x
image
მანჩო 777
სიონის საკათედრო ტაძრიდან ქალი მარაოს დანიავების გამო გამოაგდეს
გუშინ, 12 ივლისს მთელი მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავდა პეტრე-პავლობის დღესასწაულს. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღისადმი მიძღვნილი წირვა - ლოცვა აღევლინა. სამწუხაროა, რომ ამ წმინდა დღეს უსიამოვნო ფაქტის გარეშე არ ჩაუვლია: სიონის საკათედრო ტაძარში წირვის დროს ქალბატონი მარაოს დანიავების გამო გამოაგდეს გარეთ. ამ ქალბატონის შვილმა არჩილ ზამბახიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი და არცთუ სასაიამოვნო მიმართვა გააკეთა იმ სასულიერო პირების მიმართ, ვინც დედამისი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო.


image


კერძოდ, არჩილ ზამბახიძე მიმართავს გიორგი ზვიადაძეს და მრევლის მიმართ უხეშ და ცინიკურ დამოკიდებულებაში ადაანაშაულებს:


"შე არაერუდირებელო, უწიგნურო, არაეთიკურო კაბიანო უზრდელო! შენ კაბა როგორ გაცვია და შენ როგორ უქადაგებ სხვას ღვთისნიერებას!
გუშინ დედაჩემი ლოცვას ესწრებოდა სიონის საკათედრო ტაძარში. კარებთან მდგარი დედაჩემი მარაოს ინიავებდა და ამ უზრდელის ქადაგებას უსმენდა, რომელმაც შუა ქადაგებაში, მიკროფონში, მთელი ეკლესიისა და ეზოს გასაგონად, დედაჩემს დაუწყო ჩხუბი, რომ მარაოს დანიავება ეკლესიაში არ შეიძლებაო !!!!!!!!!!!!!!მან და დედაჩემის გვერდით მდგომმა ვიღაც კაბიანმა, ერთხმად, თითქმის გალანძღეს დედაჩემი, იმის გამო, რომ ეკლესიაში მარაოს ინიავებდა.



-"როგორ არ იცით, რომ ეკლესიაში ღვითის გულისთვის ყველაფერი უნდა აიტანო, მათ შორის სიცხეც და ოფლიანობაც-ო?" და ეკლესიიდან გამოაგდეს !!!!!!!!!!!
თქვე კაბიანო იდოტებო! უწიგნურებო და უზრდელებო ! თქვენ სხვას როგორ უნდა ასწავლოთ სწორი ცხოვრება, როცა თქვენ თვითონვე ტვინი გაქვთ გამოტენილი ათასი უაზრო დ არაამქვეყნიური ფიქრებით!


მარაოს დანიავება ცოდვააო ხალხო, ცოოდ-ვა და ეკლესიიდან აგდებს ამის გამო ადამიანს, ეს მართლა კაბას ამოფარებული პირველკლასელი! მინდა ყველამ გაავრცელო ეს ინფორმაცია, რომ ამ ვიღაცის ან რაღაცის ყურამდე მივიდეს!!! ვაიმე!! აი შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გაგიმართლა, რომიმ მომენტში მე იქ არ ვიყავი, თორე გშენი ხელით გაგახდევინებდი მაგ კაბას და დაგატოვებინებდი მაგ "თანამდებობას".


მოგვიანებით, არჩილ ზამბახიძის დედამ თავად აღწერა შემთხვევა:
"როგორ ვინერვიულე, როგორ…. ღამე ვერ დავიძინე, 29 წელია ტაძარში დავდივარ, ასე დამცირებული, ასე შეურაცხყოფილი არ გამოვსულვარ ტაძრიდან. უამრავი ხალხი ტაძარში თუ ეზოში, ყველა მე მიყურებდა…. მიკროფონით მთელ გარემოს ესმოდა ჩემი გაკიცხვა. იმისთვის არ ვინიავებდი, რომ მსიამოვნებდა სიგრილე, ცუდად ვარ და სული მეხუთება სიცხეში, მარაოს გარეშე ვერ ვძლებ. მე რომ პირველად ვყოფილიყავი მისული ტაძარში, ხომ ფეხს აღარ დავადგამდი ამის მერე იქ…. იმ მეორე ახალგაზრდა მამაომ იმ ხალხს შემადარა, ვინც იესომ ჩხუბით გამოყარა ტაძრიდან, იმიტომ რომ ვაჭრობდნენ ეკლესიაში. შენც მათი მსგავსი ხარო! ცუდად მყოფები, ნაოპერაციებები და ფეხმოტეხილები გარეთ დაჯექით, თუ ტაძარში ვერ ძლებთო. მე მათ სახლში არ მივსულვარ, რომ მაგდებენ, მე ღვთის სახლში მივედი. მათთან არ მივსულვარ, უფალთან მივედი. მესროლონ პირველი ქვა, თუ მარაოს დანიავებაზე უარესი ცოდვა არ ჩაუდენიათ. ღმერთი სიყვარულიაო, ამბიონიდან გვიკიჟინებენ! მაშინ საიდან ასეთი აგრესია იგივე ამბიონიდან.
აშკარად პრობლემებია ეკლესიაში. ეს კაცი ლექციებს კითხულობს სემინარიაში და აკადემიაში. მისი გაზრდილი მღვდლებიც რომ ასევე მოიქცევიან, ამაზე ვნერვიულობ, ისინიც ასევე უხეშად და აგრესიით აიძულებენ ადამიანებს, რომ დატოვონ ტაძარი. ესაა დიდი პრობლემა. თაობები იზრდებიან სემინარია-აკადემიაში, რა ეშველება იმ ხალხს, ვინც პირველ ნაბიჯებს გადადგამს ტაძარში მისასვლელად და ასეთი მღვდლები დახვდებიან? ხომ დაბრკოლდებიან? ამაზე უნდა იფიქრონ მამებმა. მადლობა ღმერთს, დიდი ხანია დავდივარ ეკლესიაში, მონასტრებშიც მიცხოვრია და იმდენი მესმის, რომ ზვიადაძის გამო ეკლესიაში სიარულს თავი არ, უნდა დავანებო, პირველად რომ ვყოფილყავი მისული? კიდევ მადლობა უფალს იმისთის, რომ ნორმალური და საღად მოაზროვნე მოძღვარი მყავს, რომელიც უზომოდ მიყვარს. მიყვარს ჩემი უფალი და მიყვარს ტაძარი, სიონშიც ისევ მივალ ბევრჯერ, მაგრამ არასდროს არ დამავიწყდება როგორ მატკინეს გული არაფრის გულისთვის. “ვაი მწყემსებს, რომლებიც ღუპავენ და ფანტავენ ჩემი სამწყსოს ცხვარს” – ამბობს უფალი”, — განაცხადა ქალბატონმა.


4
1439
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1439
  
2015, 13 ივლისი, 20:19
და ბოლო მოდელის ჯიპებით იარეთო
2015, 13 ივლისი, 20:13
ღმერთმა ის დაუბარა ანანურში მე-17 საუკუნის რკინის კარში კარმის საკვამურებისთვის ნახვრეტები ამოჭერითო.
არ გაცივსდეთ თავს მიხედეთო
2015, 13 ივლისი, 11:16
და მერე უკვირთ, რატომ არ ენდობა ხალხი ეკლესიას:(
2015, 13 ივლისი, 8:38
ეღთი რიტორიკული კითხვა დამებადა//უფალმა ნება დართო მღვდელს მიკროფონი გეჭიროსო დ აისე ილაპარაკეო..ნეტე მიროფონით ლაპარაკი და ღრიალი არაა ცოდვა? ..ვაი ამათ პატრონს
0 1 4