x
image
Lerato
გარდაქმნა
image


სიცხეა მწველი...ღრუბელიც არ ჩანს...

გვალვამ გადაწვა დღეს დედამიწა.

წყურვილმა მოკლა სირინოზები,


უგულობამ კი – ანგელოზები.

თვალუწვდენელი უდაბნოს სივრცე

როგორმე უნდა გადავიარო.

გზად მარგალიტებს დავაბნევ ყველგან,

ვისაც ჭირდება, მან რომ აკრიფოს.

გავაცამტვერებ ცრუ ქვიშის კოშკებს,

და არც მირაჟებს დავინდობ ზღვისფერს,

დამწვარ სილაში ჩავრგავ ალუბლებს,

შევძენ გარემოს სიცოცხლის ელფერს.

ცრემლით დავნამავ პატარა ნერგებს,

დავიქირავებ ანც ზღაპრის ელფებს.

დიუნებს შეცვლის წალკოტის ველი,

მტვერს ევკალიპტის ნაზი სურნელი.

სალ კლდეს მოვუქნევ კვერთხს დიდი ძალით –

ყველა შეიგრძნობს წყლის ენერგიას;

და ოაზისის პეიზაჟები

დაატკბობს მგზავრის გადაღლილ მზერას.

შევქმნი სამოთხეს დედამიწაზე

და არარსგან ვაქცევ მშვენებას.

როცა გული გაქვს სავსე სიკეთით,

მარტოც კი შეძლებ ქვეყნის შენებას.







6
45
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
45
  
2016, 19 იანვარი, 23:34
ჰოოო და შენი არ იყოს მეც ღრმად მივაძინე მუზები, ამ ბოლო 3 წელში 2-მა ნარკოზმა კი სულ დამიფრთხო :(((
2016, 19 იანვარი, 23:28
მადლობა მაკა ჩემო საყვარელო. შენი არ იყოს წერა მიყვარს, ბევრი რამ გვაქვს საერთო :)
2016, 19 იანვარი, 23:23
ძალიან კარგი ხარ ლეელ :* თავიდან არ გიცნობდი საიტზე და ეს რა სიმდიდრე გამომრჩენია, დასასრლი ხომ საერთოდ... ბრავო :*

შევქმნი სამოთხეს დედამიწაზე

და არარსგან ვაქცევ მშვენებას.

როცა გული გაქვს სავსე სიკეთით,

მარტოც კი შეძლებ ქვეყნის შენებას.
2015, 10 ივლისი, 12:12
ყველა მასეა, ჩემი აზრით...დაწერეთ არ დაიზაროთ
2015, 10 ივლისი, 12:09
მადლობა კომენტარისთვის. ვწერდი....... მაგრამ შევწყვიტე. ცოტა პერფექციონისტი ვარ, ამიტომ ბოლომდე არასდროს ვარ კმაყოფილი ნამუშევრით, თითქოს რაღაცას ვაკლებ............
2015, 10 ივლისი, 12:03
ძალიან კარგია... შენ წერ ამ ლექსებს? პოეტი ხარ?
0 1 6