x
image
ვიზა კოხაძე
სად უნდა წავიყვანოთ ბავშვი, რომელსაც რაქიტის ნიშნები აქვს? - ექიმები გვირჩევენ...

imageახალშობილები ზაფხულის სიცხეებს, მტვერს და უჰაერობას რომ უნდა გავარიდოთ, ამაზე არავინ დაობს, მით უმეტეს, თუ პატარა ქალაქში ცხოვრობს და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.სად წავიყვანოთ დასასვენებლად პატარა, ( რომ დასვენება მისთვის სასიამოვნოც აღმოჩნდეს და სასარგებლოც ) რომელსაც რაქიტის ნიშნები აქვს? - რას გვირჩევენ ექიმები? საქართველოს რომელი კურორტებია ხელსაყრელი რაქიტიანი imageბავშვებისთვის?image

მოგეხსენებათ, რაქიტი ძვალსახსროვანი და ნერვული სისტემის პათოლოგიაა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ბავშვების უმეტესობას აღენიშნება, რომელიც ერთ წლამდე ასაკში ვლინდება და გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.დაავადების არა მარტო სამკურნალოდ, არამედ პროფილაქტიკის მიზნითაც სასურველია ბავშვის წაყვანა ზღვის კურორტზე, სადაც სამკურნალო ეფექტი აქვს მზის მარილიან წყალსა და მარილიან ქვიშას.ცნობილია, რომ ასეთი ადგილი საქართველოში სანაპირო ზოლზე მხოლოდ ურეკია.ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა XIX საუკუნის შუა წლებიდან არის ცნობილი. მისი ძირითადი მინერალები შესანიშნავ სამკურნალო ეფექტს იძლევა ძვალსახსროვანი და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დროს. imageimageშესწავლილი და გამოკვლეულია, რომ ქვიშა დიდხანს ინარჩუნებს სითბოს, თანაბრად გადასცემს მას სხეულს და აფართოებს სისხლძარღვებს, რის შედეგადაც უმჯობესდება ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების კვება.ამავე დროს მექანიკურ, მასაჟის მსგავს ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვებსა და ლიმფურ სისტემაზე.ქვიშის აბაზანებს ერთი განსაკუთრებული დადებითი თვისებაც გააჩნია, მას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც კი აქვს.

როგორ გამოვიყენოთ მაგნიტური ქვიშა სამკურნალოდ? - ექიმების რჩევით სასურველია ქვიშას თუ გავცრით, რამდენადაც შავი ზღვის სანაპირო თვით დამსვენებლებისგან ბინძურდება, რაც სახიფათოა პატარასთვის.დილით ადრე ქვიშა გავცრათ და გავაკეთოთ პატარა ორმო და 11 - 12 საათისთვის ბავშვი ორმოში ჩავსვათ, ზედ გამთბარი ქვიშა დავაყაროთ. თავის გარდა, ღია უნდა დავუტოვოთ კისერი, გულმკერდი და მზემ რომ არ დაჰკრას, უმჯობესია პროცედურა ქოლგის ქვეშ გაკეთდეს.პროცედურის ხანგრძლივობა 1 წუთიდან იწყება და 15 წუთამდე იზრდება. ბავშვი უნდა გავათავისუფლოთ ქვიშისგან, ზეწარი შემოვახვიოთ და 10 - 15 წუთი ჩრდილში დავაწვინოთ.ამის შემდეგ შეიძლება თბილი წყლის გადავლება. მკურნალობის კურსი 10 - 15 აბაზანას მოითხოვს.imageimageimageimage




2
158
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
158
  
2015, 5 ივლისი, 23:16
დიდი მადლობა ჩემო კარგო
2015, 5 ივლისი, 18:05
ძალიან საინტერესო და სასრგებლო სტატია იყო!
0 1 2