x
image
მანჩო 777
აი, რას ნიშნავს სიცოცხლის სიყვარული - სპენსერ ვესტის შოკისმომგვრელი ისტორია
სპენსერ ვესტი ტორონტოში (კანადა) დაიბადა 31 წლის წინ. მას დაბადებისთანავე უმძიმესი გენეტიკული დაავადება აღმოაჩნდა, რომელიც ხერხემლის ატროფიას იწვევს.


image


სამი წლის იყო სპენსერი, როცა ორივე ფეხი დაკარგა.


image
ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები იძულებული გახდნენ მისთვის მუხლს ქვემოთ გაეკეთებინათ ფეხების ამპუტაცია.



image


სამწუხაროდ, დაავადება პროგრესირებადი აღმოჩნდა და ხუთი წლის ასაკში სპენსერს კიდევ ერთი უმძიმესი ოპერაციის გადატანა მოუხდა: ამჯერადაც მას ორივე ფეხი მოკვეთეს, ოღონდ უკვე ბარძაყის ზემოთ.


image


ექიმებმა ბავშვის მშობლებს გამოუცხადეს, რომ მათი შვილი ვერასოდეს შეძლებდა სრულფასოვანი ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ თავად სპენსერი სულ სხვაგვარად ფიქრობდა.


imageimage
სიცოცხლის წყურვილი და მტკიცე ხასიათი, მიზნისაკენ სწრაფვა დაეხმარა მას არათუ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით ეცხოვრა, არამედ მან შეძლო ის, რისი გაკეთებაც ბევრი სხვა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანისთვისაც კი იოლი არაა: 31 წლის ასაკში ვესტმა შეძლო კილიმანჯაროს მთაზე ასვლა. მეგობრები მას დაეხმარნენ ამ ოცნების განხორციელებაში. მათ მთაზე ასვლას ექვსი დღე მოანდომეს, გზის 80% სპენსერმა ხელებზე ფორთხვით გაიარა და ის უსაზღვროდ ბედნიერი იყო, რომ დიდი ხნის ოცნება შეისრულა.


imageimage
დააკვირდით სპენსერის სურათებს: ვერსად ვერ ნახავთ მას მოწყენილსა და ნაღვლიანს, მის სახეზე მუდამ ღიმილია აღბეჭდილი, ხოლო თვალებში გასაოცარ ძალასა და სიცოცხლის წყურვილს ამოიკითხავთ.


image


სპენსერის ყოველი დღე დატვირთულია, მას უამრავი მეგობარი ჰყავს და ის საოცრად ბედნიერია. ამ ფოტოების ხილვისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს უნარშეზღუდული ადამიანი ბევრ სრულყოფილ ადამიანზე მეტადაა ბედნიერი.


image


ბედისწერამ სპენსერი ოდესღაც კედელთან მიაყენა, მაგრამ მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ნებისყოფის ძალას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სიცოცხლის წყურვილს სასწაულების მოხდენა შეუძლია.


image

0
359
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0