x
image
Guns N Roses
ატირებული პენსიონერი: "არ შემიძლია ჩემი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა"

image„ვხედავ, როგორ ითვლიან უკანასკნელ ცენტებს პურის საყიდლად ჩემი თანამემამულეები. ვხედა, როგორ იზრდება თვითმკვლელობის სურვილი. ემოციური ადამიანი ვარ და არ შემიძლია ჩემი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა."
77 წლის ბერძენი პენსიონერი, იორგოს ჩატციფოტიადისი ქალაქ სალონიკში რამდენიმე ბანკის რიგში იდგა იმ იმედით, რომ საკუთარი მეუღლის პენსიას (120 ევრო) გამოიტანდა. ყველა ბანკიდან უარით გასტუმრების შემდეგ, ის ასფალტზე დაემხო და ტირილი დაიწყო.
პენსიონერი „ფრანს პრესის“ ჟურნალისტმა დააფიქსისა. ატირებული მამაკაცის ფოტომ ინტერნტსივრცე მალევე დაიპყრო.
როგორც ჟურნალისტს 77 წლის ჩატციფოტიადისმა განუცხადა, ის ”გატეხილია”, რადგან არ შეუძლია საკუთარი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
„ვხედავ, როგორ ითვლიან უკანასკნელ ცენტებს პურის საყიდლად ჩემი თანამემამულეები. ვხედა, როგორ იზრდება თვითმკვლელობის სურვილი. ემოციური ადამიანი ვარ და არ შემიძლია ჩემი ქვყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა“ – განაცხადა პენსიონერმა.
როგორც აღმოჩნდა, იორგოსი და მისი მეუღლე, წლების განმავლობაში გერმანიაში, ქვანახშირის მაღაროში მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, საბერძნეთში დეფოლტის რისკის გამო ბანკები 1 ივლისს დაიხურა, თუმცა პენსიონერებისთვის რამდენიმე დღეში გაიხსნა.



„ვხედავ, როგორ ითვლიან უკანასკნელ ცენტებს პურის საყიდლად ჩემი თანამემამულეები. ვხედა, როგორ იზრდება თვითმკვლელობის სურვილი. ემოციური ადამიანი ვარ და არ შემიძლია ჩემი ქვეყნის ასეთ მდგომარეობაში ხილვა."

0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0