x
image
გვანცა1234
,,სიყვარულით არავინ მიყვარს, სიამოვნებას ვიღებ ურთიერთობებისაგან და ცხოვრებისგან''-იუნა შაფათავას ექსკლუზიური ინტერვიუ

იხილეთ ცნობილი მსახიობის და ტელეწამყვანის იუნა შაფათავას ექსკლუზიური ინტერვიუ და უფრო ახლოს გაიცანით იგი.image- რას საქმიანობ ახლა? კარიერის თვალსაზრისით რაიმე გეგმები თუ გაქვს?
- ახალი წამოსული ვარ - ვწერდი ჩემს რუბრიკას - საცვალი და ვებგვერდზე funtime.ge. იყო საკმაოდ რეიტინგული და საინტერესო. ამჟამად დავდივარ კასტინგებზე/სინჯებზე, მაქვს გეგმები - როგორც ტელე-რადიო-კინო-ჟურნალისტური ასევე შემოქმედებითი და კომერციული. ვარ sexmarket.ge-ს სახე და დაგეგმილი გვაქვს საინტერესო სიახლეები sex სათამაშოებთან დაკავიშირებით. სექტემბერში უნდა დაიბეჭდოს ჩემი წიგნი - მოთხრობათა კრებული. ვაპირებ ისევ სიმღერას - ცოცხალი შესრულებით, ვავსებ რეპერტუარს. დაკავებული ვარ ჩემი ჩოგბურთელი დის- სოფიკო შაფათავას საქმეებით - შეძლებისდაგვარად ვცდილობ თბილისიდან საინფორმაიცო მხარდაჭერა გავუწიო. ვეხმარები ცემს დას ჩემი დის შვილის - მარიას გაზრდაში. ის ახლა 2 წლის და 6 თვისაა.
- პირად ცხოვრებაში თუ გაქვს რაიმე სიახლე?
- პირადი ცხოვრება როგორც მქონდა ძალიან დატვირთული, ისევე გრძელდება:) ვიცნობ ახალ ადამიანებს, მსიამოვნებს ახალი ჭკვიანი, საინტერესო პიროვნებები. სიყვარულით არავინ მიყვარს, სიამოვნებას ვიღებ ურთიერთობებისაგან და ცხოვრებისგან. image- რისი კეთება გიყვარს თავისუფალ დროს?
- მე სულ თავისუფალი ვარ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. ჩემს ასაკში სამუშაო გრაფიკი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. დამავიწყდა მეთქვა - ჩემი ეროტიკული პორტალის დაარსება ჯერ კიდევ ძალაშია, გარკვეული კორექტივებით. ე.წ. თავისუფალ დროს ვვარჯიშობ- დავრბივარ ან ვცურავ ან ჩემთვის სასურველ ვარჯიშებს ვაკეთებ. ან თეატრში დავდივარ, ან კინოებს ვუყურებ- კლასიკურს, ან ვკითხულობ - ვიღებ ახალ ინფორმაციას, ან ვწერ ჩემს წიგნს და მოთხრობებს ან ჩოგბურთს ვთამაშობ, ან დავდივარ საქართველოს მასშტაბით ეკლესიებს ვათვალეირებ- მიყვარს ლოცვა უცნობ ადგილებში, იქ განსაკუთრებული აურაა და არავინ მიშლის. ძირითადად ვპილიგრიმობ ეკლესიებში მარტო ან დედაჩემთან ერთად. ზეგ მივდივართ ალავერდში- დედას არ უნახავს, მე კი ალავერდი განსაკუთრებით მიყვარს. მსიამოვნებს წერაც კითხვაც, სიმღერაც, ფორტეპიანოზე დაკვრაც, სპორტული აქტივობებიც. მიყვარს ახალი რეცეპტებით საჭმლის მზადება და ახალი გემოს ძებნა- მე არ ვჭამ ძირითადად- შეზღუდული პროდუქტებისგან შედგება ჩემი რაციონი სამაგიეროდ ოჯახი მიირთმევს სიამოვნებით. ძალიან მიყვარს მოგზაურობა საზღვარგარეთ და როგორც კი ამქვს შესაძებლობა- გავრბივარ სხვა ქვეყნებში. image
- როგორ რეაგირებ მედიაში გავრცელებულ ჭორებზე?
- ჩვენი მედია ძალიან ბნელი და გაუნათლებელია. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ძირითადად ჩემი ფეისბუქის გვერდიდანაა აღებული. ჭორები არც გამიგია- არ ვიძლევი საბაბს- არც მამაკაცი ფიგურირებს ჩემს გვერდში ვინმეს დასანახად, არც ქალი. სხვა დანარჩენი- წარმატებული მუშაობა- ჭორებად არ ითვლება.
- რომელია შენი საყვარელი წიგნი და რა წაიკითხე ბოლოს?
- ახლა ვკითხულობ რამდენიმე წიგნს... საყვარელი წიგნი ბევრი მაქვს. ძირითადად ვცდილობ არ დავივიწყო ფრანგული ენა - ვსტუმრობ ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას - ფრანგული წიგნების არაჩვეულებრივი არჩევანია. ასევე ვკითხულობ ინგლისურად - მაინც არ არის ჩემი მშობლიური ენა და სიტყვათა მარაგის განახლება/შეხსენება აუცილებელია. მიყვარს ზუსტი მეცნიერებები და ვკითხულობ თანამედროვე ტექნიკის განვითარების სიახლეებზე. მიყავრს კოსმოსის და სივრცის და დროის თემა. ასევე რწმენასთან და რელიგიასთან დაკავშირებული მასალები. საინტერესოა როცა ადამიანები პატარა ტვინით ცდილობენ მათთვის ამოუცნობის განმარტებას. image- უკვე ცხელი სეზონია, თუ გაქვს დაგეგმილი, როგორ გაატარებ ზაფხულს?
ჩემთვის სულ ზაფხულია. როცა მინდა და რამდენიც მინდა. დაგეგმილი არაფერი მიყვარს, სპონტანური გადაწყვეტილებები მირჩევნია - ახლა ისეთი დროა, ნებისმიერ დროს შეგიძლია აიღო პასპორტი და გაფრინდე სადაც გინდა...მთავარია - მონდომება.
- რა არის თქვენი ახალგაზრდობის საიდუმლო და რას ურჩევდით ქალებს?
- ახალგაზრდობა.... ასაკი არ არსებობს... და რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები ამაში..... რაც უფრო გემატება წლები მით უფრო ხვდები რაღაცეებს და გინდა, თავიდან დაიბადო, ფიქრობ რომ თითქოს უფრო ჭკვიანიც იქნები და შეცდომებსაც არ გაიმეორებ....გარეგნობას თუ გულისხმობთ - არაფერს არ ავკეთებ ე.წ. გარეგნული ”ახალგაზრდობის’' შენარჩუნებისთვის. ვვარჯიშობ - მომწონს როცა სხეული ტონუსშია, კანის მოვლას - არ ვუთმობ უზარმაზარ ყურადღებას, არც ბოტოქსს ვიკეთებდ და არც პლასტიკურ ოპერაციებს - მთავარია რა შეიძინე ამ ცხოვრებაში რა ისწავლე... როცა ადამიანს ელაპარაკები- თვალებში უნდა უყურო და მიხვდები, რომ სულს ასაკი არ გააჩნია.... imageდიდი მადლობა იუნას, რომ იყო ასეთი საინტერესო და გულწრფელი რესპოდენტი. წარმატებები მას კარიერულ და პირად ცხოვრებაში.

imageimageimage

4
189
11-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
189
  
2015, 4 ივლისი, 21:24
არადა ლამაზი ქალია ))
2015, 4 ივლისი, 20:52
წადი ბებო დაისვენე, გაგივიდა უკვე ყავლი და არ გიხდება ცანცარი. :)
2015, 4 ივლისი, 16:38
ძალიან მომწონს ეს ქალი. ქარიზმა აქვს რაღაც განსხვავებული.
0 1 4