x
image
Guns N Roses
აზარტული ხართ? ხშირად თამაშობთ? მაშინ ეს თქვენთვისაა..სამორინეს ხრიკები

imageალბათ ყველამ იცის იმის შესახებ, რომ სამორინეს ატმოსფეროს ფსიქოლოგები ჰქმნიან. წლობის განმავლობაში ფსიქოლოგებმა მიაღწიეს იდეალურ ატმოსფეროს, სადაც ადამიანი ადვილად ერთობა და შედის აზარტში. დიზაინი, განათება, კლიენტებთან ურთიერთობა - ეს ყველაფერი ფსიქოლოგებმა მოიგონეს. არავითარი შემთხვევითობა ყველაფერი ფსიქიკაზეა აგებული. მოდით ვნახოთ, თუ რა ხდება სამორინეში ადამიანის მიზიდვისა და მისი დიდხანს გაჩერებისთვის.
სამორინეში არ არის საათი.
სამორინეში თქვენ საათს ვერ იპოვით. სამორინეს მფლობელებმა ეს ყველაფერი კარგად იციან და თავიანთივე ინტერესების გამო კრძალავენ საათით შესვლას. რა თქმა უნდა თუ ადამიანი გართულია თამაშით და საათი არსად არ არის მას ადვილად დაავიწყდება, თუ რა დროა. და ასევე აზარტში შესული ადამიანი უფრო მეტს ფულს დახარჯავს ვიდრე ადამიანი, რომელიც გამუდმებით საათს უყურებს.
სამორინეში არ არის ფანჯრები .

კიდევ ერთი ფსიქოლოგიური მახე. თუ სამორინეში იქნებოდა ფანჯრები, ადამიანს ასე თუ ისე ეცოდინებოდა, თუ რა დროა, დღეა თუ ღამე. და ასევე სამორინეს მფლობელებს არ სურთ, რომ კლიენტი გაართონ ფანჯრიდან ხედით.

სამორინეს ატმოსფერო .

სასიამოვნო ხმები, კომფორტი, ლამაზი გოგონები, მუსიკა, აზარტი, რბილი და კარგი "სკამები" - ეს ყველაფერი იზიდავს კლიენტს. ვინ იტყვის უარს მათზე? ეს ყველაფერი ფსიქოლოგების შექმნილია.




0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0