სხვა ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები: მონსტრების სკოლა 2015, 10 ივლისი, 2:12 როგორც ცნობილია, 90-იანი წლები ომებით და საშინელი დაავდებებით იყო
პოპულარული, ამასთანავე ტარდებოდა საშინელი ექსპერიმენტები, რომლებიც
ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
90-იანი წლების ექიმები დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდ საშინელ ექსპერიმენტებს აწყობდნენ, ეს იმის დასტურია რომ მაგ პერიოდში მათ საერთოდ არ ჰქონდათ ღმერთის შიში... ამ სტატიაში ვნახავთ 10 საშინელი ფსიქოლოგიური ექსპერიმეტიდან ერთ-ერთს. მომდევნო დღეებში დანარჩენ 9 ექსპერიმენტსაც განვიხილავთ. პირველი არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმეტი ჩატარდა 1939 წელს! ამ ექსპერიმენტს მოგვიანებით მოგვიანებით "მონსტრების სკოლა" უწოდეს. ეს საშინელი ექსპერიმეტი კანადის-ის შტატში იოვაში, ქალაქ დევენპორტში ჩატარდა. ექსპერიმეტნს უძღვებოდა მეცნიერი და ექიმი უენდელ ჯონსონი, რომელმაც ამ ექსპერიმენტისთვის შეარჩია 22 ობოლი ბავშვი. ბავშვების ასაკი 6 დან 13 წლამდე იცვლებოდა. პირველი ცდა პატარა მერი ტუდორზე განხორციელდა, ამ ექსპერიმენტს ჯონსონი მხოლოდ შორიდან აკვირდებოდა. შემდეგ 21 ბავშვიანი ჯგუფი გაიყო ორ ნაწილად: ერთ მხარეს დადებითად ესაუბრა, აღნიშნავდა, თუ როგორ კარგად საუბრობდნენ ისინი, ხოლო მეორე ნაწილი, პირიქით, საშინლად გააკრიტიკა საუბრის მანერის გამო, ენაბლუებს უწოდებდა მათ. მეორე ჯგუფის ბავშვები, რომლებიც სწორად და გამართულად საუბრობდნენ, ამ ექსპერიმეტის შედეგად უარყოფითი ზეგავლენა მიიღეს და ზოგს ცხოვრების ბოლომდე შემორჩა პრობლემები საუბარის მანერასთან დაკავშირებით. ამ საშინელი ექსპერიმენტიდან გამომდინარე ამ ექსპერიმენტს ჯონსონის დამხმარე ეკიპაჟებმა "მონსტრების სკოლა" უწოდეს. ჯონსონის რეპუტაციას ზიანი რომ არ მიყენებოდა, ეს ექსპერიმენტი წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო. საბოლოოდ 2001 წელს იაოვას უნივერსიტეტის ახალმა დირექციამ ოფიციალურად გამოამჟღავნა ეს შემზარავი ექსპერიმენტი და ბოდიში მოიხადა! 819 18-ს მოსწონს
|