მუსიკა ნიუ-იორკში გაიმართა თბილისის წყალდიდობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი 2015, 2 ივლისი, 9:38 ნიუ-იორკში გაიმართა 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტი დაიწყო დიდ ეკრანზე წარმოდგენილი თბილისის წყალდიდობის ვიდეო-კადრების დემონსტრირებით.მომღერალ ნუცა შანშიაშვილს დრო ცოტა ჰქონდა.სარეკლამო კამპანიის ორგანიზება ვერ მოასწრეს.თუმცა სოციალურ ქსელს დიდი ძალა აქვს. "ფეისბუქზე" გაკეთებულ განცხადებას მოულოდნელად ბევრი მსურველი გამოეხმაურა.მთლიანად შეგროვებული თანხები გადაერიცხებათ თბილისის წყალდიდობისგან დაზარალებულ მაცხოვრებლებს. თანხა თითქოს ერთი შეხედვით სიმბოლურია 10 000$, თუმცა იმაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ნებისმიერი თანხა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი ჭერი არ გააჩნიათ დიდი შეღავათია. ამ ფაქტის შესახებ სიუჟეტი ტელეკომპანია RTVi-მ მოამზადა. 124 6-ს მოსწონს 1-ს არა
|