x
მეტი
  • 21.08.2024
  • სტატია:136616
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510873
რჩევები, რომელიც დაგვეხმარება უფრო ძლიერები და მიზანდასახულები გავხდეთ

ძლიერი ადამიანები სხვებს არ აძლევენ მათზე მანიპულირების საშუალებას და არასდროს ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.image

ძლიერი ადამიანები არ ცდილობენ გაექცნენ ცვლილებებს. ნაცვლად ამისა, ისინი მიესალმებიან პოზიტიურ ცვლილებებს და მზად არიან იყვნენ მოქნილები. ისინი ხვდებიან, რომ ცვლილება გარდაუვალია და საკუთარი თავის იმედი აქვთ.


სულიერად ძლიერი ადამიანისგან თქვენ ვერ გაიგებთ წუწუნს, ან პრეტენზიას ბარგის დაკარგვისას ან საცობში მოხვედრისას. ნაცვლად ამისა, ისინი ახდენენ კონცენტრაციას ისეთ საგნებზე ან მოვლენებზე, რომლის მართვაც შეუძლიათ. ისინი აღიარებენ, რომ ხანდახან ერთადერთი, რისი მართვაც მათ შეუძლიათ ეს არის მათი დამუკიდებულება მომხდართან.

ძლიერი ადამიანები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქცევებზე და წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. საბოლოო ჯამში, ისინი არ იმეორებენ თავიანთ შეცდომებს. ნაცვლად ამისა, ისინი აგრძელებენ გზას და მომავალში უკეთესს გადაწყვეტილებებს იღებენ.


მორალურად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ სხვა ადამიანების წარმატების ობიექტურად შეფასება და მათი სიხარულის გაზიარება. მათ არ შურთ და არ თვლიან თავიანთ თავს მოტყუებულად, ნაცვლას ამისა, ისინი აღიარებენ, რომ წარმატების მიღწევა არის ძალიან რთული და რომ მზად არიან ამისათვის თავდაუზოგავად იმუშაონ.


მორალურად ძლიერი ადამიანებისთვის მარცხი არ არის დანებების მიზეზი. ნაცვლად ამისა, მარცხს აღიქვამენ ზრდისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად. მზად არიან გააგრძელონ მცდელობა მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.


მორალურად ძლიერი ადამიანები შეიძლება იყვნენ მარტოობაში, მათ არ ეშინიათ სიჩუმის და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენის. ისინი სიამოვნებას იღებენ საკუთარი კომპანიით და არ არიან დამოკიდებულნი სხვა ადამიანებზე, მეგობრებზე.


მორალურად ძლიერი ადამიანები არ იბადებიან იმის ცოდნით ან იმედით, რომ სხვები იზრუნებენ მათზე და რომ მსოფლიოს ვალია მათი დახმარება.

0
315
1-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან დეკანოიძე
დარეჯან დეკანოიძე
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0