x
მეტი
  • 20.08.2024
  • სტატია:136590
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510869
ზოოპარკის დირექტორი დავით აღმაშენებელი ყოფილა - გურიელიძის უცნობი ვიდეო
image
პროფესიით ზოოლოგი ზურაბ გურიელიძე 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორია. საზოგადოება მისი პერსონით ზოოპარკის ტრაგედიის შემდეგ დაინტერესდა, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ გურიელიძემ წარსულში ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის როლი შეასრულა. ამის შესახებ "ფეისბუქზე" მსახიობი მაია კახიძე წერს:


image
"ბევრს ჰგონია, რომ ზურაბ გურიელიძე ახლაა სულ ეკრანზე და ჟურნალ - გაზეთებში გამოჭიმული. ისე, გამწარებულ კაცს არა მგონია უხაროდეს ამდენი და ამდენჯერ გამოჩენა. ზოგჯერ ისეთი თვალები აქვს, ლამის ჩვენ შევცვივდეთ ვოლიერებში... მებრალება ნამდვილად, მაგრამ ისეთ რამეს მივაკვლიე, ცოტა ხნით რომ გადამავიწყდა აფთარი და მგელი. ერთი სიტყვით, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, დავით აღმაშენებელი ყოფილა ერთ დროს. მართალია, სულ ცოტა ხანს, მაგრამ ამის დავიწყება მართლაც შეუძლებელია იმ ადამიანისთვის, ვინც ერთხელ მაინც ჩაიცვა მეფე დავითის სამოსი, აღმართა ხმალი და იახლა ცხენი. თურმე, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი - ზურაბ გურიელიძე, 2011 წელს რეჟისორმა გიორგი ოვაშვილმა დოკუმენტურ ფილმში გადაიღო, სადაც სწორედ საქართველოს ჩვენი დიდი მეფე, დავით აღმაშენებელი განასახიერა. სამწუხაროდ, "მეფე დავითმაც" ვერ შეძლო თბილისში მობინადრე ცხოველთა სამყაროს დიდი ნაწილის გადარჩენა. აწი თუ დაიწყება ახალი ზოოპარკის აღმშენებლობა, ვნახოთ და იმედით დაველოდოთ..." - წერს კახიძე.


image


ესეც დოკუმენტური ფილმის ვიდეო:



0
242
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0