x
image
Lerato
თეატრია ეს ცხოვრება
image


არ ილევა ფიქრი თავში

ისე, როგორც წვეთი ზღვაში.

დღე დაწერენ ისტორიას,


ღამე კიდევ – მელოდიას.

განუდგება მთვარე აისს,

დაიყენებს დილა მაისს.

ბნელი სცენა განათდება,

სიტყვას ფრთები შეესხმება:

ცხოვრებაში საოცრება

მხოლოდ ერთხელ იბადება,

გულში ლანდად დამკვიდრდება

ოცნებათა უკვდავება.

ლოდინი და მდუმარება

სიკვდილამდე თან გაგყვება,

თვალნი ცქერით დაგეღლება,

ცრემლი მკერდზე დაგეღვრება.

ქვეყანა რომ დაბნელდება,

ცაში ასვლა მოგინდება;

ვარსკვლავთ დასი გამოგყვება –

მეჯლისობა გეზმანება.

სიხარული, მწუხარება

თანამგზავრად გეყოლება,

სიყვარულში აღტაცება

უნებურად გაელვდება.

მთვარე ღამე დაბრუნდება,

მნათობთ შორის გაბრწყინდება.

(აღარ მოვა საოცრება

გულზე გაწევს ცხრა ოცნება).

წარსულ დღეთა გახსენება

სიბერის დროს დაგჭირდება;

ვის რომელი როლი ხვდება –

თეატრია ეს ცხოვრება.

0
41
4-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0