x
image
ციცი
Mediator image
"ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი კომენტარი, რასაც ახლა განვაცხადებ... ეს არის ტიპიური პროვოკაცია, ბინძურ გონებაში მოფიქრებული"-ივანე ჯავახიშვილის პროფესორი ქეთევან პავლიაშვილი



image

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ქეთევან პავლიაშვილის პოსტს, რომლშიც მან მომავალ თაობას დაჩლუნგებული თაობა უწოდა, დიდი აგრესია მოყვა საზოგადოების მხრიდან. აი რას წერდა ქალბატონი ქეთევანი:
"ქალბატონ ქეთევანს ძალიან უნდა სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქალბატონი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათი, შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება.
ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია, მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახავს, ხვალ რომ ყველას მიავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება, სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ.
ეს იცის ქალბატონმა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქალბატონ ქეთევანს. ეს ისე, ცნობისთვის..."
მისი სტუდენტები პროტესტის ნიშნად აუდიტორიაში არ შევიდნენ და იქ მხოლოდ წარწერები დაუტოვეს ქალბატონ ქეთევანს-"ნეხვი", "გამოშტერებული სტუდენტი".
ქალბატონ ქეთევანს დაუკავშირდა გადაცემა "იმედის კვირი"-იდან ეკა ხოფერია და პირდაპირ ჩართვაში მან განაცხადა:
"ეს არის ჩემი პირველი და უკანასკნელი კომენტარი, რასაც ახლა განვაცხადებ...განცხადება ჩემი სრული პასუხისმგებლობით მინდა მოგახსენოთ, ღვთისა და მთელი ერის, სრულიად საქართველოს გასაგონად, რომ ის რაც თქვენ წაიკითხეთ, ეს არის ტიპიური პროვოკაცია, ბინძურ გონებაში მოფიქრებული, რომელიც გავრცელდა და მე მომეწერა. საამისო დოკუმენტები მე ხელთ მიპყრია და მზად ვარ ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ ვითარებაში წარმოვადგინო ეს დოკუმენტები რ სახით იქნა ისინი დაწერილი.
ეს გახლდათ 27 თებერვლის პოსტი, ერთ-ერთი ჩემი დამეგობრებულის გვერდზე, სადაც მსჯელობა მიმდინარეობდა აბსოლიუტურად სხვა საკითხზე, სადაც შემოიჭრნენ ახალგაზრდების ჯგუფი, მე ვერ დავაკონკრეტებ რომ ისინი სტუდენტები იყვნენ და რომლებიც ახდენდნენ ჩემი ერის, ისტორიისა და ეკლესიის ფალსიფიკაციას, მიზანმიმართულ შერაცხყოფას უშვერი სიტყვებით, რის გამოც მე იძულებული გავხდი, რომ გამეკეთებინა კომენტარი და არა მარტო ერთი არამედ რამდენიმე, რომლებიც კი არ იქნა მანდ მოყვანილი, არამედ კონტექსტიდან ამოვარდნილი და მოყვანილი ისეთი ცილისმწამებლური, შეთითხნილი სახით, რომელიც თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი.
სიტყვა "დაჩლუნგებული" სტუდენტებზე არ ყოფილა ნათქვამი და ეს იყო ნათქვამი იმ მცირე, რამდენიმე კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლისგანაც საშინელი შეურაცხყოფები ისმოდა იმ კედელზე...
ამ პროვოკაციის მიღმა ძალიან სერიოზული მიზეზები არის, რომლის გვერდით დგას სულ სამიოდე ადამიანი, რომელსაც არც სტუდენტებთან, არც უნივერსიტეტთან და არც განათლებასთან არა აქვს საქმე...
ყველაფერი ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ სტუდენტებში ყოფილიყო დაპირისპირება, ამისთვის შემარჩიეს მე, გარკვეულმა გარე ძალებმა..."
როგორც ქალბატონმა ქეთევანმა აღნიშნა, მას აქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. იგი კონკრეტულად ასახელებს, ვინმე ჟურნალისტ ბერულავას, რომელიც ამ პროვოკაციის უკან დგას.

0
432
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0