x
image
candice
მითი ყავაზე
გავრცელებულია აზრი, რომ ყავა ამაღლებს წნევას, მოქმედებს გულზე, აყვითლებს კბილებს და აბერებს კანს...

მსოფლიოში იაპონია პირველ ადგილზე სიცოცხლის ხანგრძლივობით და მეორე ადგილზეა- ყავის მოხმარებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადანიანებს, რომლებიც დღეში 3-4 ფინჯან ყავას სვამენ, ნაკლებად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ სვამს. გარდა ამისა ყავა ამცირებს ღვიძლის ციროზსა და შარდ-კენჭოვანი დაავადებების განვითარების რისკს.

ყავა აყვითლებს კბილებს- ეს არასწორია, რადგან კბილის ემალზე პასუხს აგებს გენები.

მრავალრიცხოვანმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს ყავასა და ჰიპერტონიას (წნევას) შორის.


ხსნადი ყავა არ არის ნატურალური-არასწორია, რადგან ხსნად ყავასაც ამზადებენ იმავე მასალისგან, რითაც დაფქულს. მოხალვის შემდეგ მარცვალს ფქვავენ, ხარშავენ და აშრობენ, მიღებული ექსტრატი თვისებებით იდენტურია დაფქული მარცვლებისაგან მოხარშული ყავის.

თუ ყავას სვამთ და დივანზე ისვენებთ, რა თქმა უნდა, წონაში ვერ დაიკლებთ, სამაგიეროდ, სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყების წინ, ფინჯანი ყავა აიძულებს ორგანიზმს დაწვას არა ნახშირწყლები, არამედ დაგროვილი ცხიმი, გარდა ამისა, ყავის რეგულარულად სმა ადამიანს უფრო ამტანს ხდის.

შეიძლება ყავამ ორგანიზმში შეამციროს კალციუმის რაოდენობა და ეს მოხდება მაშინ, თუ თქვენ არ იღებთ ამ ელემენტს საკვებიდან. ეს რომ არ მოხდეს, დაამატეთ ყავას რძე.

image


















0
310
4-ს მოსწონს
ავტორი:candice
candice
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0