საბუნებისმეტყველო 2015 წლის 30 ივნისს დედამიწაზე დრო ერთი წამით გაგრძელდება 2015, 29 ივნისი, 17:50 დღე და ღამე, რომელიც დაიწყება 2015 წლის 30 ივნისს, გაგრძელდება ჩვეულებრივზე უფრო ხანგრძლივად, ანუ ერთი წამით მეტი. სამშაბათს იქნება 23 საათი 59 წუთი 59 წამი, შემდეგ 23 საათი, 59-ე წუთზე 60 წამი, და ბოლოს მოდის 0 საათი, 0 წუთი და 0 წამი.
აქამდე მისი ხანგრძლივობა 86400 წამი გახლდათ.
ანუ:30.06.2015 23 სთ 59 წთ 59 წმ 30.06.2015 23 სთ 59 წთ 60 წმ 01.07.2015 00 სთ 00 წთ 00 წმ. იქნება. დროის კოორდინირება იმითაა გამოწვეული, რომ დედამიწა ნელ-ნელა ბრუნვას ანელებს, ხოლო დღე და ღამე რეალურად ხანგრძლივდება. საათის ისრების დღევანდელი გადაწევა, ისტორიაში უკვე 25-ე იქნება პირველად "ზედმეტი წამი" 1972 წელს დაამატეს. 1970 წელს საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით ორი სტანდარტული დრო დადგინდა: UT1 დედამიწის ბრუნვაზეა დამოკიდებული, ხოლო UTC (საერთაშორისო კოორდინირებული დრო) ატომურ დროს ეყრდნობა. რა ხდება ერთ წამში? -იბადება 4, 3 ადამიანი, კვდება 1, 8. -ამაზონის ჯუნგლებში 11 ხე იჭრება. -საერთაშორისო კოსმოსური სადგური 8 კილომეტრს გადის. -პლანეტის მოსახლეობის 1% ისეთი გალეშილი მთვრალია, რომ მათზე ზედგამოჭრილია სიმღერა"ვაი ვეღარ ვხედავ მზეს..." -ფაბიო კაპელო-რუსეთის საფეხბურთო მწვრთნელი ღებულობს 28, 5 ევროცენტს. 203 10-ს მოსწონს 1-ს არა
|