x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
არასრულწლოვანთა განრიდება ნასამართლეობისგან - 1 შანსი დამნაშავეს
imageდღეს საქართველოში მოქმედებს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, რომელიც ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია .

რას გულისხმობს ეს - როდესაც არსებობს კანონით გათვალისწინებული პირობები, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანი ჩაერთვება განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში იგი არ დაისჯება დანაშაულისათვის, ანუ შეწყდება ან არ დაიწყება მასზე სისხლისსამართლებრივი დევნა.


არასრლუწლოვანს, რომელმაც :
1) პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული
2) რომელაც ამ პროგრამაში არ მიუღია ადრე მონაწილეობა
3) რომელიც აღიარებს დანაშაულს და მზად არის ბოდიშჲ მოიხადოს დაზარალებულის წინაშე ( ასეთის არსებობისას )
4) და თუ პროკურორის შინაგანი რწმენით არ არსებობს დევნის დაწყების ან გაგრძელების საჯარო სამართლებრივი ინტერესი

--------- მიეცემა ერთი შანსი, მას ეპატიება ქმედება და დაიდება ხელშკრულება, რომლით განსაზღვრული უფლება მოვალეობების ზუსტი შესრულების შემთხვევაში მოხდება მათი განრიდება ნასამართლეობისგან და სისხლის სამართლის სისტემისგან.


მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ანუ მაგალითად, პროკურორს აქვს არასრუწლვონის საქმე, რომელიც ადრე კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდა, მისი დანაშაული ნაკლებად მძიმეა, მას დადებითად ახასაიათებენ და პროკურორს აქვს შინაგანი რწმენა, რომ ამ არასრწლოვნის ''დასჯა უსამართლოა''.ანუ არის კარგი ბავშვი, და მძიმე დანასაული არ ჩაუდენია. ასეთი არასრწულვოანი მისივე თანხმობით ერთვება პროგრამაში.


განრიდებასა და მედიაციას შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ მედიაცია გუსლიხმობს მედიატორის ჩართვას, ანუ შუამავლის დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის, ხოლო განრიდების შემთხვევაში დაზარალებული არაფერშუაშია და არც მედიატორია საჭირო. იდება მხოლოდ შეკრულება არასრუწლვონათან, რომელიც ავალდებულებს ამ უკანაკსნელს მაგალითად რაიმე წიგნის წაკითხვას, განსაზღვრულ ღონისზიებებში ჩართვას, საზოგადოებრივ შრომას და ასე შემდეგ.

მთელ ამ პროცესში ჩართულნი არიან როგორც იურისტები, ასევე ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები.

თუკი არასრუწლოვანი ზედმიწევნით შეასრულებს ხელშეკრულების პირობებს და მისი მოქმედების განმავლობაში არ ჩაიდენს რაიმე მარლსაწინააღმდეგო ქმედებას, იგი არ გასამართლდება, განერიდება ამ სტატუსს. ფაქტიურად ეს პროგრამა იძლევა მეორე შანსს


დღესდღეობით განრიდების პროგრამაში ჩართულია 200 მდე არასრულწლოვანი.


დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ადეიშვილის ბრძანებაში.

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0