x
image
ვიზა კოხაძე
ეს საინტერესოა! - ინდონეზიაში ცხედრები სამარეში თავიანთი ფეხით მიდიან

imageშავი მაგიის გამოყენების მეტად საზარელი შემთხვევები გვხვდება ინდონეზიის ქალაქ ტორაჯში. მართალია, ბოლო დროს მსგავსი სანახაობა საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ისტორიამ იცის ფაქტები და არაერთი ფოტოც არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ქალაქში გარდაცვლილები... თავიანთი ფეხით მიდიან სამარეში.თუმცა, იმას, სადაც ტორეჯელი მიცვალებულები მიდიან, სამარეს ძნელად თუ უწოდებ: სასაფლაო, რომელიც კლდეში გამოკვეთილ თვითნაკეთ საწოლებს წარმოადგენს, მთებში, მიუწვდომელ ადგილას მდებარეობს, ამიტომაც, ადგილობრივი მცხოვრებლები შავი მაგიის ოსტატებს მიმართავენ: გამოძახებული ჯადოქარი უსიცოცხლო სხეულს გადაადგილების „უფლებას“ აძლევს, რის შემდეგაც მიცვალებული დგება, თავისი ფეხით მიუყვება გზას, ხოლო უკან კი ჯადოქარი მიჰყვება. image

ჯადოქრებს მთავარი პირობა აქვთ: ცხედარს მათ გარდა არავინ უნდა შეეხოს, რადგან შეხების შემთხვევაში ჯადოქრობა ძალას ჰკარგავს, გვამი ეცემა და გზის გაგრძელებას ვეღარ „ახერხებს“.imageimageმსგავსი რიტუალი განსაკუთრებით ხშირია ტორაიას ტომში, რომელიც ინდონეზიის სამხრეთში ცხოვრობს და რომლის წევრებიც ქრისტიანები არიან, მაგრამ წარსულის რიტუალებზე უარს მაინც ვერ ამბობენ. „დაკრძალვის“ რიტუალს ღრეობა ასრულებს - ტორაიელები უამრავ კამეჩსა და ძროხას კლავენ და მთელი ტომი „ქელეხზე“ იკრიბება. იმის გამო, რომ ქელეხის გადახდა და, მით უმეტეს, ჯადოქრის დაქირავება ძალიან ძვირი ჯდება, ხშირად ამ ტომის წევრ გარდაცვლილებს სიკვდილიდან რამდენიმე წლის განმავლობაში სახლში ტოვებენ, მის ცხედარს კი გახრწნისგან ბალახეულისგან დამზადებული ხსნარებით იცავენ. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გარდაცვლილის ცხედარი სახლშია, ოჯახის წევრები და სტუმრად მოსული ნათესავები მას ეპყრობიან და აღიქვამენ, როგორც ავადმყოფს და არა როგორც გარდაცვლილს, პარალელურად კი აგროვებენ ფულს, რათა „ღირსეული“ ქელეხი გადაიხადონ, რომელსაც ასეულობით ადამიანი უნდა დაესწროს. რაც ყველაზე საინტერესოა, რიტუალზე დასწრება ტურისტებსაც შეუძლიათ, მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ ტანსაცმელში არ იქნება წითელი და შავი ფერები.

გარდაცვლილის სქესის იდენტიფიკაცია ხდებოდა მანამდე, ბოლო დროს სავალდებულო გახდა მისი მაქსიმალურად მიმსგავსება ამქვეყნიდან წასულისთვის.image


1
937
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
937
  
2015, 11 ივლისი, 1:39
რას Aრ მოესწრება კაცი???
0 1 1