x
image
Lerato
ცხოვრება ბრძოლაა...
image


რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები,

რომ ეს ქვეყანა ბრძოლის ველია.

ქვეითად იბრძვი, თუ ხარ მხედარი –


ის მაინც შენი მოსაგებია!

მტერი ხილული თუ უხილავი

გიტევს ყოველმხრივ, იმედიც არ ჩანს.

ჩაგისაფრდება ბნელ ხეობაში,

მარსიც ზურგს გაქცევს, ატეხავ განგაშს.

ამ დროს შეიცნობ ნამდვილ მეგობარს,

ყალბი – მღვიმეში დაიმალება.

ყველა პირმოთნეს ჩამოხსნი ნიღაბს,

როცა ავდარი დაამსხვრევს ღვთის სახლს.

თუ ამ ეპოქას ფეხს ვერ აუწყობ,

ღრუბლებში იფრენ ფრთოსანი რაშით –

დატრიალდება ბედის ბორბალი,

გაგაცილებენ იმ ქვეყნად მარშით.

წარმატებისკენ სწრაფვით დაღლილი,

თუ შეჩერდები, ან დაყრი ფარ-ხმალს –

ოთხი სტიქია გაგანადგურებს,

შორს გაუყვები უდაბურ ტრამვალს.

ჭრილობებისგან დასუსტებული

დაესვენები სიზმრის მდელოზე.

დილით ავრორა გამოგაღვიძებს,

გეამბორება ის, ალიონზე.

ზეცა თვალებში ჩაგისახლდება,

მზე გაგინათებს გულს დამძიმებულს.

გზას გააგრძელებ იმედიანად

და დაასრულებ ბრძოლას დაწყებულს.

0
138
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0