x
image
მანჩო 777
თექვსმეტი ყველაზე უცნაური ქალი მსოფლიოში
საზოგადოდ, ქალი მშვენიერი და სუსტი არსებაა, მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი უნიკალურობითა და უცნაური შესაძლებლობებით. ამ პოსტში სწორედ აქეთ გამორჩეულ ქალებზე გვექნება საუბარი. მათგან ზოგიერთს თანდაყოლილი ნაკლი აქვს და ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს მათგან, მეორენი თავად იმახინჯებენ თავს იმ მიზნით, რომ ცნობილ ადამიანებს ან თოჯინებს დაემსგავსონ. ყოველ შემთხვევაში, ეს ქალები ხარობენ სიცოცხლის ყოველი დღით და სრულიად არ არიან უკმაყოფილო თავიანთი გარეგნობით.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა 16 ყველაზე უცნაური ქალი მსოფლიოში, რომელთა არსებობაზე, შესაძლებელია, თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ.




1. ებიგეილ და ბრიტანი ჰენსელები



image

ებიგაილი და ბრიტანი სიამის ტყუპები არიან: მათ აქვთ ერთი ტანი, ორი ფეხი, ორი ხელი და ორი თავი. გოგონებმა ბავშვობიდანვე ისწავლეს თავიანთი სხეულის კოორდინირება. მათ ხომ ორი გული, ორი კუჭი, ერთი ღვიძლი და ერთი რეპროდუქციული სისტემა აქვთ.

ამჟამად გოგონებს დამოუკიდებლად დაჰყავთ მანქანა, ატარებენ დროს მეგობრებთან ერთად, თამაშობენ ხელბურთს, უყვართ შოპინგი - ერთი სიტყვით, გოგონები სრულფასოვან ცხოვრებას ეწევიან.


image


რა თქმა უნდა, ერთობლივი ცხოვრება ებიგაილს და ბრიტანის დიდ პრობლემებს უქმნის. მათ არ უყვართ პირად ცხოვრებაზე საუბარი და თავს არიდებენ უხერხულ კითხვებს, მაგრამ გოგონები არ ნებდებიან და შესანიშნავ მაგალითს აძლევენ მათ, ვისაც ზუსტად ასეთივე პრობლემა აწუხებს.



2. მაირა ჰილზი


image

მაირა ცნობილია იმით, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური მკერდი აქვს. ის ამაყობს იმით, რომ მისი მკერდი 15 კილოგრამს იწონის. რა თქმა უნდა, უზარმაზარი მკერდი გოგონას დისკომფოტს უქმნის, დისპროპორცია ხომ სახეზეა: მკერდის გარშემოწერილობა 150 სმ-ია, წელისა-71, ხოლო თეძოების - 92.


image


მაირა სპეციალურად მისთვის შეკერილ ბიუსტჰალტერს ატარებს, რომელიც...32 ზომაა.



3. ენი ჰოკინს-ტერნერი


image

ენი ჰოკინსი ცნობილია იმით, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ნატურალური მკერდის მფლობელია. უზარმაზარი მკერდი ქალს იშვიათი დაავადების-გიგანტომასტიის შედეგად განუვითარდა. მისი მკერდის წონა 50, 8 კილოგრამია, ხოლო გარშემოწერილობა -178 სმ.


image


საინტერესოა ის ფაქტი, რომ ენი მუშაობს სამოდელო ბიზნესში ფსევდონიმით ნორა შტიცი.



4. სუზანა მუშატ ჯონსი


image
სუზანა ითვლება ყველაზე ხანდაზმულ ქალად მსოფლიოში. ის დაიბადა 1899 წლის 6 ივლისს და ამჟამად 116 წლისაა. ის თვლის, რომ მისი დღეგრძელობის საიდუმლო ცხოვრების ჯანსაღ წესშია და იმაში, რომ სუზანი არასოდეს არ ეწეოდა და არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელებს.


image


ამჟამად პლანეტის ყველაზე ხანდაზმული ქალბატონი ინვალიდის ეტლით გადაადგილდება და თავს მხნედ გრძნობს.



5. ჯულია გნუსი


image

ჯულია გნუსი წარმოადგენს ყველაზე ტატუირებულ ქალს მსოფლიოში. მიზეზი, თუ რატომ აიჭრელა ქალმა საკუთარი სხეული ასე, - შემდეგში მდგომარეობს: ჯულიას აქვს კანის იშვიათი დაავადება, რომლის დროსაც მზის მოხვედრა კანზე იწვევს საშინელ დამწვრობას და ტოვებს ნაიარევს.


image


რადგან ჯულიას არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ პლასტიკური ქირურგისთვის მიემართა, მან მიიღო გადაწყვეტილება გაეკეთებინა უამრავი ტატუ, რათა შეენიღბა მზის დამწვრობით გამოწვეული ნაიარევები.



6. პადაუნგის ტომის ქალები


image

ტაილანდში მცხოვრები პადაუნგის ტომის ქალები შეგუებული არიან იმ ფაქტს, რომ ბავშვობიდანვე ატარებენ სპილენძის რგოლებს ყელზე-ასეთია ადგილობრივი ტრადიცია.


image


გოგონას ზრდასთან ერთად რგოლების რაოდენობა სულ უფრო და უფრო იმატებს, მოზრდილი ქალისათვის ის დაახლოებით 20 რგოლს შეადგენს, რაც საერთო ჯამში 4, 5-5 კილოგრამია.



7. ანეტა ფლორჩიკი


image

ანეტა ფლორჩიკი ცნობილია თავისი არაბუნებრივი ძალის წყალობით. მას შეუძლია აწიოს 500 კილოგრამი წონის შტანგა. ანეტას პირად რეკორდად ითვლება აგრეთვე თავსზემოთ აწეული 12 ჩაფსკვნილი მამაკაცი და ეს მან გააკეთა 2 წუთის განმავლობაში.

ანეტა სიამოვნებით ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა ტელე-შოუებში.


image


ერთ-ერთ ასეთ გადაცემაში მან მაყურებელს თავი დაამახსოვრა იმით, რომ ერთ წუთში სპირალივით დაგრიხა ხუთი თუჯის ტაფა.



8. აშა მანდელა


image

ამერიკელ აშა მანდელას ყველაზე გრძელი ნაწნავი აქვს მთელ მსოფლიოში. მისი სიგრძე 5 მეტრზე მეტია, ხოლო წონა 19 კილოგრამს შეადგენს.

რა თქმა უნდა, ამოდენა წონის თმების ტარება ასას გარკვეულ პრობლემას უქმნის-ის იტანჯება ხეხემლის გამრუდებით, მაგრამ თმის შეჭრას არ აპირებს და ამბობს, რომ თმები მისი სიმდიდრეა.


image


აშას თავის დაბანა სულაც არაა იოლი საქმე. თმების გასაშრობად მას 50 საათი ჭირდება.



9. პენი ბრაუნი


image

პენი ბრაუნს საშინლად სურდა დამსგავსებოდა ჯესიკა რებიტს ანიმაციური ფილმიდან "ვინ მოატყუა კურდღელი როჯერი?"

გოგონა 24 საათის განმავლობაში ატარებს მოჭერილ კორსეტს, რათა მისი წელი კრაზანასავით წვრილი იყოს.


image


ამ კორსეტით პენის ძალიან უჭირს მოძრაობა და ჭამა, მაგრამ ამბობს, რომ მსხვერპლი ამად ნამდვილად ღირს.



10. მიკელ რუფინელი


image

მიკელ რუფინელი ყველაზე ფართო თეძოების მფლობელია მსოფლიოში. მათი გარშემოწერილობა 2, 4 მეტრია.


image


მიკელი ამბობს, რომ მას სულაც არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და რომ ის კმაყოფილია თავისი გარეგნობით. მიკელის ქმარი რეჯი ბრუკსი უზომოდ შეყვარებულია ცოლზე და ყოველდღე უმეორებს მას, რომ ის ყველაზე ლამაზი ქალია დედამიწაზე.



11. ატაიე ელიგიდაგნე


image

ატაიეს ყველაზე დიდი პირი აქვს მსოფლიოში. გიგანტური დისკის სახით წარმოდგენილი ეროვნული მორთულების ტარება ქალმა სამი წლის ასაკიდან დაიწყო. ეს იმ ტომის ტრადიციაა, რომელსაც ატაიე ეკუთვნის და ყველა ქალი ვალდებულია, ატაროს ეს დისკი.


image


ატაიე ამბიბს, რომ როდესაც ექიმებმა მას დისკი ჩაუდგეს, ეს სულაც არ იყო მტკივნეული პროცედურა.



12. ვალერია ლუკიანოვა


image

ცოცხალი ბარბის თოჯინა-სხვაგვარად ასე უწოდებენ ვალერია ლიუკიანოვას, მაგრამ თავად გოგონას სულაც არ მოსწონს ეს შედარება და ამბობს, რომ ის არის უმაღლესი არსება, რომელსაც დროსა და სივრცეში გადაადგილება შეუძლია.


image


ვალერია ამტკიცებს, რომ მკერდის გადიდების გარდა, მას სხვა პლასტიკური ოპერაცია არ გაუკეთებია, თუმცა რამდენად მართალია ეს, - თქვენ თვითონ განსაჯეთ.



13. მენდი სალარსი


image

მენდი სალარსი იტანჯება პროტეოს სინდრომით, რომელმაც საოცრად გაბერა მისი ფეხები და ქალი მსოფლიოში ყველაზე დიდი ფეხების პატრონად გადააქცია. მენდის ზედატანის წონა სულ 38 კილოგრამია, ხოლო ქვედასი-95.


image


ექიმებმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვეს, რადგან ჩათვალეს, რომ ეს სასიცოცხლო რისკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად სიძნელეებისა, მენდიმ მოახერხა უნივერსიტეტის დამთავრება და აიღო ბაკალავრის დიპლომი ფსიქოლოგიაში.



14. ჩარიტი პირსი


image

ეს გოგონა იწონის 347 კილოგრამს და ითვლება ყველაზე მსუქან ქალად მსოფლიოში. ჩარიტა ძალიან იტანჯება ამ წონის გამო და ოცნებობს ჰქონდეს ნორმალური ქალის გარეგნული იერსახე. ექიმები მზად არიან მას დაეხმარონ და გაუკეთონ შუნტირება, მაგრამ მანამდე თავად ჩარიტამ უნდა მოახერხოს დაკლება 226 კილოგრამამდე, რაც არც ისე იოლია.


image


ცოტაოდენი ხნის წინ გოგონამ ინტერნეტის დახმარებით მეგობარი ბიჭი გაიჩინა. მას სტიმული გაუჩნდა გასახდომად, რადგან დიდი სურვილი აქვს, საკურთხეველთან საკუთარი ფეხით მივიდეს.



15. ჯოიტი ამრე


image

მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალი ჯოიტი ამრე 1993 წელს დაიბადა. მას აქვს დაავადება აქონდროპლაზია- ჩონჩხის სისტემური ანომალია და ის ლილიპუტია.

18 წლის ჯოიტის სიმაღლე სულ რაღაც 68, 2 სანტიმეტრი იყო, ხოლო წონა 12 კილოგრამი.


image


2012 წელს ჯოიტი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მინიატურული ადამიანი მსოფლიოში. ცერემონიაზე მას გული აუჩუყდა და ცრემლებიც კი გადმოყარა.

მიუხედავად თავისი ბუნებრივი ნაკლისა, გოგონა ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს და სურს გახდეს მოდელი ან მსახიობი.



16. ელისანი სილვა


image

აი ელისანი სილვა, კი, პირიქით, ყველაზე მაღალი გოგონაა დედამიწაზე. მისი სიმაღლე 206 სანტიმეტრია. სავარაუდოდ, გოგონას ასეთი ზრდა რაღაც უცნობი დაავადებითაა გამოწვეული და თუ ზრდა არ შეფერხდა, მას ყოველწლიურად დაემატება 15 სანტიმეტრი, რაც ელისანს დიდ პრობლემებს შეუქმნის ჯანმრთელობის მხრივ. გოგონას მშობლებს კი არ აქვთ იმის საშუალება, რომ მას საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარონ.


image


თავად ელისანი ოცნებობს მოდელობაზე და ზოგიერთი სამოდელო კომპანია უკვე მზადაა მას ოცნებების ახდენაში დაეხმაროს.

4
2801
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2801
  
2015, 13 ივლისი, 13:14
სიამის ტყუპების ჩათვლით 17 გამოდის :D
2015, 12 ივლისი, 18:11
ნამდვილი მისაბაძი მაგალითები
2015, 12 ივლისი, 17:26
და რა ძლიერები არიან:(
2015, 12 ივლისი, 17:22
სტატია საინტერესოაა, თუმცა სტატიის გმირების ისტორიებმა ძალიან დამამწუხრა. ღმერთო შენ დაგვიფარე ანომალიებისაგან
0 1 4