საზოგადოება შემზარავი შემთხვევა ქუთაისში - 7 წლის გოგონა საკუთარ საწოლში გველმა დაკბინა 2015, 10 ივლისი, 23:44 შემზარავი შემთხვევა მოხდა ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე - მეორეკლასელი გოგონა საკუთარ საწოლში გველმა დაკბინა ... ღამით ბავშვი დედამ დასაძინებლად გაიყვანა, საწოლში ჩააწვინა და ოთახიდან მშვიდად გამოვიდა. ოჯახიც დასაძინებლად ემზადებოდა, რომ უცებ ბავშვის ყვირილი მოესმათ. ოთახში შეცვივდნენ და გოგონას დამშვიდება სცადეს, თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა, ბავშვს მარცხენა მხარზე რამდენიმე ადგილას სისხლი სდიოდა და გამწარებული კიოდა, - აქ გველი იყო, მიკბინა და იატაკზე გასრიალდა, ტიროდა აკანკალებული ბავშვი.…თავზარდაცემულმა ოჯახმა ბავშვი მაშინვე სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას ყველა ტიპის დახმარება აღმოუჩნეს, მათ შორის, ფსიქოლოგიურიც და 12-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ შინ გაუშვეს...
1017 13-ს მოსწონს
|