x
image
natia.a
სასარგებლოა თუ არა საზამთრო და ნესვი - ეს ბევრმა არ იცის!
image


ამ ორი ნაყოფის განუმეორებელი გემო ყველასთვის ზაფხულთან, მზიან დღეებთან, არდადეგებთან, დასვენებასთან ასოცირდება. მაგრამ იცით თუ არა, რა სარგებლობა ან ზიანი შეიძლება მოუტანოს საზამთრომ და ნესვმა თქვენს ორგანიზმს?


image

ნესვის სარგებელი


ნესვი შეიცავს ძალიან მნიშნელოვან მიკროელემენტებს, რომელთაც ეკუთვნის თუთია, კალციუმი, დიდი რაოდენობით გლუკოზა და, ასევე А, С, В და Р ჯგუფის ვიტამინებს. ყველა ეს სასარგებლო ნივთიერება გახსნილია წყალში, რისგანაც შედგება ნაყოფის 95%.



ნესვში დიდი რაოდენობით არის ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს სეროტონინის - გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედი ჰორმონის გამოყოფას. ამგვარად, ეს ნაყოფი განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც აწუხებთ დეპრესია, სტრესი, უხასიათობა. ამასთან, ნესვი აღიარებულია, როგორც შესანიშნავი იმუნოსტიმულატორი და, შესაბამისად დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებაში.


ნესვის უკუჩვენებები


ნესვის მოხმარება მინიმუმამდე უნდა შეამცირონ მათ, ვინც დიაბეტით არის დაავადებული ან ზედმეტი წონა აწუხებს. ამ ადამიანების ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიაყენოს ნესვის შემადგენლობაში შემავალმა დიდი რაოდენობით შაქარმა. თუმცა მისი ზედმეტი რაოდენობით მირთმევა ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც არ არის რეკომენდებული, რადგან ამ შემთხვევაში ნესვს შეუძლია დიარეისა და მეტეორიზმის პროვოცირება.



image

საზამთროს სარგებელი


შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საზამთროს მხოლოდ 87%-ს შეადგენს წყალი. დანარჩენი ელემენტებია შაქარი, ვიტამინები და მიკროელემენტები. მთავარი შემადგენელია ვიტამინი С, В ჯგუფის ვიტამინები (უმეტესად - В1 და В2), ვიტამინი PP და ფოლის მჟავა. მიკროელემენტებიდან კი მასში შედის კალიუმი და მაგნიუმი.


მედიკოსები საზამთროს მოხმარებას ურჩევენ თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებს, ასევე გულის უკმარისობითა და ჰიპერტონიით დაავადებულებს. თუმცა ზომიერება, ცხადია, ყოველთვის უნდა იყოს დაცული. საზამთრო კარგად უმკლავდება დისბაქტერიოზს და დადებითად მოქმედებს ერითროციტების წარმოქმნაზე.


საზამთროს უკუჩვენებები


საბედნიეროდ, ამ გემრიელი ნაყოფის პირდაპირი უკუჩვენებები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. მაგრამ ექიმები მაინც გვირჩევენ ზომიერება შევინარჩუნოთ და არ მივირთვათ დღეში 2 კილოგრამზე მეტი. ხოლო მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი ან მწვავე გლომერულონეფრიტი აწუხებთ, საზამთროს დღიური ნორმა სასურველია იყოს არაუმეტეს 200 - 300 გრამი.


4
9477
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
9477
  
2015, 3 ივლისი, 18:49
Dიდი მადლობა შეფასებისა და გაზიარებისთვის.
2015, 3 ივლისი, 16:35
მეც გავაზიარე.
2015, 3 ივლისი, 16:30
Gავაზიარე
2015, 3 ივლისი, 16:19
ეგ ჩემზე არ ვრცელდება დღეში 10 კილოც მიჭამია ერთ ჭამაზე,საზამთრო
0 1 4