x
image
hamunaptra1990
რას და როგორ ხედავენ ცხოველები.
მდელოზე პეპლების დასაჭერად ბავშვი გამოსულა. პეპლების გარდა, ბავშვის ყურადღებას იქცევს ყაყაჩოს, გვირილას და სხვა ყვავილთა ფერადოვნება და მოხატულობა. ბუნების მშვენიერება კიდევ უფრო ატყვევებს მის მშობლებს. მაგრამ რას ხედავს ადამიანის ფეხებთან ჩაცუცქული ძაღლი?

imageშეიძლება, ზოგიერთს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ ძაღლი სრულებით ვერ ხედავს იმას, რასაც მისი პატრონი ხედავს.

სხვა ძუძუმწოვრების მსგავსად (გამონაკლისია მხოლოდ ზოგიერთი მაიმუნი), ძაღლი ვერ არჩევს ფერებს. ძაღლის ფერების სამყარო მხოლოდ შავ-თეთრით შემოიფარგლება. სამაგიეროდ, საგნების გარშემოწერილობისა და სიღრმის დანახვაში ძაღლს თითქმის ვერცერთი არსება ვერ შეედრება. ბევრი სხვა ცხოველის მსგავსად, ძაღლი ადამიანზე უკეთ ხედავს მოძრავ საგნებს. როგორც ჩანს კურდღლებმა ან ირმებმა იციან მისი ეს უნარი და საჭირო მომენტში ერთ ადგილას "ქვავდებიან".

image


image











აქამდე თვლიდნენ, რომ ცხოველები ამას გარემოსთან შენიღბვის მიზნით აკეთებდნენ. დღეს ამ ფაქტს სხვაგვარად ხსნიან. როცა მსხვერპლი გაუნძრევლად დგას ან ზის, იგი მართლაც იკარგება მტაცებლის თვალიდან. ეს იმიტომ რომ მტაცებლები უმოძრაო საგანს ვერ ამჩნევენ. ბუ ამისათვის თვითონ ამოძრავებს თავს, ამით ცდილობს შეაშინოს და აამოძრაოს მსხვერპლი. ასევე იქცევა ძაღლი, რომელიც გაშეშებულ საგანს უტრიალებს და თან ყურადღებით ათვალიერებს.

ბევრ ცხოველს თვალები უმოძრაოდ აქვს მოთავსებული თავზე. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბაყაყი, მწერები და ზოგიერთი თევზი.


imageimage











დავაკვირდეთ ბაყაყს ან გომბეშოს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეს ამფიბიები უმოძრაოდ სხედან, მაგრამ საკმარისია, მწერმა გაიბზუილოს, რომ გომბეშო თვალის დახამხამებაში აკეთებს ნახტომს - გამოაგდებს გრძელ ენას და მსხვერპლს ყლაპავს.image

ნახტომამდე ბაყაყი ვერაფერს ხედავდა. გადახტა იმიტომ, რომ მწერი მოძრაობდა, ნახტომის შემდეგ კვლავ ერთ ადგილზე დალურსმული გომბეშო ხელახლა ემსგავსება უსულო საგანს.






ვერცხლისფერი თოლიას ბარტყები, თავიანთ მშობლებს წითელ წერტილებად აღიქვამენ. ერთხელ ცნობილმა ჰოლანდიელმა ეთოლოგმა, ნიკო ტინბერგენმა ბუდეში მათ წითელლაქიანი მუყაოს ნაჭერი ჩაუდო. ახლად შეღინღლული ბარტყები გამალებით უნისკარტებდნენ ამ წითელ ლაქას. ცხადია, ბარტყები მუყაოსგან საჭმელს მოითხოვდნენ, იქვე შემომჯდარ, შუბლზე წითელი ლაქით შუბლდამშვენებულ ნამდვილ დედას კი არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. მთელი საიდუმლოება ის იყო, რომ მუყაოზე გაკეთებული წითელი ლაქა ფრინველისას რამდენამდე აღემატებოდა.

imageimage










ფრინველები სწრაფად ფრენენ, ამიტომ თვალებმა მათ ტვინს გარესამყაროზე ინფორმაცია ძალიან სწრაფად უნდა გადასცენ. ჩიტების თვალები გავარჯიშებულია მხოლოდ მტაცებლის სილუეტზე.

საკმარისია, მათ თვალი მოჰკრან ქორის ან მიმინოს სილუეტს, რომ შეშინებულები უმალ თავს შველიან.

imageმშიშარა თეთრი წეროები ადამიანის ფეხების დანახვისთანავე შორს მიფრინავენ. ამიტომ ფოტომონადირისათვის ჭაობში მათთან მიახლოება ძნელი საქმეა, მაგრამ თუ მონადირე ტრაქტორით გასწევს წეროებისკენ, შესაძლოა მათთან გადასაღებ მანძილზეც კი აღმოჩნდეს.

მერცხალი, ნამგალა, უფეხურა, ჭინჭრაქა და სხვები ცას აღიქვამენ, როგორც მწერებით სავსე მდიდარ სამყაროდ.

imageადამიანები კი ასეთივე ცაში ვერაფერს ხედავენ. ჩვენთვის ეს მწერები, უბრალოდ, არ არსებობენ, ვინაიდა ჩვენი მხედველობისათვის ძალიან სწრაფად ფრენენ. მწერიჭამია ფრინველებს ჰაერში მოფარფატე მწერების დანახვას უადვილებს თვალის ბადურაზე არსებული მემბრანა. გარდა ამისა, ფრინველებს კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებთ: რაც უფრო სწრაფად დაფრინავენ მწერები, მით უფრო კარგად ხედავენ მათ.

imageცხენს თვალის გუგები თავზე ჰორიზონტალურად აქვს მოთავსებული. თვალის ასეთი მდებარეობით იზრდება მხედველობის არე.

ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გაშლილ ტრამალებში მობინადრე ცხოველებისათვის, მათ დროულად უნდა შეამჩნიონ მტაცებლები.

კატას და მელიას თვალები, პირიქით, თავზე ვერტიკალურად აქვთ განლაგებული. ეს მტაცებლები ძირითადად ზემოდ და ქვემოთ იყურებიან. ასე ეძებენ ისინი ბუჩქებში მიმალულ თავიანთ მსხვერპლს.

image

image
















ფუტკრის თვალი მხოლოდ გაშლილ ყვავილს ხედავს, დამჭკნარ ყვავილს ან გაუშლელ კოკორს მწერი ვერ ამჩნევს.

imageამიტომაც ფუტკრისათვის სამყარო მხოლოდ გაშლილი გვირილას, იის, სამყურას, აყვავებული ვაშლის და სხვა ხეხილის ყვავილებისაგან შედგება. ფუტკრის თვალები მხედველობის არეში მოქცეული საგნების ზომას რამდენამდე ზრდის. ამ მწერის თვალებისათვის ვარდის გვირგვინის ფურცელი ყვავილში შესასვლელი უზარმაზარი შუქნიშანია. ფუტკრის მხედველობას ძალიან ზრდის ასევე ქარი. მისგან დარხეულ ყვავილს მწერი უკეთესად ხედავს.

imageimage

4
1301
6-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1301
  
2013, 17 აპრილი, 8:07
მადლობა
2013, 17 აპრილი, 1:51
ყოჩაღ
2013, 17 აპრილი, 1:50
ძალიანნ კარგი სტატიაა
2013, 17 იანვარი, 14:02
საინტერესო სტატიააა
0 1 4