x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბავშვი აუზიდან ამოსვლის შემდეგ, აუზის წყლით დაიხრჩო. რა არის ,,მშრალი" დახრჩობა. ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს
“მშრალი " დახრჩობა
ზაფხულის ცხელ დღეებში, ბევრი ჩვენგანი ცდილობს, რომ დრო წყალსაცავებთან

ან აუზებთან გაატაროს. წყლის სიახლოვეს უფროსები და განსაკუთრებით ბავშვები,

ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდონ.

ეს საშინელი ტრაგედია, ამერიკელი, კასანდრა ჯექსონის ოჯახში მოხდა, ივნისის


დასაწყისში. მთელი დღე, მან და მისმა 10 წლის შვილმა, აუზზე გაატარეს. სახლში

რომ ბრუნდებოდნენ, ბავშვმა დედას უთხრა, რომ ძალიან დაღლილი იყო და ეძინებოდა. მაგრამ, კასანდრამ ჩათვალა, რომ ის უბრალოდ გადაიღალა, რადგან

მთელი დღის მანძილზე, წყლიდან არ ამოსულა. სახლში მისვლისთანავე, ბავშვი თავის ოთახში გაუშვა, ხოლო თვითონ, სახლის საქმეების კეთება დაიწყო.

ცოტა ხნის შემდეგ, კასანდრამ შვილს დაუძახა, მაგრამ ბავშვმა ხმა არ გასცა. აღელვებული ქალი მის სანახავად წავიდა. ბავშვი ოთახში, უგონო მდგომარეობაში,

იატაკზე იწვა და პირიდა ქაფი გადმოსდიოდა. დედამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთადერთი რაც საავადმყოფოში ექიმებმა გააკეთეს,

მისი სიკვდილის კონსტატაცია იყო, დიაგნოზით - “მშრალი" დახრჩობა.

როგორც ამერიკელმა პედიატრმა, დ. რაუხმა განმარტა, წყალი ფილტვებში ხვდება და

მის კედლებს აზიანებს. ამის გამო, სისხლი ჟანგბადს ვეღარ ითვისებს და ადამიანი,

რომელიც დიდი რაოდენობით წყალს ყლაპავს, ცურვის დროს, ნელ-ნელა კვდება

იგივე მიზეზით, რა მიზეზითაც, ადამიანები იხრჩვებიან წყალში.

“მშრალი" დახრჩობის ძირითადი ნიშნებია: მოთენთილობა, ძილიანობა, დაქანცვის

შეგრძნება და მუცლის გაბერვა.

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, 10 წლის ჯონი, აუზში ცურვიდან, 1 საათის შემდეგ

დაიხრჩო.


“მშრალი " დახრჩობა


ამიტომ, ნუ დატოვებთ ბავშვებს უყურადღებოდ, როდესაც ისინი წყალში არიან და მას

შემდეგ, რაც წყლიდან ამოვლენ. თუ შეამჩნევთ ზემოთ ხსენებულ ნიშნებიდან რომელიმეს, მაშინვე მიმართეთ ექიმს. დაგვიანება ამ შემთხვევაში, სიკვდილის

ტოლფასია.



4
632
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
632
  
2015, 4 ივლისი, 20:54
საინტერესო სტატიაა, მე მყავს ნათესავი პროფესიონალი საზღვაო მაშველია და მან თქვა: ზღვაში დამხრჩვალი ადამიანების მხოლოდ 10 % თუ იხრჩობა წყლით, დანარჩენს შიშის გამო გული ღალატობსო.
2015, 4 ივლისი, 18:55
სტატია შესაშინებლად კი არა, გასაფრთხილებლად არის გამოქვეყნებული. როგორც ბ-ნი მ. ცაგარელი ამბობს, ,,ვინც გაფრთხილებულია, ის გადარჩენილია".
2015, 4 ივლისი, 15:55
შემაშინა ამ სტატიამ
0 1 4