სისხლის სამართალი "კახეთში პირველი კლასის მოსწავლე თანასკოლელებმა გააუპატიურეს"-დამნაშავეები არ დაისჯებიან 2015, 4 ივლისი, 19:30 საქართველოში ბავშვებზე ძალადობამ იმატა. ერთნი ამტკიცებენ, რომ ყველაფერი ამინისტიის შედეგია, რომლის წყლობითაც ბევრი დამნაშავე გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მეორენი კი თვლიან, რომ პრესის აქტიურობა ერთეულ დანაშაულებს, რომლებიც მუდამ ხდებოდა, უფრო წარმოსაჩენს ხდის. სულ ცოტა ხნის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სკანდალური განცხადება გაავრცელა. საინფორმაციო წყაროს მტკიცებით, პირველკლასელი ბიჭუნა თანასკოლელებმა გააუპატიურეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ დაზარალებულის მშობლებმა პოლიციას არ მიმართეს და საზარელი ფაქტიც მიიჩქმალა. წყაროს მტკიცებით, მშობლებს მოძღვარმა ურჩია პოლიციისათვის არ მიემართათ. თავად მოძღვარი კი ამტკიცებს, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ არც არაფერი სმენია და მსგავს შემთხვევაში ყველაფერს თავად აცნობებდა პოლიციას. სკოლის დირექტორი მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტისაგან მანაც თავი შეიკავა. მისი მტკიცებით, "ბავშვი ნაწვალები არ იყო" და მოსწავლეების გამოკითხვის შეგეგადაც არაფერი დადასტურებულა. აღნიშნულ საქმეში არავის ჩაურთავს ფსიქოლოგი, რადგან სასწავლო წელი უკვე სრულდებოდა. მოძალადეები მხოლოდ 10 და 11 წლისანი არიან, შესაბამისად მათ სასჯლიც არ ემუქრებათ. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კი მხოლოდ მაშინ დგება, თუ პირი მინიმუმ 14 წლისაა. მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც დაფიქსირდა, როდესაც 12 წლის გოგონა თანასკოლელებმა გააუპატიურეს. საქმე აღიძრა, თუმცა მოძალადეები მაშინაც ასაკის გამო გისოსებს მიღმა დარჩნენ. 326 3-ს მოსწონს
|