ველოდით. რა დამავიწყებს, ლაშამ პირველად რომ მოიხედა. დათო ექიმი იყო მორიგე იმ ღამით,მამას ბავშვი აჩვენა, ..პატარა იმედი გაჩნდა.
ჩვენმა მეგობარმა,კლინიკაში მამა ზურაბი მოიყვანა და 1 თვის ლაშა მონათლეს მანანამ და დათო ექიმმა. ნათლობის მადლით დაიწყო მოკეთება.
ექვსი თვისა სახლიდან ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლა მეორეში. აქედან მოსკოვში გაგვწერეს-9თვის,სარისკო იყო გადაფრენა. პასუხისმგებლობა დათო ნათლიამ აიღო, როგორც ოჯახის ახლობელმა ექიმ
2015, 13 ივლისი, 21:55
როდის მოხდება ასეთი სიტუაციების რეგულირება ჩვენს ქვეყანაში რა. როგორ შეიძლება ასეთი რამ გამოუძიებელი დარჩეს, ტუ ექიმი მართლა დამნაშავეა მაშინ მისი სამსახურში დატოვება ხო კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, ხოლო თუ პაციენტის მშობელი იტყუება მაშინ ცილისწამებისთვის უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ. ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ, სამწუხაროდ მეც გამომიცდია საკუთარ თავზე ექიმების გულგრილობა. ამას ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში რამდენიმე ექიმი მყავს. მაგრამ ბევრი პაციენტიც ვიცი, რომლებიც უბრალოდ ცილს სწამებენ ექიმებს. რეგულირება უნდა ამ ყველაფერს.
0 1 2