საზოგადოება ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2015, 26 ივნისი, 16:01 რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ეთერ კაკულია ბოლო დროს ავადმყოფობდა. ის სამკურნალოდ ისრაელში გაემგზავრა, თუმცა დაავადება იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმებმა მკურნალობა შეწყვიტეს. ეთერ კაკულია იბრძოდა სიცოხლისთვის, თუმცა ის თბილისში მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ცნობისთვის, ეთერ კაკულიას არაერთი ქართული სიმღერა ეკუთვნის. მისი ხმის ტემბრი და შესრულება ყველასგან გამორჩეული იყო. 41 შეფასება არ არის
|