x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
უჩინარი სიკვდილი: ყველა დროის 7 საუკეთესო სნაიპერი
image



ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „sharpshooter“ (ზუსტი მსროლელი) გაგებით. ზმნა „to snipe“ წარმოიშვა 1770 წელს ბრიტანულ ინდოეთში (მაშინდელი ბრიტანეთის კოლონია), სადაც წარმატებულ მონადირეს „სნაიპერს" უწოდებდნენ.

1643 წელს ლიქფილდის ტაძარში (ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ მოკლული იქნა რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ „მრგვალთავიანი“ გენერალი. აქედან იწყება სნაიპერსი, როგორც პროფესიის ისტორია.

არ არის აუცილებელი კარგი სნაიპერი შტატში მომსახურე სამხედრო პირი იყოს. არც მხოლოდ ერთი ზუსტი გასროლა აქცევს ადამიანს სნაიპერად. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რომლის საშუალებით შორს მყოფ მიზანს არასათანადო იარაღითაც კი, ან არახელსაყრელი პოზიციიდანაც მოარტყამ.

სნაიპერი ყოველTვის ყველაზე ელიტურ მებრძოლად ითვლებოდა. წარმოგიდგენთ ყველა დროის 7 საუკეთესო სნაიპერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

1. კარლოს ნორმან ჰესკოკი II (1942 - 1999 წწ.)


image
ბევრი ამერიკელი მოზარდის მსგავსად კარლოს ჰესკოკიც არმიაში მოხვედრაზე ოცნებობდა. 17 წლის ბიჭუნას, რომელსაც თეთრი ბუმბულებით გაწყობილი კოვბოის ქუდი ეხურა, ყაზარმაში სიცილით შეხვდნენ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ბიჭს არა უბრალოდ ტალანტი ჰქონდა, არამედ სწორედ მიზანში სროლისთვის იყო დაბადებული.


1966 წელს ახალგაზრდა მებრძოლი უკვე ვიეტნამში გაგზავნეს. მას, როგორც სნაიპერს 100-ზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული. ვიეტნამის ხელისუფლებამ კარლოსის მოკვლისთვის ჯილდოდ ძალიან დიდი თანხა დააწესა, მაგრამ ბრძოლა ისე დასრულდა და კარლოსიც ისე დაბრუნდა სამშობლოში, რომ ერთხელაც არ ყოფილა დაჭრილი. 1979 წელს მას გაფანტული სკლეროზი დაემართა, რის გამოც იძულებული გახდა სამხედრო სამსახურზე უარი ეთქვა. კარლოს ჰესკოკი გარდაიცვალა 1999 წელს, 57 წლის ასაკში.


2. სიმო ჰაიჰა (1905 - 2002 წწ.)



image
სიმო ჰაიჰა საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებამდე მონადირე და ფერმერი იყო.
ზამთრის ომის დროს (1939-1940) ჰაიჰა ფინეთის არმიის რიგებში იბრძოდა წითელი არმიის წინააღმდეგ. ომის ასი დღის განმავლობაში ჰაიჰას მიერ მოკლულ საბჭოელთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ჰაიჰას არაჩვეულებრივ პროფესიონალიზმსა და იარაღის ფლობის უმაღლეს დონეს ხაზს უსვამს ის იარაღი და ტაქტიკა, რომელსაც სნაიპერსი იყენებდა: ჰაიჰა სიმაღლით 1.60 მეტრი იყო, რის გამოც მისი სიმაღლისთვის შესაფერის საბჭოთა მოსინის შაშხანის ფინურ ვარიანტ M/28-ს იყენებდა. საკუთარი პოზიციის დასამალად ოპტიკური სამიზნის მაგივრად რკინის image
სამიზნეს იყენებდა, რის გამოც მას სროლისას თავის წამოწევა აღარ უწევდა. ბრძოლის დროს ჰაიჰა პირში თოვლს იდებდა, რათა სუნთქვისას ორთქლი არ გამოეშვა. ჰაიჰა მუდმივად თეთრ ფორმაში იყო ჩაცმული, რათა თოვლში შეუმჩნეველი დარჩენილიყო, ამიტომ წითელი არმიის მებრძოლებმა მას "თეთრი სიკვდილი" შეარქვეს.

1940 წლის 6 მარტს ბრძოლის დროს ჰაიჰა ყბაში დაიჭრა, ტყვია მოხვედრისას დაიშალა და ლოყიდან გამოვიდა. სიმო ჰაიჰამ გონება დაკარგა. რამდენიმე წელი დასჭირდა მიღებული ჭრილებისაგან გამოსაჯანმრთელებლად, ტყვიამ მისი ყბის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. ჭრილობის მიუხედავად იგი სრულიად გამოკეთდა და ომის შემდეგ წამატებული მონადირე და ძაღლების გამომზრდელი გახდა. სიცოცხლის ბოლო წლები რუსეთთან საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში გაატარა სადაც 2002 წელს გარდაიცვალა.

3. ლიუდმოლა პავლიჩენკო (1916-1974).


image
უკრაინელი ლუდმილა მიხაილის ასული პავლიჩენკო მორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სნაიპერი იყო. მის სახელზეა 309 სასიკვდილო გასროლა და სნაიპერთა ისტორიაში საუკეთესო ქალ სნაიპერად ითვლება.


ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგაზრდა ქალი აღიარებს, რომ ცოცხალ დამიანზე სროლა მხოლოდ პირველ ჯერზე აღმოჩნდა მისთვის ძნელი. საბრძოლო მორიგეობის პირველ დღეებში იგი თოფის სასხლეტსაც კი ვერ აჭერდა ხელს. მაგრამ შემდეგ მოვალეობის გრძნობამ თავისი გაიტანა - სწორედ ამ გრძნობამ გადაარჩინა სუსტი ქალური ფსიქიკა უჩვეულოდ დიდი ზეწოლისგან.

4. ვასილი ზაიცევი (1915 - 1991 წწ.)


image
რუსი სნაიპერი, ვასილი გრიგორის ძე ზაიცევი მეორე მსოფლიო ომის გმირი იყო. მის ზუსტ ნასროლს ემსხვერპლა 225 ფაშისტი ჯარისკაცი და ოფიცერი, მათ შორის 11 სნაიპერი.

განსაკუთრებით დიდი იყო მისი ღვაწლი სტალინგრადის ბრძოლის დროს. მან თავის თანამებრძოლებთან ერთად სტალინგრადში ერთ-ერთ ქარხანაში დაარსეს სნაიპერთა სკოლა, რომელსაც თავად უძღვებოდა. ტარდებოდა სნაიპერთა კონფერენციები, რომ გაევრცელებინათ “სნაიპერიზმის” დოქტრინები. შეხვედრის დროს სნაიპერები ერთმანეთს უზიარებდნენ იდეებს, გამოცდილებებს და ტექნოლოგიებს. ზაიცევის მიერ გაწვრთნილმა სნაიპერებმა 3000-ზე მეთი ფაშისტი ჯარისკაცი მოკლეს.

5. კრის კაილი


image
კრის კაილი აშშ-ს ელიტური სამხედრო შენაერთის, „SEAL”-ის ლეგენდარული წევრი იყო. იგი ერაყში მსახურობდა, რაც აღწერილი აქვს ბესტსელერად ქცეულ ავტობიოგრაფიაში, „ამერიკელი სნაიპერი“. ცნობილია, რომ მას მოკლული ჰყავდა 150-ზე მეტი ადამიანი. ავტობიოგრაფიაში კაილი აღნიშნავს, რომ მეამბოხეებმა მას მეტსახელად „სატანა“ შეარქვეს და 20 000 დოლარი დააწესეს მის პოვნაზე. შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ კაილი ეხმარებოდა ამერიკელ ვეტერანებს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემებთან გამკლავებაში.

კრის კაილი 1999-დან 2009 წლამდე მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსში, ნაწილობრივ, ელიტური შენაერთის, „SEAL”-ის შემადგენლობაში და ოთხჯერ იმყოფებოდა ერაყში სამხედრო მისიით, მინიჭებული ჰქონდა რამდენიმე სამხედრო ჯილდო. მედიასთან საუბარში ქრის კაილის არაერთხელ უთქვამს, რომ არ ნანობდა სნაიპერობის დროს ხალხის დახოცვას და რომ მას არ აწუხებდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

გარდა იმისა, რომ გაწევრიანებული იყო ორგანიზაციაში ომში დაჭრილი და ტრავმირებული ამერიკელი ვეტერანების დასახმარებლად, ქრის კაილის დაარსებული ჰქონდა კერძო კომპანია, რომელიც, სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, სროლას ასწავლიდა ამის მსურველ პირებს.

კაილი 38 წლის ასაკში ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლეს გამოასალმა ერაყის ომის ვეტერანმა, 25 წლის ამერიკელმა ედი რეი რაუთმა, რომელსაც, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ კრის კაილის ისტორიაზე ლეგენდარულმა რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ფილმი „ამერიკელი სნაიპერი“ გადაიღი. ფილმი „ოსკარების“ ცერემონიალზე 6 ნომინაციაში იყო წარდგენილი და მან ოსკარი საუკეთესო გახმოვანებისთვის მოიპოვა.
პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმდა, კაილიმ სიცოცხლის მანძილზე 160 ტერორისტი მოკლა და იგი საუკეთესო სნაიპერად არის აღიარებული.

6. რობ ფურლონგი (დაბ. 1976 წ.)


image
დიდი ხნის მანძილზე რობ ფურლონგი კანადის არმიაში უბრალო კაპრალად მსახურობდა. ამ სტატიაში მოხსენიებულ ადამიანებისგან განსხვავებით ბობს არ გააჩნდა მკვეთრად გამოხატული სნაიპერული ტალანტი. მაგრამ გამუდმებული ვარჯიშით ფურონგმა საკუთარ თავში განავითარა ამბიდექსტერული (ორივე ხელით ერთნაირად სარგებლობის უნარი). მალე კაპრალი სპეცდანიშნულების რაზმში გადაიყვანეს. ფურლონგის კარიერის უმაღლეს წერტილად იქცა ოპერაცია "ანაკონდა": მან განახორციელა წარმატებულისწოდა 2430 მეტრზე, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.

7. ტომას პლანკეტი

image

სულ რაღაც ორმა ნასროლმა ბრტანული არმიის რიგითი ჯარისკაცი, ტომას პლანკეტი თავისი დროის საუკეთესო სნაიპერთა რიცხვში ჩააყენა. 1809 წელს მონროსთან ბრძოლის დროს ტომასი სხვებივით შეიარაღებული იყო მუშკეტი "Brown Bess"-ით. ჩვეულებრივ, ამ იარაღით გაწვრთნილი ჯარისკაცები 50 მეტრში კლავდნენ მოწინააღმდეგეს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი ქარი არ იქნებოდა. ტომასმა კი ფრანგი გენერალი ცხენიდან ჩამოაგდო 600 მეტრიდან. ნასროლის წარმატება შეიძლებოდა მიგვეწერა უბრალო გამართლებისთვის, მაგნიტური ველებისთვის ან თუ გსურთ უცხოპლანეტელებისთვისაც კი. ალბათ სწორედ ასეც მოიქცეოდნენ მსროლელის თანამებრძოლები, რომ არა ტომასის შემდეგი საქციელი: მან თოფო გადატენა და იმავე 600 მეტრში ახლა უკვე გენერლის ადიუტანტი გამოასალმა სიცოცხლეს.

10
8495
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
8495
  
2016, 17 ოქტომბერი, 22:01
თალიბი ავღანელი, თალიბანი პოლიტიკურ-ტერორისტული ორგანიზაციაა. :)
2016, 17 ოქტომბერი, 20:22
ხო თალიბანი :)
2016, 15 ოქტომბერი, 16:33
თალიბანი თუ ავღანელი? :)
2016, 15 ოქტომბერი, 13:56
როგ ფურლონგს არ ეკუთვნის რეკორდული გასროლა დღეს - დღეობით, ეს რეკორდი 2012 წელს ინგლისელმა კავალერისტმა კრეგ ჰარისონმა გააუმჯობესა, რომელმაც 2475 მეტრზე ბრძოლის ველზე თალიბანი მეტყვიამფრქვევე მოხსნა, ჯერ ჯერობით რეკორდი ეს არის.
2016, 14 ოქტომბერი, 23:58
კვაჭანტირაძე რატომ გამოგრჩათ? 500-მდე კაცი ჰყვას განადგურებული 2-ე მსოფლიო ომისას.
2015, 24 ივნისი, 22:46
რომ არა ლიმიტი დაუფიქრებლად გავაზიარებდი
2015, 24 ივნისი, 22:40
შენიშვნა მიღებულია, ბოლომდე უნდა გამეშიფრა ტერმინის წარმოშობა. შეფასებისთვის მადლობა :)
2015, 24 ივნისი, 22:25
უმაგრესი სტატიაა, მაგრამ შეცდომაა გაპარული.
სიტყვა სნაიპერს გადამფრენმა ფრინველმა დიდმა ჩიბუხამ (Great Snipe) დაუდო სათავე, ეს ფრინველი სწრაფად (100 კმ/სთ სიჩქარით) დაფრინავს და როცა ის ჩუბინმა მსროლელმა გასროლით ჩამოაგდო, მსროლელს სნაიპერი შეარქვეს.
2015, 24 ივნისი, 19:30
გაიხარე, გენაცვალე :)
2015, 24 ივნისი, 19:27
ფანტასტიურია.. და გაზიარებულია ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10