x
image
Lerato
ისევ იწვიმებს

image
რა ხდება როცა გულს ენატრება,

ნეტა რა უნდათ აბეზარ ფიქრებს?

და მთვარე ისევ მზეს ეფარება,

ქარი კი ნისლიან კალთებს იბერტყს.

ისევ იწვიმებს?

ისევ და ისევ ზღვა აღელდება,

დატბორავს სიტყვებს,

ჩაიტანს ფსკერზე, დამალავს ქვის ქვეშ,

მისი მპოვნელი დაიპყრობს ზვირთებს!

ნეტა რა უნდათ აბეზარ ფიქრებს?

ვიღაც სიზმრებს და ოცნებებს მირევს,

ძველ გიტარაზე ვაჟღერებ სიმებს,

ღამე კი მისვამს უაზრო კითხვებს –

ისევ იწვიმებს?

ისევ და ისევ ადიდდებიან მდინარეები,

ნოე კიდობანს ჩაუშვებს ზღვისფერს,

მტრედიც აღარ ჩანს, გავფანტავ ნისლებს;

ღამე მზეს პარავს ოქროსფერ სხივებს,

გული კი უთვალავ იარას იტევს და თან კითხულობს –

კიდევ იწვიმებს? თუ გადაიღებს?

ქვეცნობიერად ავყევი ფიქრებს,

სად მიმიყვანა? კარს ვიღაც მიღებს...

ოთახში ბნელა....

ხელის ცეცებით დავეძებ იმედს,

არ შევჩერდები,

რომც შევეჩეხო იმ დავიწყებულ ულმობელ სკვითებს!

გვირაბის ბოლოს ვხედავ სინათლეს,

სადღაც მზიანი ველი ტრიალებს,

წვიმის წვეთები ჩაენაცვლება

ციდან წამოსულ ვერცხლისფერ ფიფქებს.

შენ კი ვერასდროს მოისმენ ლექსებს,

ვერც პოსეიდონს შეხვდები – ზღვის ღმერთს,

თავს შეაფარებ ძველ პირამიდებს,

ვეღარ გაუძლებ უდაბნოს სიცხეს.

და გაგიჩნდება მსგავსი კითხვები,

შენი ხმა ექოდ გაისმის ისევ –

"ნეტავ იწვიმებს?

თუ გათანგული, გადავეყრები საოცარ ნიმფებს?

და მირაჟები გზად დამიგებენ

შენსკენ მომავალ სანატრელ ფიქრებს."

შევხვდებით სფინქსთან! რატომ? არ ვიცი,

უბრალოდ წარსულს მახსენებს მტვრისფერს;

ვუყურებთ აისს და მერე დაისს

მოვტაცებთ მთვარეს, დავმალავთ მთის ქვეშ,

მისი მპოვნელი დაამსხვრევს მითებს.

დაგვედევნება მდევარი რისხვით,

შორს წავაწყდებით ცეცხლისფერ ისრებს.

ჩვენ ფენიქსივით დავიფერფლებით,

და წლების მერე აღვსდგებით ისევ.



2
63
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
63
  
2016, 20 იანვარი, 23:58
დიდი მადლობა, გაიხარეთ!!!
2016, 20 იანვარი, 21:43
მაგარია და გავაზიარე
0 1 2