x
image
Guns N Roses
13 ივნისი - 3 დაკარგულის 3 ისტორია

image13 ივნისის საბედისწერო ღამეს, ელიზბარი მეგობრებთან, ირაკლისა და პაატასთან ერთად რესტორანში ქეიფობდა, მოსკოვიდან ორი დღის ჩამოსული იყო. კოკისპირულად წვიმდა, ტაქსი გამოიძახეს, მაგრამ პირველ გამოძახებაზე ტაქსი არ მოვიდა, ლოდინი დასჭირდათ, სანამ სხვა მოვიდოდა...ჯერ პაატა ჩავიდა სახლთან ვაკეში, შემდეგ ახალი გზით მძღოლს ელიზბარი სახლში უნდა მიეყვანა...
შეშფოთებულმა მეგობარმა პაატას აცნობა, - ვიხრჩობიო, შველას სთხოვდა. მაშინვე გამოვარდა პაატა სახლიდან, ირაკლისაც შეატყობინა და იმ მიმართულებით წავიდა, სადაც მეგობარი ეგულებოდა. სამწუხაროდ იქამდე მისვლა ვერ შეძლო, მალე თვითონაც წელამდე წყალში იდგა, უცებ ღვარცოფიც წამოვიდა. პაატა ახლობლებთან იხსენებს: - წამებში ქუჩა კუნძულის მაგვარ ადგილად იქცა, იქ შევხტი, დიდ ხეს ჩავებღაუჭე და მასზე ავბობღდიო. თურმე ამ დროს ისევ დაურეკა ელიზბარმა, - ბიჭო, მგონი საერთოდ ვიღუპები, მიშველე! ტელეფონიც გაითიშა, ხეზე ამძვრალი პაატა ღვარცოფმა გაიტაცა, კარგა მანძილზე წაიღო, ბოლოს ნაპირს მიახეთქა. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ირაკლიც ეძებდა მეგობრებს - ტალახში ამოსვრილი პაატა მოგვიანებით ნახა, მამაკაცი მწარედ ქვითინებდა, განიცდიდა, მეგობარს რომ ვერ უშველა. მას მერე ოჯახის წევრები და ახლობლები ელიზბარ ბაღაშვილს უშედეგოდ ეძებენ.
ელიზბარ ბაღაშვილი წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. ის პროფესიით არქიტექტორია, სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა. მეუღლე და ქალ-ვაჟი ჰყავს. მისი ოჯახიც ორ დღეში საქართველოში უნდა ჩამოსულიყო. მომხდარი მოსკოვში შეიტყვეს, ახლა აქ არიან და დაკარგულს ეძებენ. ჯერ საავადმყოფოებში დარბოდნენ იმ იმედით, რომ იქ იპოვიდნენ. თურმე გამოჩნდა ის ტაქსის მძღოლი, რომელსაც ელიზბარი მიჰყავდა. მას უთქვამს, - მანქანიდან გადმოვედით, დიდი წყალი იყო, მე ცოტა ხანს შევყოვნდი მანქანასთან, რადგან მანქანის დატოვება დამენანა, ვხედავდი, ელიზბარი და კიდევ 4-5 ადამიანი მაშველმა რომ წაიყვანა, მერე არ ვიცი რა მოხდაო. შესაძლოა, სწორედ, მაშველი ზურაბ მუზაშვილი ცდილობდა მათ გადარჩენას. ცნობილია, რომ ისიც შეეწირა ტრაგედიას. არავინ იცის, რეალურად იქ რა მოხდა.

მესამე კვირაა, მაშველები ასევე უშედეგოდ ეძებენ 27 წლის სერგი კაპანაძეს და 33 წლის ბექა ბუთურიშვილს. დილიდან საღამომდე ტრაგედიის ადგილას ტრიალებენ მათი ოჯახის წევრები. ისინი საკუთარი ძალებითაც ცდილობენ დაკარგულების პოვნას. სამართალდამცავთა ზარს შიშით ელიან. ვინ იცის, უკვე მერამდენედ მოუხდათ პროზექტურაში ამოცნობაზე მისვლა. ამბობენ, იქიდან გამოსვლის შემდეგ აღარ ვიცით, უნდა გვიხაროდეს თუ უნდა გვწყინდესო.


0
600
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0