x
image
მანჩო 777
ფოტოსურათებით გადმოცემული შემზარავი ისტორიები, რომელთა მოსმენისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ
ფოტოგრაფია აგერ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც ადამიანების ცხოვრებაში შემოიჭრა და საოცარი სიზუსტით აფიქსირებს მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს. არსებობს ფოტოსურათები, რომლებიც ზღვა ემოციებს იწვევენ და მნახველზე საოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ, ზოგიერთი ფოტო კი გაუგებრობას იწვევს ჩვენში და აბსურდული გვეჩვენება, სანამ მისი გადაღების ისტორიას არ შევიტყობთ. ყველაფერი დამოკიდებულია ფოტოგრაფის ოსტატობასა და გარკვეულწილად შემთხვევითობაზეც.


image


დღეს მინდა შემოგთავაზოთ ფოტოსურათების ნაკრები, რომელთა უკან ტრაგიკული, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემზარავი ისტორია დგას.


1. ბუდისტი ბერი ასრულებს რელიგიურ რიტუალს



image

2011 წლის 25 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ ტაიუანის რკინიგზის სადგურში მომლოდინე მგზავრების ყურადღება ერთმა მგზავრმა მიიპყრო, რომელსაც საკმაოდ დიდხანს ეძინა არაბუნებრივ პოზაში. როცა მისი გაღვიძება გადაწყვიტეს, აღმოჩნდა, რომ ხანდაზმული მამაკაცი უკვე მკვდარი იყო და მას ვერაფრით ვერ უშველიდნენ. მატარებლის მომლოდინე მგზავრების რიცხვში შემთხვევით აღმოჩნდა ბერი, რომელმაც მიცვალებულს რელიგიური რიტუალი ჩაუტარა, რათა მისი სულს სამუდამო სასუფეველში დაემკვიდრებინა ადგილი.


2. კურსანტი კამიკაძეები


image

ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, სამახსოვროდ გადაღებული ფოტოა, რომელიც სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა გადაიღეს, მაგრამ როცა გაიგებთ, რომ ეს უბრალო სკოლა კი არაა, არამედ კამიკაძეების სასწავლებელი, სწორედ ეს ფაქტი გამოიწვევს ძრწოლას თქვენში. 17 წლის კაპრალი იოკიო ანაკი ( სურათზე მას ძაღლი უჭირავს ხელში) ამ ფოტოს გადაღებიდან რამოდენიმე სააათის შემდეგ თავის უკანასკნელ გზაზე გაეშურება, კამიკაძის გზაზე, საიდანაც უკან აღარავინ დაბრუნებულა.


3. ბრიტანული ექსპედიციის ჯგუფი სამხრეთ პოლუსზე, 1912 წლის 18 იანვარი


image

დასაწყისიდანვე ამ ექსპედიციაში მეტი იყო პოლიტიკა, ვიდრე მეცნიერება. მის ხელმძღვანელ რობერტ სკოტს მიზნად ჰქონდა დასახული გადაესწრო რაულ ამუნდსენის ექსპედიციისათვის და სამხრეთ პოლუსზე პირველი მისულიყო, რომ ამ აღმოჩენის პატივი ბრიტანეთის იმპერიას რგებოდა წილად, მაგრამ როცა სურავანდით და საშინელი ყინვებით გაწამებულმა მოგზაურებმა როგორც იქნა, მიაღწიეს სანუკვარ მიზანს, აღმოჩნდა, რომ ნორვეგიელებმა საკმაოდ მნიშვნელოვნად გადაუსწრეს მათ. ბედის სასტიკი ირონიის წყალობით მძვინვარე ქარბუქმა ამუნდსენის გუნდის ნაკვალევი წაშალა და მთელი თოვლი გადაფარული იყო ძაღლების ნაფეხურებით, ამიტომ სკოტის გუნდი ვერ მიხვდა, რომ ნორვეგიელებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. იოლი წარმოსადგენია, რა სასოწარკვეთამ დაისადგურა უიღბლო მოგზაურების გულებში, როცა მათ თვალსაჩინო ადგილზე დახვდათ ნორვეგიელების მიერ დადგმული კარავი, ხოლო კარავში დამცინავი წერილი, დაწერილი სკოტის გუნდის მისამართით.

უკან დაბრუნებისას ამ ექვსი მოგზაურიდან ოთხი დაიღუპა - ეს მათი უკანასკნელი ფოტოსურათია.


4. გოგონა და სვავი


image

ეს შემზარავი ფოტოსურათი გადაღებულია ფოტოგრაფ კევინ კარტერის მიერ 1993 წელს სუდანის ქალაქ აიოდში. სუდანში იმ წლებში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა. ბავშვის მშობლები ჰუმანიტარული დახმარების ასაღებად გაიქცნენ, ხოლო შიმშილისაგან დაოსებულმა გოგონამ ვერ შეძლო მათი დაწევა და ძლივს მილასლასებდა უკან. გოგონას ყურადღებით აკვირდება სვავი. ეს ფრინველი თავს არ ესხმის მსხვერპლს, ის ელოდება როდის მოხდება ეს ბუნებრივად. გარდა ამისა, შორიახლო დგას ფოტოგრაფი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მსხვერპლის კლანჭებში მოგდებას. ამ ფოტომ კარტერს მოუტანა სახელი, დიდება, პულიტცერის პრემია და... საყოველთაო ზიზღი გულგრილობისა და არაადამიანურობის გამო. პულიტცერის პრემიის აღებიდან სამიოდე თვის შემდეგ ფოტოგრაფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


5.კოსმონავტ ვლადიმერ კომაროვის ნეშტი


image

1967 წლის 24 აპრილს ხომალდ «Союз-1»-ის საცდელი ფრენის დროს დაიღუპა საბჭოთა პილოტი ვლადიმერ კომაროვი. მიწაზე დაშვების დროს არ გაიხსნა კაფსულის ძირითადი პარაშუტი და მიწაზე დაცემისას აპარატი აფეთქდა. კოსმონავტის დანახშირებული, დეფორმირებული სხეული სპეციალურმა კომისიამ მოსკოვში წაიღო ექსპერტიზაზე. კომაროვის ფერფლი სპეციალურ ურნაში მოათავსეს და კრემლის კედელში დამარხეს. ავარიის ადგილზე კიდევ კარგა ხანს გრძელდებოდა სამძებრო სამუშაოები და სხეულის კიდევ რამოდენიმე ნაწილი იქნა ნაპოვნი. ეს ფრაგმენტები დამარხეს სტეპებში იქ, სადაც კოსმონავტმა სიცოცხლე დაასრულა.


6. რეის MH17-ის მგზავრების სიკვდილისწინა სელფი


image

15 წლის გარი სლოკი დედასთან-პეტრა ლანგეველდთან ერთად დასასვენებლად კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ამ სელფის გადაღებიდან სულ რაღაც სამი საათის შემდეგ თვითმფრინავი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 256 ადამიანიდან ვერცერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.


7. ბუდისტი ბერი იწვავს თავს


image

1963 წელს სამხრეთ ვიეტნამში ბუდისტების უკმაყოფილებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მაშინდელი პრეზიდენტის ნგო დინ ზემის რეპრესიული რეჟიმის გამო. ამავე წლის მაისში ბუდისტებმა თავი მოიყარეს ქალაქ ხიუეში, რათა დაეცვათ თავიანთი უფლებები. მთავრობამ სასტიკად დაარბია მომიტინგეების დემონსტრაცია, რის შედეგადაც ცხრა ბუდისტი დაიღუპა. ამ სისასტიკისადმი პროტესტის ნიშნად 1963 წლის 11 ივნისს ქალაქის მთავარ მოედანზე ორმა ბუდისტმა ბერმა თავი დაიწვა.


8. მეგობრები კუბოს ფიცრამდე


image

ეს არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთებული იქნა ირანში 1972 წელს. ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 800 წელს ცხოვრობდნენ, დაიღუპა მაშინ, როცა დამპყრობლებმა მათი მშობლიური ქალაქი გადაწვეს. მოსახლეობის უმეტესობა ძლიერი კვამლისაგან გაიგუდა. ერთგული მეგობრები სიკვდილამდე ერთმანეთის გვერდით იყვნენ და ამხნევებდნენ ერთმანეთს.


9. კონტუზიის მსხვერპლი


image

ეს ფოტოსურათი გადაღებულია პირველი მსოფლიო ომის დროს ფრანგულ სოფელ კურსელეტთან ბრძოლისას 1916 წელს. ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი კონტუზიის მსხვერპლი გახდა, რომლის ერთ-ერთი ნიშანია ფსიქიკური მდგომარეობის მოშლა. გამოხედვა, რომელიც ამ ჯარისკაცს აქვს, არის ტრავმის შედეგი და ხშირად გვხვდება პოსტტრავმული სტრესის დროს. სურათის საშინელებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ იმ დრისათვის მიღებული არ იყო ადამიანების გაღიმება სურათის გადაღების დროს.


10. საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატარა პატიმარი დაფაზე სახლს ხატავს


image

ომის დასრულების შემდეგ გოგონა, რომელიც ფაქტიურად საკონცენტრაციო ბანაკში გაიზარდა, ფსიქიურად დაავადებული ბავშვების სახლში გააგზავნეს. როდესაც ერთხელ, მეცადინეობის დროს მასწავლებელმა ბავშვებს თხოვა დაეხატათ სახლი, პატარა გოგონამ დაფაზე შემზარავი აბლაბუდა დახატა, რომელიც ეკლიან მავთულხლართებს უფრო ჰგავდა, ვიდრე სახლს. ნახატის ზემოთ გოგონამ თავისი სახელი-ტერეზკა დაწერა.

4
2669
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2669
  
2015, 11 ივლისი, 10:03
მადლობა ასეთი დადებითი შეფასებოსათვის.. აბა რა ვიცი, როგორ გასწავლოთ? :) ცოტაოდენი ნიჭი უნდა, მონდომება და კიდევ სუულ ცოტა გრამატიკის ცოდნა :)
2015, 11 ივლისი, 9:58
სულ კარგ სტატიებს წერთ თქვენ! მეც მასწავლეთ ვინმემ როგორ უნდა დავწერო სტატიები, იქნებ მოვახერხო რამე. მიყვერს ეს საიტი და კიდე ერთი ხუთიოდე საიტი.
2015, 8 ივლისი, 22:51
მადლობა, ინ :*
2015, 8 ივლისი, 22:44
უმაგრესი სტატიაა
0 1 4