"რისთვის დავრჩი მე ცოცხალი, რატომ წაიყვანა უფალმა ის საწყალი ადამიანები, ახალგაზრდები, დედები, მამები, დები, ძმები? " - ლევან ვასაძე
ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა თბილისში 13-14 ივნისის ღამეს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ოცამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქის ინფრასტრუქტურას დიდი ზარალი მიაყენა. ბიზნესმენი ლევან ვასაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც დიდ გულისტკივილს გამოთქვამს დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და საქართველოში ბოლო ხანებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ თვალსაზრისს გვიზიარებს:
"ტრაგედიის დღეებში ისევ გამოჩნდა ჩვენი ხალხის ძირძველი გულიანობა, თავგანწირვა და უანგარობა.
ტრაგედიის შემდგომი დღეების ყველაზე გამაოგნებელი ნიშანი კი არის ის რომ, როგორც ჩანს, ჩვენი მედია და სახელმწიფო, განცხადებების მიუხედავად, არ ჩქარობენ იმსჯელონ კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე, არც ტექნიკურზე და, რა თქმა უნდა, არც მეტაფიზიკურზე.
ექსპერტთა აყალმაყალში ვერავინ ვერ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა. სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს.
იმ საშინელ ღამეს ათობით ადამიანი დაგვეღუპა და ათასობით გადაგვირჩა. გადაგვირჩა არა ჩვენი წინდახედულობით, არამედ ღვთის წყალობით.
კოლხურ–იბერიულ მოდგმაში სიტყვა „წყალობა“ წყალზე არის დაფუძნებული.
ეს იმიტომაც, რომ ნათლობისას ადამიანი წყლით იძენს ღვთის უდიდეს წყალობას, ქრისტიანულ სულს. (გაუგებარია საიდან უნდა სცოდნოდა ეს წინასწარ წარმართ, ანუ წარსულში მართალ, ქართველ ერს.)
და ეს იმიტომაც, რომ წარმართულ ხანაში მომხდარი მთავარი ტრაგედიის მერე, მოწყალე ღმერთმა ნოეს აღუთქვა, აღარასოდეს დაეღუპა გახრწნილებისათვის დასჯილი მთელი კაცობრიობა წარღვნით. ამიტომ ჰქვია ბიბლიის ქრისტემდელ ნაწილს ძველი აღთქმა, ანუ დაპირება. ამ აღთქმის ბეჭდად კი მან ნოეს ცაზე პირველი ცისარტყელა მოუვლინა. ამიტომაც არის, რომ ჭინკებს გარყვნილების დროშად სწორედ ცისარტყელა აურჩევიათ, მათი ჭინკური, უწესო ცხოვრებით გამოწვეული სასიკვდილო დაავადებების სასჯელი უგულებელსუყვიათ და ფულისა და დროებითი, წუთისოფლური სიამეებისათვის თავი დაუბრმავებიათ.
ღმერთი აღთქმას კი იცავს, მთელ კაცობრიობას წარღვნით არ ღუპავს, მაგრამ ხანდახან მისი რისხვა რაიმე ადგილას ასეთიც არის. მისგან დაშორებულ ადამიანთა საზოგადოებაში ვინც ამაზე ბედავს საუბარს, ის უმალვე დაცინვისა და რელიგიურ ფანატიზმში ბრალდების ობიექტი ხდება. ასე იქნება სამწუხაროდ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგაც. თანამედროვე ადამიანების ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია კრიზისსა და მის გამომწვევ საზოგადოებრივ საქციელს შორის მიზეზ–შედეგობრივი კავშირის გააზრების მცდელობაც კი.
1929 წელს, როდესაც უოლ–სტრიტმა ნგრევა დაიწყო, რასაც შემდგომ „დიადი დეპრესია“ მოჰყვა, ათონზე წმინდა ნიკოლოზ სერბელი ბერ–მონაზვნობდა. როდესაც მას ევროპიდან ერთერთმა სულიერმა შვილმა წერილი მისწერა თხოვნით, აეხსნა, თუ რა არის კრიზისი, წმინდანმა უპასუხა, აბა რა ვიცი მე, უბრალო ბერმა, პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებო. მაგრამ გეტყვი, რომ კრიზისი ბერძნული სიტყვაა, რომელიც ღვთის სამართალს ნიშნავსო. და სანამ ევროპელები სინდისთან ახლოს იყვნენ, ისინი მოვლენებს თავიანთ სახელს უწოდებდნენ თავთავიანთ ენებზეო. და აი, როდესაც მათ მოინდომეს დაემალათ მოვლენათა ჭეშმარიტი არსი, მათი კავშირი გამომწვევ მიზეზებთან, მაშინ მათ ბერძნული და ლათინური ეუფემიზმების შემოღება დაიწყესო. ასე რომ ეგ ღვთის სამართალი, კრიზისად თარგმნილი, თითქოს იგივეა, თუმცა უკვე სულ სხვა, არავისი ბრალით გამოწვეული სტიქიის აზრობრივ დატვირთვას ატარებსო. აი ღვთის სამართალი კი რისთვის გვეგზავნება, ეს ვიციო. იგი მოდის ჩვენს თავს, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ ერთმანეთზე ზრუნვას, ვიკეტებით ჩვენს ეგოიზმში და მოწყალე ღმერთი უშვებს ჩვენზე სასჯელს, რათა გამოგვზარდოს და საბოლოო დაღუპვას გადაგვარჩინოსო.
ბევრი ვიფიქრე, რა ენაზე დამეწერა ეს გულისტკივილითა და ჩვენს მომავალზე მწუხარებით სავსე წერილი, მშრალ–ფაქტობრივ–ანალიტიკურზე, თუ ემოციურ–გონივრულზე. ვერ ავირჩიე და შემინდეთ, რომ შეურევნელის შერევას ვეცდები აქ.
მეორე დილას თბილისში ბევრგან გაიგონებდით: „ბეწვზე გადავრჩი, “ „ორი წუთის წინ იქ გავიარე“ და ასე შემდეგ. მეც და ჩემი ოჯახიც მასეთების რიცხვში ვართ, რადგან მომწყდარ გზაზე დღეში ორ–ორჯერ მაინც დავდიოდით ჩვენი სკოლისა და სარაგბო კლუბის 500–ოდე ბავშვსა, მასწავლებელსა და თანამშრომელთან ერთად.
წყნეთი–სამადლოს (ბეთანიას ტყუილად რომ ეძახიან) სერპანტინი დაახლოებით 00:45 მოწყდა, მოწყვეტილმა სერპანტინმა თავის მხრივ, გზის ზევითაც და ქვევითაც, მეწყერი გამოიწვია, რომელმაც უმალვე ვერე დააგუბა, შემდეგ ღვარცოფის მიზეზი გახდა, დაგუბებულმა ვერემ კი წარმოქმნილი კაშხალი მალევე გაარღვია, ქალაქი დაანგრია და ხალხი დაღუპა თბილისში.
რისთვის დავრჩი მე ცოცხალი, რატომ წაიყვანა უფალმა ის საწყალი ადამიანები, ახალგაზრდები, დედები, მამები, დები, ძმები, ვინ იცის, ღმერთო, შენი ნება. ანდა რამხელა უბედურებას გადავურჩით, რომ ეს დღისით არ მოხდა, რამდენად დიდი იქნებოდა მსხვერპლი წყნეთი–სამადლოს მონაკვეთზეც, სადაც ყოველდღე დაგვყავდა ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის ბავშვები და მასწავლებლები, ღმერთო, ვერეს ხეობაშიც, „მზიურში“განლაგებულ სკოლაშიც, იმ დაწყევლილ ახალ გზაზეც, რომელიც ოთარ ლითანიშვილის დროინდელი საბჭოთა პროექტის მიხედვით აჩვენეს უგულავას მარტო იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ გადააფიქრებინებდნენ კიდევ უფრო მარაზმატიკულ პროექტს ჭავჭავაძის თავზე რკინა–ბეტონის ესტაკადის მშენებლობისა.
გული მიკვდება ჩვენი ახალგაზრდა მთავრობის მუხლჩაუყრელი, ალალი შრომის შემხედვარე. თან მიხარია მათი სინდისიერი საქციელის ცქერისას და თან სიმწრით ვარ სავსე მათვე შეუვალობაზე და შეუსმენლობაზე.
არ დარჩენილა არც ამ, არც წინა ხელისუფლების არც ერთი ხელმძღვანელი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომლისათვისაც არ მეთხოვა, წყნეთი–კიკეთის გზა დააგეთ მეთქი. ვეუბნებოდი ამას პირად საუბრებში, პრესის ფურცლებზე, ტელევიზიის ეკრანებიდან. ჩემი საშუალებით რაც შემეძლო გავაკეთე, გზა სკოლამდე, სკოლა, გაზი, ტრაბახით არ ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაგას ვერ გავწვდებოდი ჩემი სახსრებით. „ვნახოთ, ლევან!“ „კი, აუცილებლად!“ „მგონი შეტანილია ბიუჯეტში, “ „მგონი გზებს ვაგებთ უკვე, “, „ვიცი რომ რაღაც ფული გამოყოფილია, “„ვეტყვი, “ „დავავალებ, “ წელს ვერ მოესწრება, “ „წელს მოვახდენთ რეაბილიტაციას.“ (ანუ ისევ „დალატკვას, “ რომელიც ფულის ყრის მეტს არაფერს აძლევს ქვეყანას და რომელიც კანონით უნდა აიკრძალოს, როგორც სახელმწიფოს რესურსების ფლანგვის ერთერთი მექანიზმი.)
მერიაში, მოიკითხოს ვინმემ კომპეტენტურმა, ახლაც დევს ჩვენი სკოლისა და რაგბის კლუბის სახელით მიწერილი არაერთი წერილი, თხოვნითა და გაფრთხილებით: გზა ავარიულია, ზედ ბავშვები დაგვყავს, გაინძერით სანამ უბედურება არ მომხდარაო. ადგილობრივ მოხელეებს რომ ვეუბნებოდი, რატომ არ ინძრევით მეთქი, ჩვენ შენს იმედზე ვართ, უფროსობისადმი თხოვნა გვეშინიაო. ახლა ელოდონ ლენჩებივით, სანამ კოჯრის ჯოჯოხეთურ გზაზეც რაიმე მსგავსს არ მოიმკიან.
იმ მომწყდარ სერპანტინს საბჭოთა დროიდან სანიაღვრე არავინ გაურემონტა, საშინელ, ავარიულ საფარზე რომ არაფერი ვთქვა, რომლისათვისაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იმ ქალაქის მერსა და საგზაოს უფროსს, როგორც მინიმუმ სამსახურიდან დაითხოვდნენ იმ დღესვე.
იმ მომწყდარ მონაკვეთზე სანიაღვრე რომ ყოფილიყო, გზის საფარი ხევისკენ მაინც რომ ყოფილიყო დაქანებული და არა პირიქით, სერპანტინი წყლით სავსე თაროდ არ გადაიქცეოდა, წყალი სერპანტინს არ მოწყვეტდა, გზის ზემოთ–ქვემოთ მეწყერს არ გამოიწვევდა, ვერე არ დაგუბდებოდა, ღვარცოფად არ გადაიქცეოდა, თბილისს არ მიანგრევდა, ამდენი ხალხი ცოცხალი იქნებოდა.
ამდენი წლის მანძილზე ჩვენი მერიისა, საგზაო დეპარტამენტისა და ინფრასტრუქტურის სამსახურებს, რომ თავიანთი მოვალეობა შეესრულებინათ, რომელშიც მათ ხელფასს ვუხდით, დაეხარჯათ ამ მონაკვეთისათის საჭირო შვიდიოდე მილიონი ლარი, რომელსაც ქვეყანა ვერც კი შეამჩნევდა, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.
ახლა ჩამონგრეული სერპანტინის აღდგენა დაუჯდებათ დაახლოებით 30 მილიონი ლარი, მერე ის შვიდიოდე მილიონი ზედ მაინც უნდა დაახარჯონ ასფალტისა და სანიაღვრეებისათვის. თბილისის ზარალი, ხადურის თქმით 40 მილიონი ლარია, ვშიშობ რომ ეს ძალიან ზედაპირული, სამჯერ შემცირებული ციფრია. ამრიგად ის რაც 7 მილიონად უმსხვერპლოდ გაკეთდებოდა, ასე 200 მილიონი ლარად და უდიდეს მსხვერპლად დაუჯდება ამ ჩვენს ღატაკ ქვეყანას. და რაც მთავარია იმ ადამიანების სიცოცხლეს, იმ ოჯახების უბედურებას რაღა ეშველება?
ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, არავინ! ცხრა წელი ნაცებისა და სამი წელი ქოცების ხელში ამისათვის ქვეყანას არ ეცალა. და საქმე იქნებ არც იმაშია, რომ ამ ჩვენი ღარიბი, გაუბედურებული სახელმწიფოს ბიუჯეტსა და აზროვნებაში მხოლოდ კრიზისებზე რეაქციის რესურსები თუ მოინახება ასე თუ ისე. ვის სცალია, ბატონო, პროაქტიული და პროფილაქტიკული აზროვნებისა და მოქმედებისათვის, ჩვენ ხომ მხოლოდ „დალატკვა“ და მკვდრების დატირება შეგვიძლია, სანამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიხარჯებით.
და მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ჩვენს ახალგაზრდა, მონდომებულ პრემიერსა და მის გუნდს ქვეყანაზე არ ზრუნვაში, ზემოთთქმულის მიუხედავად. ისინი, უფრო სწორად მათი დიდი ნაწილი, ერთადერთი სახელისუფლებო შტო არიან, რომლებიც ალალად ცდილობენ მაინც ქვეყანაზე იზრუნონ.
აი დანარჩენი სახელისუფლებო 5–ვე შტო კი (ორი ოფიციალური – სასამართლო და პარლამენტი და სამი არაოფიციალური – ტელევიზიები, არასამთავრობოები და ზოგიერთი უცხოური საელჩო) მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს მთავრობას ქვეყნის ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტაში.
შეადარეთ რამდენი ფული, დრო და ყურადღება იხარჯება მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე და მიხვდებით, რატომ ვამბობ დაუღალავად, რომ მათ საქმიანობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათრახი და მკაცრი კონტროლი სჭირდება.
მაგრამ რა ქნას ამ ჩვენმა ვითომ დამოუკიდებელმა ქვეყანამ, გაჩხერილმა ორი ერთმანეთზე დაჯახებული იმპერიის კბილებში, როგორ გამონახოს საკმარისი სიბრძნე და სიყოჩაღე, რომ ამ ჯოჯოხეთიდან გამოძვრეს და ცოტა მაინც აიმაღლოს ნამდვილი დამოუკიდებლობის ხარისხი?!
გადაივლის ეს უბედურება და გავხდებით მომსწრენი იმისა, თუ ისევ რამდენი მილიონი დოლარი, ლარი, სატელევიზიო წუთი და ნერვის უჯრედი დაეთმობა გარყვნილების პროპაგანდის დაცვას, ქეშების უფლებების გაფართოებას, ოჯახური ძალადობის ვითომ აღმოფხვრას და სინამდვილეში ოჯახის ინსტიტუტის რყევას, შუშის თვალებიანი ჩინოვნიკების მხრიდან პერვერტებისათვის სქესის შეცვლის ოპერაციებზე ზრუნვას და რა ვიცი კიდევ რა უბედურებას, სანამ ქვეყანაში ასი ათასი ჩვილი კვდება ყოველ წელს დედის საშოში აბორტის დანის ქვეშ, 75 ათასი ბუნებრივად კვდება და მხოლოდ 55 ათასი იბადება, სანამ სამას ოცდაათი ათასი ღირსება აყრილი და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი ელოდება სამართალს და ქვეყანა თავზე გვენგრევა, სანამ 320 ათასი ნარკომანის საპირისპიროდ ქვეყანაში მხოლოდ 18 ათასი სპორტსმენია რეგისტრირებული, სანამ მთაში 24% მოსახლეობის ნაცვლად 4% დაგვრჩა და მალე მხოლოდ 1% დაგვრჩება მოშიშვლებულ სასაზღვრო ზონებში, სანამ ჩვენი ერი გადაშენების გზაზეა დამდგარი? რამდენი სერპანტინია კიდევ ასე შეკიდული, რამდენი ელბაქიძე ჩასავარდნი, რამდენი სახლი მისული წაქცევის პირას, როდის მისცემენ ეს ჩვენი ახალი ბატონები ამ ჩვენს მთავრობას ამ პრობლემებზე ზრუნვის სივრცეს, დროსა და საშუალებას?
დავდივარ ახლა კიკეთში კოჯრის მხრიდან, იმ ღამეს სასწაულად არ შემდგარი ჩემი დაღუპვის ადგილთან და ირონიული და ტრაგიკული ის არის, რომ ეს გზა წარღვნამდეც ისეთივე იყო და ახლაც ისეთივე არის, როგორც ჩამონგრეული სერპანტინი და მინგრეული ვერეს ხეობა. და რა ვიცი რამდენ ხანს იქნება ისევე, სანამ ჩვენი ყველა ჯურის ხელისუფალნი რიგრიგობით ებრიქებიან პატრიარქს, სანამ ჩვენ ეფემერული ევროპის ჭაობიან პერიფერიად ყოფნაზე ვოცნებობთ, ნაცვლად იმისა რომ 30 მილიონიანი კავკასიის ცენტრი ვიყოთ, რომელშიც ევროპიდანაც ავიღებთ ასაღებს და აზიიდანაც, მაგრამ არ მივიღებთ არაფერს, რაც შეარყევს ჩვენს ტრადიციას, საყრდენსა და კულტურულ პრესტიჟს ჩვენთვის სასიცოცხლო რეგიონში, რომელშიც საუკუნეებია ვცხოვრობთ და კიდევ საუკუნეები უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, როდესაც გავიღვიძებთ ამ ჰიპნოზიდან, რომელშიც მეოთხედი საუკუნეა ვიმყოფებით.
ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ ტელე „იმედზე“ გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს, ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს. სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ. ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე საუბრისათვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისათვის კარგი ნიადაგი. მათ უნდა გვახარჯვინონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების თვეები და წლები მოსმენის ღილაკებზე, უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე, ვინ სად დაინიშნება იმის განხილვაზე, გეგონება რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს გზებზე.
ამასობაში, მათი ყროყინის შორის პაუზებში, რეკლამა კაზინოებში გაუბედურებას სთავაზობს ზღაპრული მიწა–წყლის მიმტოვებელ და უფუნქციოდ, ტექნოგენურ თბილისში ჩახერგილ უბედურ ქართველებს, რომლებიც ამ უძრაობასა და უაზრობაში მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დადგება მათი ჯერი, დაემართოთ კიბო, ყველას ჯვარისწერია, რათა გაყიდონ ის თბილისის ბინაც და როგორმე გაიხანგრძლივონ ჯოჯოხეთი, რომელსაც თანამედროვე თბილისში ცხოვრება ქვია.
თბილისი მთლიანად ტექნოგენურია. რაც საბჭოთა კავშირის დაშლის (მადლობა ღმერთს!) შემდეგ გვგონია, რომ ევროპისაკენ გავეშურეთ, თბილისის შეუქცევადი აზიატიზაცია დაიწყო. არცერთ დეველოპერს არ ეყო არც ფანტაზია და არც ნამუსი, ჩახერგილ ძველ უბნებში აღარ ეშენებინა მაღალი სახლები და ნაცვლად ამისა გარეუბნებსა და საქარხნო ზონებში მოეხდინა კომპლექსური საცხოვრებელი ზონების განვითარება–გადატანა. არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოინახა, საგადასახადო შეღავათები დაეწესებინა რეგიონებში გადასვლის მსურველი ბიზნესებისათვის, უფრო მაღალი პენსიები დაენიშნა პენსიონერებისათვის, ვინც თბილისიდან რეგიონებში გადასახლდებოდნენ, რათა ქალაქი დაცლილიყო, რეგიონი შევსებულიყო და პენსიონერების ჯანმრთელობა გაუმჯობესებულიყო და შესაბამისად მასზე სახელმწიფოს ხარჯი შემცირებულიყო, არცერთ მუნიციპალურ საპროფილო მოხელეს არ ეყო ნამუსი, არ მიეღო მონაწილეობა ქალაქის ყოფითსა და ესთეტიკურ დაღუპვაში. გადის წლები და არანაირი ლაპარაკი, პრეზენტაციები და შეხვედრები, ანალიტიკა და გამოკითხვების მასალები არ ჭრის, შედეგს არ იძლევა. ეს იმიტომ რომ დასავლეთიდან არ უბრძანებენ.
გრძელდება თბილისის არქიტექტურულ–ყოფითი თვითმკვლელობა. მიჯრით მდგომი ახალი ხუხულა კორპუსები და სავაჭრო ბღრონძები მას მარაკეშს, ამანსა და 70–იანი წლების სტამბულს ბევრად უფრო ამგვანებენ, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქალაქს. მაგრამ მაგ ქალაქებს რას ვერჩი, ჩვენთვის არაორგანული და წინააღმდეგობრივი ვექტორისა და იდეოლოგიის გამო, ჩვენ მაგ ქალაქების მოსახლეობისაგან განსხვავებით სულ სხვა შედეგსა და სოციუმს ვღებულობთ. ჩვენი ეთნო–ფსიქიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ასეთ სოციუმში აღარ რჩება ადგილი ქმედებისა, ჯანმრთელობისა და ოჯახური სიმრავლისათვის, ასეთ სოციუმში მხოლოდ ცინიზმი, ურთიერთსიძულვილი და მომავლის დეპრესიული შიში მრავლდება სოკოსავით.
თბილისი იღუპავს თავს და დემოგრაფიულ მტვერსასრუტად ქცეული ღუპავს დანარჩენ საქართველოს. არანაირი არქიტექტურულ–დეველოპერული რეგულირება ნიშნავს არანაირ ეკონომიკურ რეგულირებას ურბანული მიგრაციისა, ქალაქი უმუშევრობისა და სოციალური უფუნქციობის გეტოდ გადაიქცა, სანამ რეგიონები ბოლო 40 წლის მანძილზე მიგდებულია თავისი თავის ანაბარა. ახალი მთავრობის სასოფლო, მისასალმებელი ინიციატივები ზღვაში წვეთია ჩვენს ურბანისტულ დილემასთან შედარებით. არც ლიდერები, არც ინსტიტუტები ამ კომპლექსურ პრობლემაზე სააზროვნოდ არ სჩანან. ამ მხუთავ გარემოში მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე, დარჩენილი ცხოვრების აზრისა, ანუ იდეოლოგიისა და ნათელი, ჯანმრთელი მიზნების გარეშე, გამოდის დილით და პირუტყვივით იძულებულია მხოლოდ იმაზე იფიქროს, როგორ გაიტანოს თავი. ერის გენოციდთან ერთად ცრუ–ევროპული, ლიბერასტული დროშის ქვეშ მიმდინარეობს ერის კულტურული გამოფატვრა. ამ გამოფატვრის ქურუმები არიან ხელფასისათვის ყველაფრის მკადრებელი ქართველი ტელეჟურნალისტები და არასამთავრობოები.
ყოფითი ქალაქური კულტურა ნოლზე გვაქვს (გარდა ასეთი კრიზისებისა, როდესაც ჩვენი ქართული მეობა იღვიძებს). სსრკ–ს დაშლის მერე ჩვენთვის რატომღაც დასაცინ, ვითომ ნაკლებად ევროპულ ერევანშიც, კიშინიოვშიც და მინსკშიც კორპუსები საქვაბეებიდან თბება, ამ ინდოევროპელებს თავიანთი სახელმწიფოების რყევების მიუხედავად თანაცხოვრების კულტურა აღმოაჩნდათ. თბილისში კი ბინები ისევე თბება, როგორც გამოქვაბულები ქვის ხანაში – ინდივიდუალურად. თან დაახლოებით ორჯერ მეტი ჯდება, ვიდრე საქვაბეთი დაჯდებოდა. მაგრამ ჩვენი კოლექტიური შეგნების კულტურა იმდენად დაბალია, რომ გვირჩევნია, გაჭირვების მიუხედავად, ორჯერ მეტი ვიხადოთ, ვიდრე ერთმანეთს მოველაპარაკოთ. თავი კი მოგვაქვს მსოფლიოს ჩემპიონებად მოყვასის სიყვარულში. უილიამ ალენის გენიალური ქართველოლოგიური მაგალითი მახსენდება ჩვენს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაზე, რომელიც ვრცლად მაქვს განხილული „ერი და სახელმწიფო“–ში.
მაგრამ ტექნოგენური, უშნო და დამანგრეველი ტენდენციები განა მხოლოდ ქართულ ურბანისტიკაშია? ისინი შემცდარი, მოტყუებული, ცრუ იდეოლოგიის მატარებელი ერისა და სახელმწიფოს მთელს ქსოვილში არიან მოდებულნი გამჭოლ მეტასტაზებად.
ამასწინათ განათლების მინისტრთან ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ვცდილობდი ამეხსნა, რომ არ შეიძლება 3–4 კლასელებისთვის გენდერული ჯანდაბა თემების საგნის შემოტანა ამ ტიპის სახელმწიფოს, როგორც ბოროტებისა და ძალადობის წყაროს, მხრიდან ახალი საგნის სახით. რომ ეს ის კარებია, საიდანაც, რაც არ უნდა ჩავწეროთ ახლა, მერე, გლობალისტების დაკვეთით, ჩვენს შვილებს ცნობიერებაში შეუვარდებიან ანტიოჯახური, შხამიანი კლიშეები.
ოთახში სამინისტროს რამდენიმე კარგი, ზრდილი და პატრიოტი თანამშრომელი იჯდა, რომლებიც დუმდნენ. პირველ ხმას კი რამდენიმე ქალბატონი ამბობდა, რომლებიც უცხოურ არასამთავრობოებს წარმოადგენდნენ. ისინი ჭკუას მასწავლიდნენ და მიმტკიცებდნენ, ეს უცხოურების ტყუპისცალი საგანი უცხოეთიდან არ მოდის, სამინისტროში მოიფიქრეს და ჩვენ უბრალოდ ძალიან გაგვეხარდა, როდესაც ამის შესახებ შევიტყვეთო. ვფიქრობდი, ნეტა რამდენი შვილი ჰყავთ ჯამში ამ ქართველ დედებს, ასე რომ არ ედარდებათ ეს თემა–მეთქი. და საერთოდ არიან კი ისინი ქართველი დედები?
მე, გეგონება მეტი საქმე ან დარდი არ მქონდეს, მდივანივით ვეჯექი და სტროფ–სტროფ ვუკითხავდი მათი უაზრო ტექსტის ფრაზებს და ვცდილობდი, რაიმე აზრი გამომეტანა იქიდან და კონკრეტული, პროფესიული ფორმულირებები შემეთავაზებინა. ამასობაში დაგვიანებით კიდევ ერთი მასეთი გოგონა შემოვიდა, რვეული დამიბრეხვა წინ, გვერდზე დამისკუპდა და ნორჩი კომკავშირელივით ხელს იწევდა, სანამ მე ვსაუბრობდი. შევწუხდი, სათქმელი მოკლედ დავამთავრე და სიტყვა დავუთმე. ნეო–კომკავშირელმა გოგონამ ამ ჩემს კონკრეტულ წინადადებებზე, რომლების დიდი ნაწილიც არც კი მოუსმენია, განაცხადა, ბატონმა ლევანმა ეტყობა არ იცის, რომ რუსეთმა საქართველო მოსწყვიტა პროგრესულ პროცესებს, მე ეხლა გაუპატიურებული 3 წლის გოგონასგან მოვდივარ და ეტყობა მას არ უნდა, რომ ჩვენ მისნაირი უბედურები გაუპატიურებისგან დავიცვათო. საწყალი, რაც უფრო მეტს ტლიკინებდა, მით მეტს კანკალებდა, ბოლოს სუნთქვა შეეკრა და გაჩუმდა. ვითმენდი ამ მარაზმსა და შეურაცხყოფას, ვუსმენდი ამ სიურეალიზმს და ვფიქრობდი, იქნებ იმან მაინც გვიშველოს, რომ უცხოელ ჭინკებს ვერც კი წარმოუდგენიათ, რა უვარგის კადრებს ასაქმებენ ჩვენთან მეთქი და რომ ჩვენ ისე აღარაფერში აღარ ვვარგივართ, რომ ეტყობა ლიბერასტობაშიც არ ვივარგებთ მეთქი. ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა და, გოგონი რა შუაშია ეგ სისულელეებიო და ის ჩემი მეგობარი იმისთანა ჩაწიხლეს იმ ქალებმა, რომლებმაც მანამდე ჩემს ამ შეურაცხყოფაზე არაფერი თქვეს, რომ მინისტრს რომ არ გადავერჩინეთ, ალბათ გაგვლახავდნენ.
რა შუაშია ეს წარღვნასთან? რა შუაშია და ჩემი აზრით მთელი ქვეყანა წარღვნაშია. დავწერ კიდევ რაიმე მორიგ წერილს თბილისის არქიტექტურულ ტრაგედიაზე, რეგიონულ დაცლაზე, დემოგრაფიულ ზამთარზე, ფისკალურ რისკებზე, საბაჟო მაზოხიზმზე, მასმედიის რეგულირებაზე, მამაცი ინტერნეტ ანონიმისტ–აბსურდისტები ისევ „რუსეთუმეობაში“ დამადანაშაულებენ და ასე გაივლის კიდევ რამდენიმე თვე, სანამ ისევ არ გასკდება სადმე–რამე და სანამ ისევ ვეღარ შევძლებ გაჩუმებას. ვინმეს ხომ არ ეშლება, თუ ფიქრობს, რომ ტყუილად არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ჩვენი ის ნაწილი, რომელსაც უცხოეთიდან არ აფინანსებენ? როდემდე უნდა ვიყოთ ამ კუკუ–დამალობანაში ჩვენ და მთავრობა ერთმანეთისადმი ვალდებულებების შესრულების მიმართ?
რა დასკვნებს გამოვიტანთ ამ უაღრესად საგულისხმო, საშინელი ტრაგედიიდან? აიწევს ჩვენი ეროვნული სამოქალაქო აზროვნება ერთი საფეხურით ზევით მაინც, გადავდგამთ თუ არა ერთ ნაბიჯს მაინც ჩვენი ეროვნული მეობის აღსადგენად, რომელზეც ჩვენვე ვთქვით უარი და ამიტომაც ვინგრევით, თუ ისევ ამ ვაკხანალიას გავაგრძელებთ, სანამ მორიგი სამართალი არ მოგვადგება კარს წარღვნისა, თუ რაიმე უარესის, მაგალითად მორიგი ომის სახით?"