x
image
Guns N Roses
კალორიების დაწვის 10 სასიამოვნო და მარტივი მეთოდი

imageისეირნეთ ველოსიპედით - ამ ხერხით თქვენ 15 წუთში 102 კალორიას დაწვავთ
საუზმემდე გაიარეთ ფეხით - უზმოზზე მოძრაობა მეტაბოლიზმს აჩქარებს, თანაც ფეხით სიარულისას 20 წუთში თქვენ 105 კალორიას დაწვავთ.
იარეთ კიბეზე - დაივიწყეთ ლიფტი და ესკალატორი. კიბეზე ასვლის დროს წუთში 10 კალორია იწვება.

ხშირად გაიღიმეთ - 1 წუთიანი სიცილი 1, 3 კალორიას წვავს. უყურეთ კინო კომედიებსა და იუმორისტულ შოუებს, გაატარეთ დრო ხალისიანი ადამიანების საზოგადოებაში.

ნუ დაჯდებით - კალორიების დაწვა ფეხზე დგომისასაც
შეგიძლიათ. ეცადეთ ხშირად იდგეთ ფეხზე, ნუ დაჯდებით თუნდაც ტელეფონზე საუბრის დროს და ეს კალორიების დაწვაში დაგეხმარებათ.

დაამატეთ სანელებლები - დიეტური საკვები უგემურია, ამიტომ მისი ჭამა რომ უფრო მარტივი გახდეს დაამატეთ სანელებლები. ოღონდ ეს არ ეხება ყველა სანელებელს, შეარჩიეთ ისეთი რომელიც კალორიებს არ შეიცავს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

მამაკაცური სიამოვნებები - ბოულინგი, ბილიარდი ან თევზაობა... როდესაც თქვენი რჩეული რაიმე მსგავსით დაკავებას გთავაზობთ არ თქვათ უარი. ამით თქვენ რამდენიმე სარგებელს ერთდროულად მიიღებთ, გაერთობით საყვარელ ადამიანთან ერთად და თან დაწვავთ კალორიებს.

შოპინგი - მაღაზიებში სიარულის დროს კალორიები ზუსტად ისე დნება, როგორც ყინული მზეზე. ნაბიჯების მზომის დახმარებით დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრში ერთი გასეირნებისას ქალი საშუალოდ 2, 5 კილომეტრს გადის ფეხით. გახდომის ამ მეთოდის არჩევა თქვენი ბიუჯეტისთვის სასარგებლო არ გახლავთ თუმცა თქვენს ფიგურას ნამდვილად წაადგება.

წყლის პროცედურები - აბაზანა სხეულის გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალებაა. გარდა ამისა საოცრად ეფექტურია საუნა, რომელიც წონაში კლებასთან ერთად ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან ათავისუფლებს.


0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0