საზოგადოება თურქეთში უკრაინელი ბავშვი სამი დღე მკვდარ მშობლებთან ერთად ცხოვრობდა 2015, 24 ივნისი, 23:17 თურქეთის ერთ-ერთ საკურორტო ქალაქში შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა:
ექვსი წლის უკრაინელი ბავშვი სამი დღე-ღამის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა ალკოჰოლისაგან მოწამლულ და გარდაცვლილ მშობლებთან ერთად.
გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ვიაჩესლავ სამილო და მისი ცოლი მაია სამილო ქალიშვილთან ერთად ისვენებდნენ ანტალიის რაიონ ალანიაში. ნაქირავები ბინის მეზობლები ამბობენ, რომ მათი სახლიდან ხშირად ისმოდა ჩხუბის ხმა და ცოლ-ქმარი აშკარად ლოთობდა. სავარაუდოდ, ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღების გამო ისინი კომაში ჩაცვივდნენ. პატარა გოგონა სამი დღე ბინაში იმყოფებოდა მკვდარ მშობლებთან ერთად, ბოლოს მან შიმშილს ვეღარ გაუძლო, აივანზე გამოვიდა და მეზობლებს დაუწყო ყვირილი :" მშია, ჭამა მინდა"... ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გვამები დივანზე მჯდომარე მდგომარეობაში დახვდა. დადგინდა, რომ ისინი სამი დღის წინ გარდაიცვალნენ. ამჟამად პოლიცია მათ ნათესავებს ეძებს, რათა ექვსი წლის გოგონა და გვამები გადასცენ. 1882 11-ს მოსწონს
|