მკვლევარმა ტიმ ფორესტერმა (Tim Forrester) ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ტვინის გაძლიერებული მუშაობა, რასაც ადგილი აქვს, მაგალითად კროსვორდის ხსნისას, პაზლების აწყობისას თუ ვიქტორინებში მონაწილეობისას, საკმაო რაოდენობით კალორიებს წვავს.
აღმოჩნდა, რომ მსგავსი გონებრივი სავარჯიშოების შედეგად საათში 90 კალორია იწვება. ამასთან, ერთი შოკოლადის ორცხობილა საშუალოდ 56 კალორას შეიცავს, ჯემიანი ბუტერბროდი კი - 85 კალორიას. როგორც ტომ ფორესეტერი ხსნის, „ჩვენს ტვინს მხოლოდ სიცოცხლისთვის სჭირდება 0, 1 კალორია წუთში. როცა ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც გონებრივ მუშაობას მოითხოვს, შეგვიძლია დავწვათ 1, 5 კალორია წუთში“.
ტვინი შედგება მილიონობით ნერვული უჯრედისგან, ნეირონებისგან, რომლებიც ორგანიზმს ინფორმაციას გადასცემენ. ნეირონები წარმოქმნიან სიგნალის გადამცემ ნეიროტრანსმიტერებს, რისთვისაც მოიხმარენ სისხლში არსებული შაქრის სამ მეოთხედს, ჟანგბადის ერთ მეხუთედსა და გარკვეული რაოდენობით კალორიებს.
ამგვარად, როცა, მაგალითად ადამიანი სხნის რთულ კროსვორდებს, ტვინს სჭირდება მეტი შაქარი და კალორია. და გონებრივი მუშაობის ორიოდე საათი პრაქტიკულად ანაზღაურებს ერთი კათხა ლუდის დალევას. თუმცა, მიუხედვად იმისა, რომ ტვინი ბევრ ენერგიას მოითხოვს, ცხიმს იგი არ წვავს, ამიტომ იმის იმედი, რომ გონებრივი სამუშაო ფიზიკურ ვარჯიშს შეცვლის, ნუ გვექნება.
სხვათა შორის, თუ ადამიანს გახდომა სურს, მისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალის გამოცლამდე ვარჯიში. უმჯობესია ვარჯიშებს შორის შესვენებების გაკეთება - სწორედ ეს შესვენებები უწყობს ხელს, რომ ორგანიზმმა სწრაფად დაწვას ცხიმები.
გონებრივი მუშაობის დროს კი რეკომენდებულია მწვანე ჩაის, კერძოდ, ულუნის (oolong) ჯიშის ჩაის დალევა. იგი და კიდევ რამდენიმე სხვა ჯიშის ჩაი, შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლასა და ცხიმოვანი ქსოვილის დაშლას უწყობს ხელს.
ამგვარად, დღეში რამდენიმე ფინჯანი ჩაის დალევით, ადამიანს ზედმეტი ძალისხმევის გარესე შეუძლია თვეში რამდენიმე კლიოგრამის დაკლება, თუ რა თქმა უნდა ამასთან ერთად საკვების მიღების დროს ზომიერებას იცავს.