x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გმირი 12 წლის ბიჭუნა,რომელმაც უცნობი ადამიანის მკვლელობას სიკვდილი არჩია
imageკრიმინალურმა დაჯგუფებამ 12 წლის ბიჭუნა ხიდიდან გადააგდეს მას შემდეგ რაც მან უარი განაცხადა მოეკლა უცნობი ადამიანი.



12 წლის ბიჭუნა 135 მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადააგდეს კრიმინალური დაჯგუფების წევრებმა ქალაქ გვატემალაში(გვატემალა)მას შემდეგ, რაც ბიჭუნამ უარი განაცხადა მოეკლა უცნობი.


ბიჭუნა სახელად ანხელ არიელ ესკალენტე პერეზი(Angel Ariel Escalante Perez) სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც დამნაშავეთა ჯგუფმა შეაჩერა, მათ ბიჭუნას პისტოლეტი მისცეს და უბრძანეს წაყოლოდა მათ და ესროლა ავტობუსის მძღოლისთვის, უარის შემთხვევაში უნდა აერჩია ორი ვარიანტი:პირველი-მას აჩეხავდენ და მეორე:135 მეტრის სიმაღლის ხიდიდან გადააგდებდნენ.


ბიჭის მამაც ავტობუსის მძღოლი იყო, მან უარი განაცხადა მკვლელობაზე და აირჩია მეორე ვარიანტი, -ხიდიდან გადაგდება.


imageბიჭუნა ფოთლების გროვაზე დაეცა და რაღაც სასწაულად გადარჩა, თუმცა სამწუხაროდ მამამ მეგობრებთან ერთად იგი მხოლოდ 72 საათის შემდეგ იპოვა და ამის გამო მისი გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.


15 დღე იბრძოდნენ ექიმები ანხელის გადასარჩენად, თუმცა გმირი-ბიჭუნა გარდაიცვალა.


სახანძროს წარმოადგენლის ხავიერ სოტოს განცხადებით, დამნაშავეთა ჯგუფი 6 კაცისგან შედგებოდა, რომლებმაც ბიჭუნა ხიდიდან გადააგდეს მას შემდეგ, როდესაც ბიჭუნამ უარი განაცხადა მოეკლა ავტობუსის მძღოლი.

image
"მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ ხშირია ადგილობრივ დამნაშავეებში-განცხადა ადამიანთა უფლებების დამცველმა ედგარ გუერამ-გამოიყენონ არასრუწლოვანები მკვლელობისთვის იმის გულისთვის, რომ დაკავების შემთხვევაში თვითონ "სუფთად" გამოძვრნენ, მეტიც ადგილობრივი ნარკომოვაჭრენი და იარაღის კონტრაბანდისტები მოზარდებს კრიმინალურ დაჯგუფებაში ითრევენ და "შავ სამუშაოს" აკეთებინებენ."

image

3
2720
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2720
  
2015, 13 ივლისი, 14:06
2 ტიმოტეს:3:1-5დე წაიკითხეთ
2015, 13 ივლისი, 11:30
კარგი მშობლების კარგი შვილი
2015, 13 ივლისი, 11:20
ღმერთო ჩემო...სულ შეიშალა სამყარო :(
0 1 3