x
image
Lerato
ცხოვრება გრძელდება
image


ცხოვრება გრძელდება, საკვირველია,

მაშინაც როცა გული მკვდარია,

როცა სამყარო თავზე გენგრევა,


იმედს ვერ ხედავ დიდი ხანია.

და როგორც ჩრდილი, ცუდი იღბალი

დაგდევს და გებრძვის როგორც ტირანი;

ცდილობს დაიპყროს შენი გონება...

და გესმის ყველგან ხალხის გოდება...

ეს ხმა, წარსულის ამოძახილი

გახსენებს ომს და კიდევ მშვიდობას,

რა სასტიკია ადამიანი,

როცა შეიპყრობს მას გულგრილობა.

ხან მზე დაგნათის და გიხარია,

მინდვრის ყვავილებს არ დაკრეფ ველად;

მთად დაჭრილ ირემს დაეხმარები

და გამოჩნდება ვარსკვლავი ბედად.

გზას გაგინათებს შეუცნობელი,

ღრმად, სულში იწვევს შფოთვას და ღელვას;

როცა სხვა მხარეს სიხარულია,

რატომ გამეფდა შენს გულში სევდა?

როცა ვერ ახსნი ამ გამოცანას,

მაშინ ობელისკს აღმართავ მთაზე;

და ამოტვიფრავ ყველგან წარწერებს –

რაც კი ცხოვრებას გაგიადვილებს.


4
174
5-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
174
  
2015, 11 ივლისი, 20:24
ჩემს ღრმად მიძინებულ მუზას თუ გავაღვიძებ... ვნახოთ...
2015, 11 ივლისი, 16:57
განაგრძეთ :)
2015, 11 ივლისი, 16:52
მადლობა კომენტარისთვის. კი, ჩემი დაწერილია. ოღონდაც შევწყვიტე წერა. დიდი ხანია რაც არაფერი დამიწერია
2015, 11 ივლისი, 13:29
"რა სასტიკია ადამიანი, როცა შეიპყრობს მას გულგრილობა" კარგი სიტყვებია :) თქვენ წერთ ამ ლექსებს ?
0 1 4