პოეზია დაბადებით ხელოვანი 2015, 9 ივლისი, 0:52 ისევ ღამეა და ბინდის ფარდა ფარავს სამყაროს ჭეშმარიტ სახეს; ლამპიონებით გავაცისკროვნებ დღეს გავაკეთებ ბევრ კეთილ საქმეს. ჭექა-ქუხილის უღელტეხილზე დავტოვებ ყველა ცივ მოგონებას. სხივებს დავითვლი სიმშვიდის ბაღში, გულს კი ვაუქებ თავისუფლებას. წარსულის ჩრდილებს დავასამარებ როცა ნირვანას მივაღწევ დღისით. ქვიშაზე დავწერ, ზღვას მოვუყვები – ნაპირს წალეკავს ის დიდი რისხვით. პალიტრას იქვე ქვაზე დავტოვებ, სალ კლდეს კი ტილოდ გამოვიყენებ; წვიმა და ქარი აურევს ფერებს, მთვარის მკრთალ შუქზე მე შევქმნი შედევრს. ვისაც გული აქვს დამძიმებული – ბევრი ვერ შეძლებს მის შეფასებას; იმ საოცარი შტრიხების აღქმას სულს რომ მოუტანს ბედნიერებას, შემქმნელს კი მისცემს ნანატრ დიდებას – ხალხის გულებში კვარცხლბეკს აღმართავს. თუ დაბადებით ხარ ხელოვანი, ცხოვრება დაფნის გვირგვინს დაგადგამს! 64 6-ს მოსწონს
|