x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავი ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ დაუგეგმავ ცვლილებებზე
ცვლილებები ცხოვრებაში
ერთხელ, ერთი ადამიანი შტორმში მოყვა და ტალღამ ის უკაცრიელ კუნძულზე

გადააგდო. ის ერთადერთი იყო, ვინც გემის ჩაძირვის შემდეგ გადარჩა. უკაცრიელ

კუნძულზე აღმოჩენის შემდეგ, კაცი ყოველ დილით ლოცულობდა და ღმერთს

დახმარებას სთხოვდა, ხოლო შემდეგ, ზღვის ნაპირთან მიდიოდა და ჰორიზონტს


გაჰყურებდა, იმ იმედით, რომ მის გადასარჩენად გემი მოვიდოდა.

ბოლოს ის ლოდინით დაიღალა და ქოხის აშენება გადაწყვიტა, იმ ფიცრებით, რომლებიც გემის ჩაძირვის შემდეგ, ზღვამ გამორიყა. და ასეც მოიქცა.

ერთხელ, როდესაც ის, საკვების მოძებნის შემდეგ, სანაპიროზე ბრუნდებოდა, დაინახა

რომ მისი ქოხიდან ბოლი გამოდიოდა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ქოხთან ერთად,

მისი ყველა ნივთი დაიწვა. ადამიანს აღარ შეეძლო იმედგაცრუების და რისხვის

შეკავება. მიწაზე დაემხო და აქვითინდა.

- ღმერთო ასე როგორ მომექეცი? - ტიროდა ის და ასე ტირილში ჩაეძინა.

მეორე დღეს, ის გემის საყვირმა გააღვიძა, რომელიც კუნძულისკე, მის გადასარჩენად მიცურავდა.

- როგორ გაიგეთ, აქ რომ ვიყავი? - ჰკითხა მან ერთ მეზღვაურს.

- ჩვენ კვამლის ნიშანი დავინახეთ - უპასუხა მან.


რაც არ უნდა მოხდეს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება.

2
155
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
155
  
2015, 8 ივლისი, 16:30
კარგი იყო მომეწონა>>))))
0 1 2