x
image
მანჩო 777
"- ამიტომ არ მოვდიოდი მე შენს გადაცემაში" - ლევან ღვინჯილია ინგა გრიგოლიას
ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ღვინჯილიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, საუბარია სახელმწიფო ენის შესახებ კანონზე.


image


“მე მინახავს ხალხი, რომლებიც საგანგებოდ ქმნიან დაძაბულობას და ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხედან. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, თავის დროზე სერგო რატიანმა პირდაპირ “ჩააგდო“ განხილვა სახელმწიფო ენის შესახებ კანონისა, რანაირად მოახერხა ეს?- გამოვიდა და ჟურნალისტებს უთხრა ტყული – “კანონია შემოტანილი, რომლითაც თქვენ დაგაჯარიმებენ თუ სიტყვები შეგეშლებათო“, თუმცა მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონში ეს არ ეწერა“, -განაცხადა ღვინჯილიამ.


ენათმეცნიერმა აგრეთვე განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში გახშირებულ დაპირისპირებას პიროვნული კულტურის ნაკლებობა იწვევს. მან ჟურნალისტებს შენიშვნა მისცა თბილისის ტრაგედიის დღეებში ტელევიზიებში გასულ რეპორტაჟებში გაუმართავი მეტყველების და ქართული ენის დამახინჯების გამო.

ღვინჯილიას სიტყვა დარბაზში მყოფმა მოდელმა გიორგი ნაზღაიძემ და ჟურნალისტმა ზაზა სვანიძემ რამდენჯერმე გააწყვეტინეს და ჟურნალისტებისადმი ცუდ დამოკიდებულებაში დაადანაშაულეს.

ნაზღაიძისა და სვანიძის რეპლიკებმა ლევან ღვინჯილია გააღიზიანა და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნებები გადაცემაში შოუს დადგმას ცდილობენ. ენათმეცნიერმა ნაზღაიძეს საკადრისი პასუხი გასცა და მისი მისამართით განაცხადა: "სიმღერაც ვიცი, ცეკვაც, ლექსიც და მოლხენაც. ნაზღაიძე ნეკამდე ვერ მომწვდება".



ლევან ღვინჯილიას ფაქტიურად ლაპარაკი არ აცალეს და განერვიულებულმა გრიგოლიას მიმართა: "ამიტომ არ მოვდიოდი მე შენს გადაცემაში. სტუმრები ვერ გაგიჩუმებია".


„რეაქციაში“ პარლამენტში გახშირებულ დაპირისპირებაზე მსჯელობდნენ. გიორგი ნაზღაიძე ამტკიცებდა, რომ დეპუტატებს შორის გახშირებული დაპირისპირება განათლების ნაკლებობის ბრალია.


4
759
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
759
  
2015, 27 ივნისი, 8:25
ნერვები მომეშალა....ღვინჯილიას ნაზღაიძე რატომ უნდა დაახვედრო ოპონენტად, ამიხსენით ვინმემ :(
2015, 27 ივნისი, 8:23
გრიგოლია..პირველი პროვიკატორი...მართლა რა უნდოდა მაგის გადაცემაში
2015, 27 ივნისი, 8:10
რა მიხვედრა უნდა? მაგათი ბაირამობაა ახლა ტელევიზიებში და თავი მოაქვთ თავისი უკუღმართობით. ვაი, საცოდავო საქართველო :(
2015, 27 ივნისი, 8:07
ამ მოპიდარასტოებს რა უნდოდათ ვერ მივხვდი
0 1 4