სხვა საიდუმლოებებით მოცული მიწისქვეშა ქალაქი სამხრეთ ავსტრალიაში 2015, 7 ივლისი, 20:31 ისტორიულად ცნობილია ეს ადგილი, როგორც ოპალის მოპოვების ადგილი. ქალაქი კუბერ - პედი სამხრეთ ავსტრალიაშია, რომელშიც დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ საგულისხმოა რა იმალება ამ საიდუმლოებებით მოცული ქალაქის მიღმა, რომელსაც სტატიაში წარმოგიდგენთ.რაში მდგომარეობს ქალაქის საიდუმლო? პირველ რიგში ის მიწისქვეშეთში მდებარეობს, სადაც უამრავი ხელით გაყვანილი გვირაბებია, სადაც მაცხოვრებელთა სახლებია აშენებული.საინტერესოა, როგორ დაიწყო ეს ყოველივე? 1915 წელს, მამა - შვილი ქალაქში ოქროს საძებნელად ჩამოვიდა, მაგრამ ოქროს ნაცვლად მათ ოპალი იპოვეს, რაც მალევე საზღვარგარეთ ყველაზე ცნობილი ქვა გახდა.ძლიერი სიცხის გამო მემაღაროელებისთვის უმჯობესი იყო, შახტები მიწისქვეშ განლაგებულიყო და ასე დაიწყეს თხრა. დღეისათვის იქ უკვე 1500 -მდე სახლია და როგორც თავში მოგახსენეთ 2000- ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მიწისქვეშა ქალაქში ტურისტებისთვის სასტუმროებიც არსებობს, ასევე აგებულია თითქმის საუკუნოვანი ეკლესია.აქვე ნახავთ წიგნების უზარმაზარ მაღაზიას, სადაც წიგნების გარდა შესაძლებელია ოქროულობის, ვერცხლის ნივთების შეძენაც.ერთი შეხედვით ეს ადგილი ერთ დიდ უზარმაზარ საშიშ ორმოს ჰგავს, მაგრამ როგორც ხედავთ, შიგ ადამიანების მთელი არმია ცხოვრობს და განვითარებული ქვეყნების მსგავსად იქაც შეუძლიათ ფეხი აუწყონ თანამედროვე ცხოვრებას, მაგალითისთვის საკმარისია მიწისქვეშეთში არსებულ ქალაქში ახალგაზრდებისათვის გასართობი ადგილი - კაფე - ბარი, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება შესვლა და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა.- " ეს ქალაქი "Кубер-Педи" საშიშ ორმოს ჰგავს, მაგრამ შიგნით გასაოცარი სოფელია, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ" - წერს წყარო. 430 9-ს მოსწონს
|